მაიკლ ჯორდანი მამობას უარყოფს

AutoSharing Option
სერიოზულ სკანდალში გაეხვა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი, ამჟამად, "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი მაიკლ ჯორდანი. 3 მარტს, ვინმე პამელა სმიტმა ქალაქ ატლანტას სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ მისი 16 წლის ვაჟის მამა – სწორედ ლეგენდარული კალათბურთელია. თინეიჯერმა, რომელსაც გრანტ რეინოლდსი ჰქვია, უკვე მოასწრო ვიდეომიმართვის ჩაწერა.

როგორც გაზეთი “ნიუ იორკ პოსტი” წერს, 50 წლის ჯორდანმა შექმნილ სიტუაციას “სამართლებლივი სისტემის უსირცხვოდ გამოყენება” უწოდა. კალათბურთელის ადვოკატმა ჯონ მეიუმ უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელის გაუქმების თაობაზე, რომელშიც მისის სმიტი ლეგენდარული სპორტსენისგან მამობის დასადგენი ტესტის გავლას ითხოვს.

“დოკუმენტების
თანახმად, 16 წლის მოზარდის მამის პიროვნება მრავალი წლის წინ არის დადგენილი, - ამბობს ჯორდანის წარმომადგენელი. - ჩემი კლიენტი თავისი რეპუტაციის დაცვას აპირებს. სამწუხაროა, რომ პოპულარული პიროვნებები ასეთი სარჩელების მსხვერპლნი ხდებიან”
.

სარჩელში, რომელიც პამელა სმიტმა გასულ კვირას სასამართლოში შეიტანა, მოთხოვნილია ჯორდანის მხრიდან ალიმენტების გადახდა, აგრეთვე სამედიცინო ხარჯების დაფარვა. ასევე სარჩელში სმიტი ითხოვს, რომ მაიკლმა თავისი გვარი მისცეს ბიჭს.

საგულისხმოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქალი ითხოვს მაიკლ ჯორდანისგან მამობის აღიარებას. 2006 წელს, ვინმე კარლა კნაფელმა ანალოგიური სარჩელი შეიტანა, მაგრამ გენეტიკურმა ექსპერტიზამ უარყო მისი სიტყვები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მაიკლ ჯორდანი ბავშვებს უგებს




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული