ამ სპეციალისტთან კონტრაქტი 30 ივნისს იწურება.
როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რათა გაეზარდა გამთამაშებელ კრის პოლის შენარჩუნების შანსები. ეს კალათბურთელი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება.
ლატარია "კლივლენდმა" მოიგო
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაიმართა 2013 წლის დრაფტის ლატარია, რომლის მიხედვითაც, პირველ ნომრად არჩევის უფლება "კლივლენდმა" მიიღო, მეორე ნომერი ერგო "ორლანდოს", მესამე - "ვაშინგტონს".
ლატარიის წინ გუნდების შანსები პირველი ნომრის არჩევის უფლებაზე შემდეგნაირად ნაწილდებოდა: 25 პროცენტი "ორლანდოს", 19.9 - "შარლოტს", 15.6 - "კლივლენდს", 11.9 - "ფინიქსს", 8.8 - "ნიუ ორლეანს"...
ლატარიის შედეგად, მეოთხე ნომრის არჩევა "შარლოტს" ერგო. ასევე პირველ 15 გუნდში არიან: "ფინიქსი", "ნიუ ორლეანი", "საკრამენტო", "დეტროიტი", "მინესოტა", "პორტლენდი", "ფილადელფია", "ოკლაჰომა "("ტორონტოსგან"),"დალასი" და "იუტა".
NBA-ს დრაფტი 27 ივნისს, ნიუ იორკის Barclays Center-ში გაიმართება. ვარაუდობენ, რომ 2013 წელს დრაფტის პირველი ნომერი გახდება "კენტუკის" ცენტრი ნერლენს ნოელი, "კანზასის" მცველი ბენ მაკლემორი, "ჯორჯთაუნის" ფორვარდი ოტო პორტერი ან "მიჩიგანის" მცველი ტრეი ბერკი.
ბოლოს "კლივლენდს" დრაფტზე პირველი ნომრის არჩევის უფლება 2011 წელს ჰქონდა და მაშინ გუნდს ერგო მცველი კაირი ირვინგი, რომელიც 2011-12 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კობი ბრაიანტმა წასვლა უარყო