ფინიქსი ვეტერანების იმედად დარჩა

AutoSharing Option

საშობაო მატჩის წაგების შემდეგ, "ჩიკაგო ბულზმა" კინაღამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში წაიფორთხილა. "დეტროიტთან" გასვლით მატჩში სროლა არ წაუვიდათ "ხარების" სნაიპერებს და გუნდმა საერთო ჯამში, თამაშიდან ტყორცნების მხოლოდ 39.6 პროცენტი გამოიყენა.

თავისზე სუსტ მეტოქესთან მარცხი "ჩიკაგოს" გეგმაში არ შედიოდა და მან ფარქვეშ კარგი თამაშით მაინც მიაღწია საწადელს. სტუმრებს 55 მოხსნა (19 შეტევაში) ჰქონდათ "დეტროიტის" 39 მოხსნის წინააღმდეგ.

ყველა სირთულის მიუხედავად, "ჩიკაგო" ვალდებული იყო ძირითად დროში მოეგო ეს მატჩი. ბოლო მეოთხედის წინ "ბულზი" 68:57-ს იგებდა, მაგრამ ამის შემდეგ სტუმრების შეტევა საბოლოოდ მოიშალა, ამასთან,

ახალგაზრდობა გაიხსენა ტრეისი მაკგრეიდიმ და "დეტროიტს" შესანიშნავი "ქამბექი" გამოუვიდა. თუმცა დერიკ როუზის აქტივობით ჩიკაგოელებმა დაიბრუნეს საწყისი უპირატესობა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო 4 წუთში "ჩიკაგომ" თამაშიდან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო. "დეტროიტის" ბოლო შეტევის წინ "ხარები" ორი ქულით იყვნენ წინ და როცა ყველაზე მეტად საჭირო იყო, სწორედ ამ დროს წააგეს ფარი - მასპინძლებმა სამჯერ ააცილეს ბურთი კალათს და სამივეჯერ მოხსნეს, რის შემდეგაც ვილანუევამ ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით ხუთ წუთში კი საუკეთესო იყო კარლოს ბუზერი, რომელმაც შეხვედრა 31 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. ოვერტაიმში მან ორი ბურთი ჩააგდო და ერთხელ რონი ბრიუერს ჩააგდებინა, ასევე მნიშვნელოვანი იყო 38 წლის კურტ ტომასის ორქულიანი. დაცვამაც კარგად ითამაშა, როცა 93:92-ზე "დეტროიტის" შეტევისას სტაკი შეაჩერა. ამას მოჰყვა კორვერის ორი ზუსტი საჯარიმო და ვილანუევას საკუთარი ნახევრიდან ნასროლი სამქულიანი - მეორედ ამ კალაბურთელმა მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო.

უჭირს "ფინიქს სანზს", რომელმაც ორ დღეში ორი თამაში წააგო. მის რიგებში ჯერაც არ გამოჩენილა "ორლანდოდან" შეძენილი ვინს კარტერი. "კლიპერსთან" პირველი მეოთხედის შემდეგ "სანზი" 15 ქულას აგებდა, მეორე მეოთხედის მსვლელობისას კი ეს უპირატესობა 18 ქულამდე გაიზარდა - 51:33. მაგრამ სათამაშო დღის ყველაზე საინტერესო შეხვედრა სწორედ ეს იყო, რადგან სტივ ნეში და გრანტ ჰილი დანებებას არ აპირებდნენ და მიკაელ პიეტრუსის დახმარებით ხანგრძლივი სპურტი წამოიწყეს. ბოლო შესვენებისთვის სხვაობა მინმალური იყო, სულ მალე კი ანგარიში გათანაბრდა - 85:85.

მაგრამ "ფინიქსმა" მეტის გაკეთება ვერ შეძლო. "კლიპერსი" დროულად მოეგო გონს და ინიციატივა დაიბრუნა. ბლეიკ გრიფინმა მოულოდნელად იოლად ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, ბაირონ დევისმა სამქულიანი გამოიყენა და კალიფორნიელებმა ახალი ძალით შეუტიეს. თუმცა მატჩის მშვიდად დასრულება მაინც ვერ მოახერხეს. სირენამდე 2 წუთით ადრე 10 ქულით წინ გასვლის შემდეგ მასპინძლებმა გადაწყვიტეს, რომ საქმე გაკეთებული იყო და მოდუნდნენ, რითაც კინაღამ ხელმეორედ გაფლანგეს კომფორტული უპირატესობა. მიუხედავად ამისა, ბოლოს "კლიპერსმა" მნიშვნელოვანი საჯარიმოები ჩააგდო და რთული გამარჯვება მოიპოვა.


კლიპერსი-ფინიქსი 108:103
33:18, 28:31, 18:29, 29:25
კ: გრიფინი (28+12 მოხსნა), გორდონი (24), დევისი (15+9 პასი), ფოიე (10).
ფ: პიეტრუსი (25), ნეში (21+15 პასი), ჰილი (19+7 მოხსნა), ფრაი (12+6 მოხსნა), გორტატი (11+5 მოხსნა).

კლივლენდი-მინესოტა 97:98
28:17, 21:34, 24:19, 24:28
კ: ჯეიმისონი (24+6 მოხსნა), პარკერი (21+7 მოხსნა+7 პასი), უილიამსი (17+5 მოხსნა+11 პასი), ჰიქსონი (11+5 მოხსნა), ვარეჟაო (6+12 მოხსნა).
მ: ბიზლი (28+6 მოხსნა), რიდნური (23+5 მოხსნა+6 პასი), ლავი (16+18 მოხსნა), ფლინი (11).

დეტროიტი-ჩიკაგო 92:95 (ო)
15:23, 19:17, 23:28, 28:17, 7:10
დ: პრინსი (17+6 პასი), სტაკი (16+5 მოხსნა), მაკგრეიდი (15), ჰემილტონი (15), ვილანუევა (12+10 მოხსნა).
ჩ: ბუზერი (31+11 მოხსნა), როუზი (23+12 მოხსნა+8 პასი), დენგი (10+6 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ატლანტა 93:86
25:27, 21:28, 28:16, 19:15
ნ-ო: პოლი (22+8 პასი), უესტი (18), ოკაფორი (14+15 მოხსნა), არიზა (12+10 მოხსნა), ჯეკი (10).
ა: ჯონსონი (23+5 მოხსნა), უილიამსი (18+5 მოხსნა), სმიტი (10+12 მოხსნა), კროუფორდი (10).

ინდიანა-მემფისი 90:104
20:32, 26:19, 18:26, 26:27
ი: გრეინჯერი (29+5 მოხსნა), ჰიბერტი (14+10 მოხსნა), დანლივი (10+8 მოხსნა).
მ: გეი (30+8 მოხსნა+5 პასი+5 ჩაჭრა), რენდოლფი (18+16 მოხსნა), გასოლი (17+8 მოხსნა+7 პასი), მაიო (17+6 მოხსნა), კონლი (4+6 მოხსნა+10 პასი).

სან ანტონიო-ვაშინგტონი 94:80
27:23, 21:19, 33:23, 13:15
ს-ა: ჯინობილი (21), პარკერი (20+6 მოხსნა+14 პასი), ჰილი (11).
ვ: ლუისი (21+12 მოხსნა), ჰაინრიხი (15+7 პასი), ჰოვარდი (11+6 მოხსნა), ტორნტონი (11), იანგი (10), არმსტრონგი (6+13 მოხსნა).

დენვერი-ფილადელფია 89:95
25:13, 21:30, 25:23, 18:29
დ: ბილაპსი (24), აფლალო (14), ლოუსონი (14), ნენე (13+9 მოხსნა), სმიტი (9+11 მოხსნა), ანდერსენი (3+11 მოხსნა).
ფ: ჰოლიდეი (22), იანგი (20+7 მოხსნა), მიქსი (17), ბრენდი (13+17 მოხსნა+3 დაფარება).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული