ჯორდანმა მწვრთნელი იპოვნა

AutoSharing Option
ლარი ბრაუნის განთავისუფლების შემდეგ "შარლოტი ბობკეტსის" მეპატრონე მაიკლ ჯორდანი კვლავაც ახალი მწვრთნელის ძიებაშია. მართალია, ხელმძღვანელობამ გუნდი პოლ სილასს ჩააბარა, მაგრამ ცხადია, რომ ის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელია და ახალ სეზონში კლუბში უფრო გამოცდილი მწვრთნელი გამოჩნდება.

სწორედ ამიტომაც ჯორდანის მზერა ნეიტ მაკმილანისკენ არის მიპყრობილი, რომელიც ამჟამად "პორტლენდს" ავარჯიშებს, თუმცა მის კონტრაქტს ამ სეზონის შემდეგ ეწურება ვადა.

ჯერჯერობით მომავალ გარიგებაზე დაწვრილებით ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ ეს ყველაზე რეალური ვარიანტია, რადგან "ბობკეტსის" პრეზიდენტი ფრედ ვიტფილდიც მაკმილანის კანდიდატურას ემხრობა.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული