დუეინ უეიდი კარიერას ჩინეთში დაამთავრებს?

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა დუეინ უეიდმა, შესაძლოა, ერთი სეზონი ჩინეთის ლიგაში გაატაროს. ეს მისი კარიერის დასრულების შემდეგ მოხდება, - ასეთ დასკვნას აკეთებს ESPN-ის ანალიტიკოსი, წარსულში ცნობილი კალათბურთელი ჯალენ როუზი.

"მე გავიგე, რომ უეიდი "ლი-ნინგს" NBA-დან წასვლის შემდეგ ჩინეთის ჩემპიონატში თამაშს დაპირდა", - განაცხადა როუზმა ESPN Radio-ს ეთერში.

Li-Ning გახლავთ სპორტული ტანსაცმლისა და ინვენტარის მწარმოებელი ჩინური კომპანია. გასული წლის შემოდგომაზე, უეიდმა შეწყვიტა ურთიერთობა Jordan Brand-თან და სწორედ Li-Ning-თან გააფორმა ხელშეკრულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA-ს ჩემპიონმა "მაიამი ჰიტმა" ჩინეთში
წააგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული