ცაიტნოტში მყოფმა მაიამიმ ვეტერანი დაიმატა

AutoSharing Option

"მაიამი ჰიტის" პრობლემების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება და ფლორიდული კლუბის სირთულეებს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი დაემატა - გუნდს კარგა ხნით გამოაკლდა მძიმე ფორვარდი უდონის ჰასლემი, რომელსაც უახლოეს დღეებში ოპერაცია ელის. შესაბამისად, სამხრეთელებს სასწრაფოდ უნდა მოენახათ თავიანთი საუკეთესო მომხსნელის დუბლიორი. ცაიტნოტში მყოფმა გენერალურმა მენეჯერმა პატ რაილიმ შეძლო ამის გაკეთება: კონტრაქტი გააფორმა ვეტერან ცენტრთან ერიკ დამპიესთან. საინტერესოა, რომ ოთხი წლის წინ, 2006 წლის პლეი ოფის ფინალში დამპიეს "დალასმა" ჰასლემის "მაიამისთან" წააგო.

ერთი ვეტერანის გასაფორმებლად "ჰიტის" ხელმძღვანელობამ მეორე გაანაწყენა. ჯერი სტეკჰაუსმა მხოლოდ

შვიდი მატჩის გამართვა მოასწრო ფლორიდელთა რიგებში (ჯამში 50 წუთი ითამაშა) და ნამდვილად არ სურდა კარიერის ასე დასრულება, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია და მას კარისკენ მიუთითეს.

"სამწუხაროდ, თავის გამოჩენის საშუალება არ მომცეს, მაგრამ ასე ხშირად ხდება ხოლმე. კლუბის ხელმძღვანელობა თავის საქმეს აკეთებს და მათ გამო სულაც არ ვარ განაწყენებული. მინდა მადლობა გადავუხადო პატ რაილის, რომელმაც NBA-ში დაბრუნების საშუალება მომცა", - განაცხადა სტეკჰაუსმა.

* * *
გუშინ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრს ენდრიუ ბინუმს მორიგი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ტრავმირებულ ფეხზე ნორმიდან სერიოზული გადახვევა არ დააფიქსირა.

კალათბურთელი, რომელმაც ამ ზაფხულს მუხლის ტრავმა მიიღო, ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაიწყებს. როგორც პრესას გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა აცნობა, "ლეიკერსი" 10 დეკემბერს, "ჩიკაგოსთან" მატჩში ელის ძირითადი ცენტრის დაბრუნებას.

* * *
ამასობაში, რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩები გაიმართა და მორიგი სპექტაკლი გვაჩუქა გერმანელმა დირკ ნოვიცკიმ, რომელიც დღის გმირად აღიარეს. "დალასის" გერმანელმა ლეგიონერმა თავის აქტივში 42 ქულა (გუნდის საერთო მონაგარის თითქმის ნახევარი) ჩაიწერა. მან თამაშიდან 23-ჯერ ესროლა და 12 ჩააგდო, მათ შორის სამიდან სამი სამქულიანი, 16 საჯარიმოდან 13 გამოიყენა, 12 მოხსნა და 2 დაფარება დაუმატა და 40 წუთში მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა.

სწორედ ნოვიცკი იყო "დეტროიტთან საშინაო მატჩში სასტარტო გაქცევის ინიციატორი - 16:2, მოგვიანებით კი ჯეისონ ტერისა და კერონ ბატლერის დახმარებით გამოაცოცხლა გუნდი იმ ჩავარდნის შემდეგ, რომლის წყალობითაც სტუმრები მესამე მეოთხედის შუაში 60:48 გავიდნენ წინ. მაგრამ თავისი ნამდვილი შესაძლებლობები ნოვიცკიმ შეხვედრის ბოლოს გამოავლინა, როცა 427 წამის განმავლობაში 15 ქულა დააგროვა და "დეტროიტს" როდნი სტაკისა და ტაიშონ პრინსის მონდომების მიუხედავად შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანის საშუალება არ მისცა.


ინდიანა-კლივლენდი 100:89
24:16, 38:21, 21:19, 17:33
ი: გრეინჯერი (24+5 მოხსნა), კოლისონი (18+7 პასი+6 მოხსნა), რაში (16), დანლივი (10+6 მოხსნა).
კ: სეშენსი (15+6 მოხსნა+5 პასი), გიბსონი (15), გრემი (11), ჰიქსონი (9+10 მოხსნა).

ნიუ ჯერსი-ატლანტა 107:101 (ო)
31:21, 20:22, 19:24, 23:26, 14:8
ნ-ჯ: ლოპესი (32+9 მოხსნა), ჰარისი (27+9 პასი), მოროუ (13), ჰემფრიზი (12+14 მოხსნა).
ა: კროუფორდი (21+5 მოხსნა), სმიტი (20+7 მოხსნა), ჯონსონი (16+8 პასი+6 მოხსნა), ჰორფორდი (14+10 მოხსნა+5 პასი).

ვაშინგტონი-ფილადელფია 116:114 (ო)
20:30, 18:22, 35:25, 33:29, 10:8
ვ: უოლი (25+6 პასი), მაკგი (24+18 მოხსნა+4 დაფარება), იანგი (19), ბლეტჩი (17+12 მოხსნა), არენასი (17+7 პასი).
ფ: იგუოდალა (23+11 მოხსნა+8 პასი), ბრენდი (19+7 მოხსნა), სპეიტსი (16+9 მოხსნა), იანგი (15), ტერნერი (11), ნოჩიონი (11), ჰოლიდეი (10+7 პასი+5 მოხსნა).

ნიუ იორკი-შარლოტი 110:107
32:26, 28:23, 29:26, 21:32
ნ-ი: დაგლასი (22), სტაუდმაიერი (17+7 მოხსნა), ფელტონი (16+9 პასი), გალინარი (15+6 მოხსნა), ფილდსი (14+7 მოხსნა), ტურიაფი (12).
შ: ოგუსტინი (24+7 პასი+4 ჩაჭრა), უოლასი (20+8 მოხსნა), ჯექსონი (18+6 მოხსნა), დიაო (12+5 მოხსნა), ბრაუნი (12), ლივინგსტონი (11+5 მოხსნა).

დალასი-დეტროიტი 88:84
24:17, 14:25, 18:19, 32:23
დალ: ნოვიცკი (42+12 მოხსნა), ტერი (16), ბატლერი (11+8 მოხსნა).
დეტ: პრინსი (19+5 მოხსნა), სტაკი (19+5 მოხსნა), მაქსიელი (10+7 მოხსნა), გორდონი (10).

ლეიკერსი-ჩიკაგო 98:89
26:26, 25:23, 23:24, 24:18
ლ: ოდომი (21+8 მოხსნა), ბრაუნი (21), ბრაიანტი (20+5 პასი), გასოლი (12+11 მოხსნა), ბარნსი (10+5 მოხსნა).
ჩ: როუზი (30+8 პასი+5 მოხსნა), ნოა (19+13 მოხსნა), გიბსონი (16+12 მოხსნა), დენგი (13).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული