ამჯერად პრეზიდენტის სტუმრები იყვნენ "მაიამი ჰიტის" კალათბურთელები, რომლებმაც გასულ სეზონში ხუთ მატჩში მოუგეს ფინალური სერია "ოკლაჰომა თანდერს".
ცნობილია, რომ ობამა კალათბურთის დიდი თაყვანისმცემელია, ხოლო მისი საყვარელი გუნდი გახლავთ "ჩიკაგო ბულზი", მაგრამ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მას ერთხელაც არ მიეცა "ხარებისთვის" მილოცვის საშუალება.
მიუხედავად ამისა, ობამამ თბილად მიიღო თეთრ სახლში "მაიამი". პრეზიდენტმა ფლორიდულ კლუბს, პირველ რიგში, მოედნის მიღმა მუშაობა მოუწონა და მადლობა გადაუხადა "ჰიტს" იმ დახმარებისთვის, რომელიც
მაიამელები ხელცარიელნი არ მისულან თეთრ სახლში. ლებრონ ჯეიმსმა მოთამაშეების ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთი აჩუქა პრეზიდენტს, დუეინ უეიდმა კი - "მაიამის" მაისურა "ობამას" წარწერით.
პრეზიდენტი და კალათბურთელები ბევრს ხუმრობდნენ. სახალისო იყო ლებრონ ჯეიმსის გამოსვლის დასასრული. მან თავისი სიტყვა შემდეგი ფრაზით დაასრულა: "დედა, მე ეს გავაკეთე!" ამით "მაიამის" ლიდერმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორ უნდოდა საჩემპიონო ბეჭდის მოგება და ქვეყნის პრეზიდენტთან ჩემპიონის რანგში შეხვედრა.
* * *
როგორც 29 იანვრის ნომერში ვწერდით, "ბოსტონ სელტიქსს" სეზონის ბოლომდე გამოაკლდა ძირითადი გამთამაშებელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რაჟონ რონდო, რომელმაც მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
ჟურნალისტებს შეხვდა "სელტიქსის" გენერალური მენეჯერი დენი ეინჯი, რომელმაც განაცხადა, რომ რონდო ოპერაციას უახლოესი 10-14 დღის განმავლობაში გაიკეთებს და მისი დაბრუნება მოედანზე ოქტომბერში, "ბოსტონის" საწვრთნელი ბანაკის დროს იგეგმება. ასე რომ, გამთამაშებელი მოასწრებს მწყობრში ჩადგომას 2013-14 წლების სეზონის სტარტისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები