შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, პირველი ნომრის არჩევის უფლება "კლივლენდ კავალიერზს" ეკუთვნოდა, სულ კი ასეთი რამ, ისტორიაში მეხუთედ ხდებოდა. წინა წლებში, "კავალერებმა" არჩევანი შეაჩერეს ოსტინ კარზე (1971), ბრედ დოჰერტიზე (1986), ლებრონ ჯეიმსსა (2003) და კაირი ირვინგზე (2011). ამჯერად, "კლივლენდმა" ნევადას შტატის უნივერსიტეტის ფორვარდი ენტონი ბენეტი აირჩია, რომელიც უკვე შევიდა ისტორიაში იმით, რომ პირველი კანადელია, ვინც დრაფტზე პირველ ნომრად აიყვანეს.
"კავალიერზის"არჩევანი სრული მოულოდნელობა გახდა ყველასთვის, რადგან დრაფტისწინა მიმოხილვებსა თუ
მეორე ნომერი გახდა 192 სანტიმეტრი სიმაღლის მცველი ინდიანადან ვიქტორ ოლადიპო. მასზე არჩევანი "ორლანდომ" შეაჩერა. ტანმორჩილი სიმაღლის მიუხედავად, ოლადიპო განვლილი სეზონში 6.3 მოხსნას იღებდა, რასაც ემატება 13.6 ქულა და 2.1 შედეგიანი პასი. სხვათა შორის, ოლადიპო მეორე კალათბურთელია ინდინას შტატიდან, ვისაც დრაფტის ასეთი მაღალი ნომერი ერგო. პირველი იყო ლეგენდარული აიზია ტომასი (1981 წელი, მე-2 ნომერი).
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ფორვარდი ოტო პორტერი გახდა დრაფტის მესამე ნომერი და შესაბამისად, "ვაშინგტონ უიზარდში" წავიდა. პორტერი შარშან, სტუდენტურ ლიგაში აღმოსავლეთის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი საშუალო სტატისტიკა 16.2 ქულასა და 6.8 მოხსნას შეადგენდა.
საკმაოდ გვიან, მეხუთე და მეექვსე ნომრებად აირჩიეს დრაფტის ფავორიტები - უკრაინელი ცენტრი ალექსეი ლენი (216 სმ) მერილენდის უნივერსიტეტიდან და კენტაკის ცენტრი ნერლენს ნოელი (210 სმ). ლენი მეხუთე ნომრად "ფინიქსმა" აიყვანა, ნოელს კი დრაფტის მეექვსე ნომერი ერგო და ის "ნიუ ორლეანში" წავიდა. თუმცა აქ დიდხანს არ დარჩენილა. ცოტა ხანში, "ფილადელფიამ" ტრეიდით აიყვანა ნოელი და მის სანაცვლოდ "ნიუ ორლეანს" ჯრიუ ჰოლიდეი დაუთმო.
I რაუნდი
1. ენტონი ბენეტი (ფ) - კლივლენდი
2. ვიქტორ ოლადიპო (მ) - ორლანდო
3. ოტო პორტერი (ფ) - ვაშინგტონი
4. კოდი ზელერი (ც) - შარლოტი
5. ალექს ლენი (ც) - ფინიქსი
6. ნერლენს ნოელი (ც) - ნიუ ორლეანი
7. ბენ მაკლემორი (მ) - საკრამენტო
8. კენტავიუს კოლდუელ-პოუპი (მ) - დეტროიტი
9. ტრეი ბურკი (მ) - მინესოტა
10. სი ჯეი მაკალუმი (მ) - პორტლენდი
11. მაიკლ კარტერ-უილიამსი (მ) - ფილადელფია
12. სტივენადამსი (ც) - ოკლაჰომა
13. კელი ოლინიკი (ც) - დალასი
14. შაბაზ მუჰამედი (ფ) - იუტა
15. იანის ანტეტოკუნბო (ფ) - მილუოკი
16. ლუკაშ ნოგეირა (ც) - ბოსტონი
17. დენის შრიოდერი (მ) - ატლანტა
18. გეინ ლარკინი (მ) - ატლანტა
19. სერგეი კარასიოვი (ფ) - კლივლენდი
20. ტონი სნელი (მ) - ჩიკაგო
21. გორგი დიენგი (ც) - იუტა
22. მეისონ პლუმლი (ც) - ბრუკლინი
23. სოლომონ ჰილი (ფ) - ინდიანა
24. ტიმ ჰარდუეი (მ) - ნიუ იორკი
25. რეჯი ბალოკი (ფ) - კლიპერსი
26. ანდრე რობერსონი (ფ) - მინესოტა
27. რუდი გობერტი (ც) - დენვერი
28. ლივიო ჟან-შარლი (ფ) - სან ანტონიო
29. არჩი გუდვინი (მ) - ოკლაჰომა
30. ნემანია ნედოვიჩი (მ) - ფინიქსი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელია "ბრუკლინ ნეთსიდან" "ბოსტონ სელტიქსში" გადადის