გამარჯვების მომტანი ქულა ბოლო წამებზე - "ბრუკლინ ნეტსმა" '"მაიამი ჰიტი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბრუნკლინ ნეტსი" "მაიამი ჰიტს" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 102:101 დაამარცხა.

"მაიამი" შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე 1 ქულით იგებდა, თუმცა კაირი ირვინგის შორეული სამქულიანი სროლის შემდეგ ფარიდან ასხლეტილი ბურთი როის ონილმა მოხსნა და საკუთარ გუნდს გამარჯვების მომტანი ქულა თავად მოუტანა.

"ბრუკლინიდან" კაირი ირვინგმა 29 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეასრულა. გამთამაშებელმა კალათში 15-დან 6 სამქულიანი მოათავსა.

"ჰიტის" რიგებიდან ჯიმი ბატლერი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა
შესძინა.

ამრიგად, "ნეტსი" 27 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. ჟაკ ვონის გუნდი მომდევნო მატჩს 13 იანვარს "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს.

"მაიამი ჰიტი" 21 გამარჯვებითა და 20 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. ფლორიდელები 11 იანვარს "ოკლაჰომას" დაუპირისპირდებიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული