სამწვრთნელო ამბები

AutoSharing Option

"დენვერ ნაგეტსის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები დაიწყო მთავარ მწვრთნელ ჯორჯ კარლთან მომავალი სეზონისთვის კარიერის გაგრძელების თაობაზე - წერს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.
59 წლის კარლის მოქმედი კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს იწურება. მწვრთნელმა, რომელიც 2003 წლიდან უდგას სათავეში "დენვერს", 2008-09 წლების სეზონში გუნდი დასავლეთი კონფერენციის ფინალში გაიყვანა.
კლუბის გეგმებს, შესაძლოა, ხელი შეუშალოს კარლის ჯანმრთელობის მდგომარეობამ. სულ ცოტა ხნის წინ ჯორჯმა ყელის კიბო დაამარცხა და კვლავაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

* * *

"მაიამი ჰიტის" არადამაჯერებელი თამაშის გამო სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ამ

გუნდის მწვრთნელის ერიკ სპოელსტრას სავარაუდო წასვლის შესახებ. ასევე ხშირად მის შემცვლელად "ბოსტონ სელტიქსის" დამრიგებელ დოკ რივერსს ასახელებენ. თუმცა ეს სპეციალისტი ფლორიდაში გადასვლასთან დაკავშირებით ყველანაირ ჭორს უარყოფს.
"ამაზე არ ვფიქრობ. ახლა "ბოსტონში" ვარ და იმაზე ვზრუნავ, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე აქ", - განაცხადა რივერსმა.
დოკს ჰკითხეს, რატომ ვერ აჩვენებს სრულად თავის შესაძლებლობებს "მაიამის" "დიდი ტრიო" - ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი და კრის ბოში: "ამ შემთხვევაში შეიძლება ოლიმპიადასთან ანალოგის გავლება - მცირე დრო გაქვთ, მოთამაშეებს შეთამაშება აკლიათ, მაგრამ შედეგის მიღწევა აუცილებელია.

ვარსკვლავებს დრო სჭირდებათ. ჩვეულებრივი მოთამაშეები აკეთებენ იმას, რასაც დაავალებ. მაგრამ ვარსკვლავებიც ხანდახან მათ უნდა დაემსგავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში დისბალანსს მივიღებთ, რადგან არც ერთი მათგანი არაფერზე არ აგებს პასუხს", - ამბობს "ბოსტონის" მთავარი მწვრთნელი.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული