NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამიმ" მინუს 16 ამოატრიალა

AutoSharing Option
"მაიამიმ" ამ სეზონში პირველად დაამარცხა "ნიუ იორკი" და 14 მატჩამდე გააგრძელა თავისი მოგებათა სერია, რითაც საკლუბო რეკორდი გაიმეორა. "ჰიტმა" გამარჯვებისკენ სწრაფვა გამოავლინა, როცა 16-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება მოახერხა.

მასპინძლებმა ამ სეზონში მესამედ სცადეს ჩემპიონის სამქულიანებით დამარცხება და პირველ ტაიმში კარგი პროცენტიც ჰქონდათ (6/17), მაგრამ მეორე ტაიმში 12 შორეული ტყორცნიდან მხოლოდ ორი ჩავარდა "მაიამის" კალათში.

მესამე მეოთხედში "მაიამიმ" დაცვა გამოასწორა და მეტოქეს გამოედევნა, მაგრამ "ნიქსი" გააფთრებული იცავდა 9-10-ქულიან უპირატესობას. მასპინძლებმა მაინც ვერ გაძლეს და მესამე 12-წუთეულის ბოლოს მეტოქის 8:1 გაქცევა გამოეპარათ.

მეოთხე
მეოთხედში, სიზუსტის მხრივ, "ნიქსის" პრობლემები გრძელდებოდა – ბურთი ჯიუტად არ ვარდებოდა კალათში, "მაიამი" კი თამაშს უმატებდა. მატჩის დასკვნითი ნაწილის გმირი გახდა ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც 12 ქულა დააგროვა. ასევე მნიშვნელოვანი იყო სხვა მოთამაშეების წვლილი, ამიტომაც ნიუიორკელებმა არ იცოდნენ, ვისზე გაეკეთებინათ კონცენტრაცია. მაგალითად, ასპროცენტიანი სიზუსტით ისროდა სამქულიანებს ბატიე, ბოშმა თამაშიდან ხუთიდან სამი ტყორცნა გამოიყენა, ბრწყინვალე იყო უეიდი...

"მაიამიმ" ანგარიში სირენამდე ხუთი წუთით ადრე გაათანაბრა, რის შემდეგაც 12:5 გაქცევა მოაწყო. ეს მთლიანად "დიდი ტრიოს" დამსახურება იყო: ბოშმა ორ საშუალო ტყორცნა ჩააგდო, უეიდმა - ერთი, ლებრონმა კი ექვსი ქულა დააგროვა.

"ნიქსს" ვერ უშველა კარმელო ენტონის 32 ქულამ. "ნიქსის" ლიდერმა პირველ ნახევარში 24 ქულა ჩააგდო, მეორეში კი, ისევე, როგორც მთელ გუნდს, თამაში არ წაუვიდა.

* * *
კიდევ ერთი ცენტრალური შეხვედრა გაიმართა ლოს ანჯელესში, სადაც "ოკლაჰომამ" შეწყვიტა "კლიპერსის" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია. ამასთან, "თანდერმა" გაარკვია ამ გუნდთან რეგულარულში ურთიერთობა და "მშრალი" ანგარიშით (3:0) მოუგო კალიფორნიელებს.

მასპინძლებმა მთლიანად ჩააგდეს პირველი ტაიმი, მაგრამ მეორეში მოახერხეს 19-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება და სირენამდე წუთნახევრით ადრე ერთი ქულით გავიდნენ წინ. თუმცა "ოკლაჰომას" ლიდერები სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ და დარჩენილ 90 წამში 9:4 სპურტი მოაწყვეს.

* * *
"ჰიუსტონმა" შეწყვიტა "დალასთან" ცხრამატჩიანი წაგებათა სერია. "მავერიქსი" კვლავ საშინლად ჩატარებული მესამე მეოთხედის გამო დამარცხდა. მასპინძლებმა ეს 12-წუთეული 15:0 გაქცევით დაიწყეს, რამაც განსაზღვრა კიდეც მატჩის ბედი. "დალასს" პრაქტიკულად შეწყვეტილი ჰქონდა დაცვა და "ჰიუსტონმა" ბევრი ღია სროლა გამოიყენა, რითაც ბოლო შესვენებაზე 30-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

"ჰიუსტონმა" 14 სამქულიანი მოათავსა კალათში და მიუახლოვდა "ნიუ იორკს" საშუალოდ მატჩში გამოყენებული შორეული ტყორცნების რაოდენობით (10,6 10,8-ის წინააღმდეგ). გარდა ამისა, "როკეტსმა" შედეგიანობის მხრივ გაუსწრო "ოკლაჰომას" – საშუალოდ 107 ქულა.

* * *
"ინდიანას" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ფოგელმა კარიერაში მეასე გამარჯვება მოიპოვა მწვრთნელის რანგში. ეს შესაძლებელი გახდა დევიდ უესტისა და პოლ ჯორჯის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, რომლებმაც "ჩიკაგოს" არ მისცეს ამ სეზონში" "პეისერსის" პირველად დამარცხების საშუალება.

ბოლო წამებზე მარკო ბელინელის შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მისმა სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია.

"ინდიანამ" "ვარსკვლავური უქმეების" შემდეგ რვიდან შვიდი მატჩი მოიგო და პირველად 2004 წლის შემდეგ, რეგულარული ჩემპიონატის სერიაში დაამარცხა "ჩიკაგო".

ნიუ იორკი-მაიამი 93:99
22:23, 37:22, 18:28, 16:26
ნ-ი: ენტონი (32), კიდი (14+8 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), სმიტი (13+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), სტაუდმაიერი (12), ჩენდლერი (10+8 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (29+11 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), უეიდი (20+8 მოხსნა+8 პასი), ბოში (16), ბატიე (12).

კლიპერსი-ოკლაჰომა 104:108
20:27, 21:27, 32:28, 31:26
კ: პოლი (26+6 მოხსნა+8 პასი), გრიფინი (20+9 მოხსნა+5 პასი), კროუფორდი (20), ბატლერი (10).
ო: დურანტი (35+9 მოხსნა), უესტბრუკი (29+6 მოხსნა+10 პასი), იბაკა (16), მარტინი (10+3 ჩაჭრა).

ვაშინგტონი-ფილადელფია 90:87
26:22, 24:27, 22:19, 18:19
ვ: უოლი (16+5 მოხსნა+6 პასი), უებსტერი (16), ნენე (15+9 მოხსნა), ბილი (14), ოკაფორი (12+16 მოხსნა).
ფ: რაიტი (15), ჰოიესი (14+11 მოხსნა), ტ. იანგი (14+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰოლიდეი (14+6 პასი), ტერნერი (11+10 მოხსნა).

ორლანდო-მემფისი 82:108
19:29, 16:31, 22:22, 25:26
ო: მური (12+5 მოხსნა+6 პასი), ნიკოლსონი (12), აფლალო (12), ჰარკლესი (11+6 მოხსნა).
მ: პრინსი (14), ალენი (13+5 მოხსნა), კონლი (13), გასოლი (12+5 მოხსნა+11 პასი), პონდესტერი (12), დევისი (10+10 მოხსნა+3 დაფარება).

საკრამენტო-შარლოტი 119:83
27:27, 27:13, 43:19, 22:24
ს: სალმონსი (22), ტომპსონი (18+14 მოხსნა), ტორნტონი (18), კაზინსი (14+9 მოხსნა), ტ. ევანსი (13+7 მოხსნა), ტომასი (10+7 პასი), ჰეიესი (6+12 მოხსნა).
შ: მალენსი (12), ჰენდერსონი (12), უოკერი (11+6 პასი), კიდ-გილკრისტი (10+6 მოხსნა).

ჰიუსტონი-დალასი 136:103
31:33, 33:28, 44:17, 28:25
ჰ: პარსონსი (32), ლინი (21+9 პასი), ჰარდენი (21+7 პასი), აშიქი (10+10 მოხსნა+5 ჩაჭრა), რობინსონი (10+8 მოხსნა+3 ჩაჭრა).
დ: მაიო (18), მერიონი (14+8 მოხსნა), რაიტი (12), მ. ჯეიმსი (11).

სან ანტონიო-დეტროიტი 114:75
32:19, 28:21, 29:16, 25:19
ს-ა: დანკანი (16+11 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება), გრინი (16), ლეონარდი (14+6 მოხსნა).
დ: მონრო (16+8 მოხსნა), კალდერონი (14), ვილანუევა (10+10 მოხსნა), ჟერებკო (10+5 მოხსნა).

ინდიანა-ჩიკაგო 97:92
32:21, 15:19, 22:26, 28:26
ი: უესტი (31+7 მოხსნა), ჰილი (21+6 მოხსნა+5 პასი), ჰიბერტი (18+10 მოხსნა+3 დაფარება), ჯორჯი (10+10 მოხსნა+6 პასი).
ჩ: ბელინელი (20+5 პასი), ბატლერი (20), დენგი (15+5 მოხსნა), ნოა (14+10 მოხსნა+5 პასი).

ლეიკერსი-ატლანტა 99:98
30:26, 22:19, 27:28, 20:25
ლ: ბრაიანტი (34+6 მოხსნა), ნეში (15+10 პასი), უორლდ პისი (13), ჰოვარდი (11+15 მოხსნა), ჯეიმისონი (10+8 მოხსნა).
ა: ჰორფორდი (24+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), სმიტი (19+7 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება), ჰარისი (16+6 პასი+3 ჩაჭრა), კორვერი (16+5 მოხსნა).

ტი-მაკი ისევ ბრუნდება?
თავისუფალი აგენტი ტრეისი მაკგრეიდი "ჰიუსტონი"-"დალასის" შეხვედრას დაესწრო, მატჩის შემდეგ კი განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, 17 აპრილამდე NBA-ს ერთ-ერთ გუნდთან გააფორმოს კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეიდი ამ სეზონს ჩინეთის "ცინდაოში" იწყებდა, რომელმაც ბოლო ადგილი დაიკავა რეგულარულ ჩემპიონატში (8 მოგება-24 წაგება). 33 წლის მცველის საშუალო მაჩვენებლები 25 ქულა, 7.2 მოხსნა და 5.1 შედეგიანი პასი იყო.

* * *
"მინესოტას" მცველი ბრენდონ როი მალე რეგულარულ ჩემპიონატში დაბრუნებას აპირებს. კალათბურთელს იმედი აქვს, რომ ვარჯიშს გუნდის გასვლითი ტურნეს დასრულების შემდეგ დაიწყებს და ერთ ან ორ კვირაში შეუერთდება "მგლებს".
28 წლის როი ამ სეზონის წინ დაბრუნდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ტიმბერვულვზთან", მაგრამ მხოლოდ ხუთი მატჩი ითამაშა და ისევ მუხლი დაიზიანა, რასაც ქირურგიული ჩარევა მოჰყვა. მიმდინარე სეზონში როიმ 5.1 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს.

* * *
"ინდიანასთან" მატჩში "ჩიკაგოს" ლიდერი დერიკ როუზი პირველად გამოჩნდა თავისი გუნდის სათადარიგოთა სკამზე. ტაიმაუტების დროს გამთამაშებელს აქტიური კავშირი ჰქონდა თავის პარტნიორებთან, აგრეთვე ემოციურად გამოხატავდა "ხარების" წარმატებასა და მარცხს.

შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო როუზი გასული წლის გაზაფხულიდან არ თამაშობს. კალათბურთელის მოედანზე გასვლის ვადა ჯერაც უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ტონი პარკერი ერთი თვე თამაშგარეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული