წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად "ბოსტონმა" ძალების მინიმალური დახარჯვით სცადა გამარჯვების მოპოვება და ამის გამო დაისაჯა კიდეც. "კლივლენდი" ძალიან მონდომებული იყო - გუნდი ყველანაირად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ლებრონის გარეშეც შეუძლია გამარჯვება. თანაც "კავალერებს" არც გულშემატკივარმა შეაქცია ზურგი და ადგილობრივი არენა ბოლომდე იყო
მო უილიამსის გარეშე მოთამაშე "კლივლენდმა" ჰიქსონისა და დებიუტანტ სეშენსის დახმარებით მთელი პირველი ტაიმი თანაბრად იბრძოლა. მხოლოდ მესამე მეოთხედში იძალეს რივერსის შეგირდებმა და ასე თუ ისე კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საბოლოო წარმატებისთვის. მატჩის ბოლოს მასპინძლებმა ისევ იპოვნეს საკუთარი თამაში და ბოლო წუთებზე მაინც გამოსტაცეს გამარჯვება ფავორიტს. გადამწყვეტი აღმოჩნდა 89:86-ზე პოლ პირსის ტყორცნის შემდეგ ანდერსონ ვარეჟაოს მოხსნა. ტაბლოზე 24 წამი რჩებოდა და მატჩის მოგებამდე მიყვანა უკვე ტექნიკის საქმე იყო.
ამასობაში "მაიამიმ" და ლებრონმა პირველ გამარჯვებას მიაღწიეს. "ფილადელფიასთან" გასვლითი მატჩი ფლორიდელებმა ისევე დაიწყეს, როგორც "ბოსტონთან" გახსნის შეხვედრა. "ჰიტის" მოთამაშეთა შეუთამაშებლობამ შეცდომების მთელი კასკადი გამოიწვია. მარტო პირველ მეოთხედში ჯეიმსმა ხუთჯერ დაკარგა ბურთი, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ზაფხულში ერიკ სპოელსტრას ცუდ მუშაობას.
ფლორიდელთა საბედნიეროდ, "სიქსერზში" არ არიან ისეთი დონის მოთამაშეები, რომლებიც "მაიამის" ამ შეცდომების გამო დასჯიდნენ. "ჰიტის" მდგომარეობა მას შემდეგ გამოსწორდა, როცა თავის თავზე აიღო თამაში ჯეიმს ჯონსმა (და არა "დიდი ტრიოს" რომელიმე წარმომადგენელმა). მისმა ოთხმა სამქულიანმა სტუმრების გაქცევას ჩაუყარა საფუძველი, რომლებიც იმ მომენტისთვის უკვე დამაჯერებლად გრძნობდნენ თავს.
საინტერესო იყო "ნიუ ჯერსისა" და "დეტროიტის" შეხვედრა. საინტერესო იმ მხრივ, რომ ნამდვილად ღირდა რამდენიმე კალათბურთელზე დაკვირვება. ასე მაგალითად, 13 წუთში ქულა ვერ დააგროვა "პისტონზის" ვეტერანმა ახალწვეულმა ტრეისი მაკგრეიდიმ. მართალია, ამ ეტაპზე ის ნაკლებ ინიციატივას იჩენს, მაგრამ პარტნიორებისთვის დახმარება და შეტევის სწორი მიმართულებით წარმართვა კარგად გამოუვიდა. თავი გამოიჩინა დრაფტის მესამე ნომერმა დერიკ ფეივორსმა. "ნეტსის" ახალწვეული სათადარიგოთა სკამიდან ჩაება თამაშში და 20 წუთში 9 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
თავად შეხვედრას მეტად დამაინტრიგებელი დასასრული ჰქონდა. საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე "დეტროიტის" უპირატესობა 7 ქულას შეადგენდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თამაშის მოსაგებად. ჯორდან ფარმარის სამქულიანმა და დევინ ჰარისის გარღვევამ 30 წამით ადრე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. "პისტონზის" მორიგი იერიშის მოგერიების შემდეგ მასპინძლებმა თამაშის მოგების შანსი მიიღეს, მაგრამ ზედიზედ მეორე გარღვევისას ჰარისის წაქცევამ "ნეტსს" თითქოს ყველაფერი დააკარგვინა. თუმცა მცველმა დაცემისას ორიენტირება მოასწრო და ჰაერში მიაწოდა პასი ენტონი მოროუს, რომელმაც გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო.
ცენტრალური მატჩი კი ოკლაჰომაში გაიმართა, სადაც ადგილობრივი "თანდერი" "ჩიკაგოს" შეხვდა. პირველი ტაიმი დერიკ როუზის ბრწყინვალე თამაშით იყო აღსანიშნავი. როგორც ჩანს, "ბულზის" ლიდერი კარგ ფორმაში იმყოფება. "ოკლაჰომას" მცველები კარგა ხანი ვერაფერს უხერხებდნენ როუზის გარღვევებს. თავის მხრივ, "თანდერი" კევინ დურანტისა და რასელ უესტბრუკის ფენომენალური შეტევებით პასუხობდა.
მეორე ნახევარში "ჩიკაგო" კომბინაციურ თამაშს ცდილობდა, სადაც მთავარი მოქმედი პირი ცენტრი ჟოაკიმ ნოა გახდა. ფრანგი არამარტო სამწამიანიდან აგდებდა ბურთს, არამედ ორივე ფარქვეშ დომინირებდა. სკოტ ბრუქსი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და დროულად შეიტანა თამაშში კორექტივები, უპირველეს ყოვლისა კი დაცვა გააძლიერა. ამ მხრივ წარმატებული მონაკვეთი ჰქონდა ტაბო სეფოლოშას. შვეიცარიელი ფენომენალურმა დაცვამ შეაჩერა როუზი და კომპანია და მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჩაუმწარა ტომ ტიბოდოს.
დღის გმირად კი, რა თქმა უნდა, მონტა ელისი უნდა მივიჩნიოთ. "გოლდენ სტეიტის" სნაიპერმა 46 ქულა დააგროვა (თამაშიდან - 18/24, სამქულიანი - 1/2, საჯარიმო - 9/12). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქტიურები იყვნენ სტივენ კარი და დევიდ ლი, რომლებმაც ორმაგი დუბლები მიითვალეს და ჯამში 42 ქულა, 17 მოხსნა და 17 პასი დააგროვეს, ელისის შედეგი მართლაც ფენომენალურია.
გუშინდელ სათამაშო დღეს რამდენიმე დებიუტანტის თამაში იწვევდა ინტერესს. როგორც იქნა პირველი მატჩი ჩაატარა NBA-ში 2009 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ბლეიკ გრიფინმა ("კლიპერსის" ფორვარდმა შარშანდელი სეზონი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა). ვარაუდისამებრ, "პორტლენდის" წინააღმდეგ გრიფინი სასტარტოში გამოჩნდა და მოედანზე 39 წუთი გაატარა. 20 ქულას მან 14 მოხსნა დაუმატა, მაგრამ კალიფორნიელებმა ბოლო მეოთხედი ჩააგდეს და 88:98 წააგეს.
დემარკუს კაზინსიც სასტარტში იყო და "საკრამენტოს" "მინესოტას" ძლევაში დაეხმარა. 20 წლის ცენტრმა 27 წუთში 14 ქულა, 8 ქულა და 5 პასი მიითვალა.
სათადარიგოების როლი ერგო ევან ტერნერსა და უესლი ჯონსონს. მიუხედავად იმისა, რომ ტერნერს "მაიამის" სახით ურთულესი მეტოქე ჰყავდა, მან საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა მოაგროვა: 16 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი. ჯონსონმა თავის მხრივ, "კინგზთან" მატჩში 13 ქულა მოიპოვა.
კლივლენდი-ბოსტონი 95:87
21:23, 25:24, 22:26, 27:14
კ: ჰიქსონი (21+6 მოხსნა), გიბსონი (16+8 პასი), სეშენსი (14), პარკერი (10+6 პასი), მუნი (10+5 მოხსნა), ჰოლინზი (10).
ბ: რონდო (18+9 პასი), დევისი (14+5 მოხსნა), პირსი (13), ალენი (12), გარნეტი (9+15 მოხსნა).
ნიუ ჯერსი-დეტროიტი 101:98
20:20, 19:27, 31:20, 31:31
ნ-ჯ: ლოპესი (25+9 მოხსნა), ჰარისი (22+9 პასი), მოროუ (13), უილიამსი (10+6 მოხსნა), ფარმარი (10).
დ: სტაკი (14+7 პასი), პრინსი (14), ვილანუევა (14), ჰემილტონი (13), გორდონი (12), მაქსიელი (11+6 მოხსნა), ბინუმი (10), უოლასი (6+10 მოხსნა).
ფილადელფია-მაიამი 87:97
15:18, 26:31, 13:31, 33:17
ფ: ტერნერი (16+7 მოხსნა), უილიამსი (15+7 პასი), იანგი (15), ბრენდი (12+9 მოხსნა), ნოჩიონი (10+5 მოხსნა).
მ: უეიდი (30+7 მოხსნა), ჯონსი (20), ჯეიმსი (16+7 პასი+6 მოხსნა+9 შეცდომა), ბოში (15+7 მოხსნა).
ტორონტო-ნიუ იორკი 93:98
22:29, 25:22, 25:23, 21:24
ტ: ბარნიანი (22+6 მოხსნა), ჯეკი (16+6 პასი), კლეიზა (13+5 მოხსნა), ბარბოზა (13).
ნ-ი: ჩენდლერი (22+8 მოხსნა), სტაუდმაიერი (19+10 მოხსნა+9 შეცდომა), ფელტონი (15+6 მოხსნა+6 პასი), გალინარი (12+6 მოხსნა), ფილდსი (11), დუგლასი (10).
მემფისი-ატლანტა 104:119
22:30, 28:32, 25:29, 29:28
მ: კონლი (23+8 პასი+5 მოხსნა), გეი (21+10 მოხსნა), არტური (19), იანგი (17+5 მოხსნა).
ა: ჯონსონი (22+7 პასი), ბიბი (19), ფაჩულია (17+11 მოხსნა), უილიამსი (15+7 მოხსნა), კროუფორდი (13), სმიტი (11+6 მოხსნა+5 დაფარება).
მინესოტა-საკრამენტო 116:117
23:27, 35:26, 25:34, 33:30
მ: რიდნური (20+6 პასი+5 მოხსნა), ბიზლი (17+7 მოხსნა), ტელფეირი (15+6 პასი), ტოლივერი (14+7 მოხსნა+4 დაფარება), ჯონსონი (13), ლავი (11+10 მოხსნა).
ს: ლენდრი (22+11 მოხსნა), გარსია (22), უდრიხი (18+6 პასი), კაზინსი (14+8 მოხსნა+5 პასი), ჰედი (14), კასპი (10).
ნ. ორლეანი-მილუოკი 95:91
29:30, 18:17, 31:25, 17:19
ნ-ო: უესტი (22+7 მოხსნა), ბელინელი (18+6 მოხსნა), პოლი (17+16 პასი), არიზა (11+5 მოხსნა).
მ: დელფინო (19+5 მოხსნა), მაგეტი (16+7 მოხსნა), ბოგუტი (15+15 მოხსნა), ჯენინგსი (15+10 პასი), გუდენი (15+11 მოხსნა).
ოკლაჰომა-ჩიკაგო 106:95
30:25, 29:29, 23:28, 24:13
ო: დურანტი (30+7 მოხსნა), უესტბრუკი (28+10 მოხსნა+6 პასი), გრინი (21), მეინორი (10).
ჩ: როუზი (28+6 პასი), ნოა (18+19 მოხსნა), გიბსონი (16+11 მოხსნა), დენგი (13).
დალასი-შარლოტი 101:86
25:21, 24:24, 31:22, 21:19
დ: ნოვიცკი (28+13 მოხსნა), ტერი (22+6 პასი), ბატლერი (13), კიდი (12+18 პასი).
შ: ტომასი (22+6 მოხსნა), უოლასი (16+9 მოხსნა), ჯექსონი (14), დიაო (12), მოჰამედი (10).
სან ანტონიო-ინდიანა 122:109
37:31, 29:34, 26:24, 30:20
ს-ა: დანკანი (23+12 მოხსნა+4 დაფარება), ჯინობილი (22), ჯეფერსონი (16), ჰილი (16), ანდერსონი (10).
ი: ჰიბერტი (28+9 მოხსნა), გრეინჯერი (26), კოლისონი (19+7 პასი), მაკრობერტსი (11+6 მოხსნა).
დენვერი-იუტა 110:88
29:20, 31:20, 26:25, 24:23
დ: ენტონი (23+7 მოხსნა), აფლალო (22), ბილაპსი (14+8 პასი), ნენე (13), ჰარინგტონი (10+7 მოხსნა), ლუოსონი (10), უილიამსი (8+16 მოხსნა).
ი: უილიამსი (16+7 პასი), მილსეპი (15+8 მოხსნა), ბელი (12), ევანსი (11).
გ. სტეიტი-ჰიუსტონი 132:128
34:31, 33:37, 37:28, 28:32
გ-ს: ელისი (46), კარი (25+12 პასი), ლი (17+15 მოხსნა+6 პასი), რაიტი (15).
ჰ: სკოლა (36+16 მოხსნა), მარტინი (28), ჰეისი (16+8 მოხსნა+6 პასი), ბრუქსი (13+7 პასი), ლი (11).
კლიპერსი-პორტლენდი 88:98
23:31, 26:23, 22:16, 17:28
კ: გორდონი (22), გრიფინი (20+14 მოხსნა), ბატლერი (16), კამანი (8+11 მოხსნა).
პ: როი (22+10 მოხსნა), ოლდრიჯი (19+10 მოხსნა), ბატუმი (15+6 მოხსნა), მილერი (14+7 პასი), კემბი (11+14 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"