პოპოვიჩს 19 წელი დასჭირდა ამ ზღვრის მისაღწევად. უფრო სწრაფად 1000 მოგებას ფილ ჯექსონმა და პეტ რაილიმ მიაღწიეს. გარდა ამისა, პოპოვიჩი მეორე მწვრთნელია ისტორიაში, ვინც ათასივე მოგებას ერთ გუნდთან მიაღწია. მანამდე ეს ჯერი სლოუნმა შეძლო "იუტა ჯაზთან" ერთად.
მაგრამ გუშინ იუბილე შეიძლებოდა არც შემდგარიყო. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ "ინდიანამ" 16
და ამის შემდეგ მასპინძლებმა თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდეს, "სპურსი" კი 9:0 გაიქცა და ანგარიში გაათანაბრა - 91:91. სათამაშო რჩებოდა კიდევ ორი წუთი. ამ დროში გუნდებმა თითო შეტევა გაცვალეს და თითქოს ყველაფერი ოვერტაიმისკენ მიდიოდა, მაგრამ სირენამდე 2.1 წამით ადრე მარკო ბელინელიმ ჩააგდო და საკუთარი მწვრთნელის იუბილეც სწორედ მან უზრუნველყო.
"არ ვარ მიჩვეული ხმაურიან ზეიმებს. მით უმეტეს, რომ ამ მიღწევაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ: დიდი ხანია ლიგაში ვარ და ყოველთვის კარგი მოთამაშეები იყვნენ ჩემს განკარგულებაში", - არაფრად ჩააგდო საკუთარი მიღწევა პოპოვიჩმა.
* * *
გუშინდელი დღის ცენტრალურ შეხვედრაში "დალასი" "კლიპერსს" მასპინძლობდა. მატჩის წინ გამოცხადდა, რომ კალიფორნიული კლუბის ტრავმირებულ ფორვარდს, ბლეიკ გრიფინს ორი კვირის გამოტოვება მოუწევს. წინა შეხვედრებში გამოჩნდა, რომ ვარსკვლავური ფორვარდის გარეშე "კლიპერსს" უჭირს, თუმცა გუშინ მისი არყოფნის კომპენსაცია კრის პოლმა მოახდინა.
მაგრამ შემადგენლობის მხრივ, მდგომარეობა მალე გათანაბრდა, რადგან მეოთხე წუთისთვის მოულოდნელი დაზიანებების გამო გასახდელში გაემართნენ ტაისონ ჩენდლერი და მონტა ელისი. "დალასი" ამ კალათბურთელების გარეშე თავდაპირველად თანაბრად ეთამაშებოდა მეტოქეს. არადა, "მავერიქსს" რაჟონ რონდოც აკლდა.
მაგრამ მასპინძელმა ბოლომდე ვერ გაძლო. მეორე მეოთხედში "კლიპერსმა" მოიპოვა სათამაშო უპირატესობა, რასაც ფარქვეშ დეანდრე ჯორდანის (გუნდური 53 მოხსნიდან 27 მას ეკუთვნოდა) ბატონობა და კრის პოლის კომბინაციები (11 შედეგიანი პასი) უწყობდა ხელს. ლოსანჯელესელები 20 ქულით დაწინაურდნენ და "დალასს" გმირული სპურტი დასჭირდა იმისთვის, რათა სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირებულიყო, მაგრამ ამის შემდეგ ჯორდანმა შეტევაში ზედიზედ დაიწყო ბურთის მოხსნა და ისევ მოუტანა თავის გუნდს ორნიშნა უპირატესობა.
კალიფორნიელებმა შეწყვიტეს ოთხმატჩიანი წაგებათა სერია - ყველაზე გრძელი ბოლო ორწელიწადნახევარში.
ინდიანა-სან ანტონიო 93:95
28:30, 17:17, 34:18, 14:30
ი: სტაკი (18), მაილზი (13), სკოლა (11), უესტი (10+18 მოხსნა+7 პასი), ჰიბერტი (10+8 მოხსნა), ჰილი (10).
ს-ა: პაკერი (19+6 პასი), დანკანი (15+8 მოხსნა+5 დაფარება), ბელინელი (12), ლეონარდი (10+6 მოხსნა), გრინი (8+12 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ფილადელფია-გ. სტეიტი 84:89
24:20, 20:26, 17:21, 23:22
ფ: კოვინგტონი (21+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), მბა ა მუტე (13+9 მოხსნა), ნოელი (11+7 მოხსნა), ფრეიზერი (10+7 პასი+6 მოხსნა), სემპსონი (10+6 მოხსნა).
გ-ს: კარი (20+6 პასი+3 ჩაჭრა), ბარბოზა (16+6 მოხსნა), იგუოდალა (13+4 ჩაჭრა), ტომპსონი (13), სპეიტსი (10).
ვაშინგტონი-ორლანდო 96:80
24:16, 19:19, 31:19, 22:26
ვ: ბატლერი (15), გორტატი (14+14 მოხსნა), ნენე (14), გუდენი (10), უოლი (9+10 მოხსნა+10 პასი).
ო: ფურნიე (18), ვუჩევიჩი (14+8 მოხსნა), ოლადიპო (13+5 პასი), პეიტონი (11+5 პასი+6 ჩაჭრა).
მაიამი-ნიუ იორკი 109:95
23:32, 29:24, 25:18, 32:21
მ: ბოში (32+6 პასი), ჩელმერსი (18+6 პასი+3 ჩაჭრა), დენგი (12+7 მოხსნა), კოული (12+8 პასი), ანდერსენი (10+3 დაფარება).
ნ-ი: ენტონი (26), სტაუდმაიერი (14+7 მოხსნა), ჰელოუეი (10+9 მოხსნა).
მინესოტა-ატლანტა 105:117
30:32, 23:25, 19:29, 33:31
მ: მარტინი (21), მუჰამადი (18+8 მოხსნა), უიგინსი (15+6 მოხსნა), პეკოვიჩი (14+8 მოხსნა), იანგი (11+7 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), დიენგი (6+12 მოხსნა+5 დაფარება).
ა: ჰორფორდი (28+8 მოხსნა), კეროლი (26+3 ჩაჭრა), მილსეპი (19+9 მოხსნა+7 პასი), ტიგი (12+7 პასი+3 ჩაჭრა), კორვერი (12).
ნიუ ორლეანი-იუტა 96:100
25:27, 27:15, 15:29, 29:29
ნ-ო: გორდონი (31), ევანსი (18+10 პასი+7 მოხსნა), ბებიტი (15+6 მოხსნა).
ი: ჰეივორდი (32+8 პასი+7 მოხსნა), ფეივორსი (18+7 მოხსნა), კანტერი (14+11 მოხსნა), ნოვაკი (12).
დალასი-კლიპერსი 98:115
31:32, 22:34, 27:28, 18:21
დ: ვილანუევა (26), ნოვიცკი (18+7 მოხსნა), პარსონსი (16+12 მოხსნა), ბარეა (15+7 პასი).
კ: პოლი (25+13 პასი+6 მოხსნა), ჯორდანი (22+27 მოხსნა+3 დაფარება), კროუფორდი (22), რედიკი (15), ბარნსი (12+7 მოხსნა).
დენვერი-ოკლაჰომა 114:124
18:38, 41:35, 33:33, 22:18
დ: ჩენდლერი (23), ფარიდი (22+10 მოხსნა), ლოუსონი (22+9 პასი), ნურკიჩი (16+14 მოხსნა).
ო: დურანტი (40), უესტბრუკი (26+9 პასი), მაკგერი (17+10 მოხსნა), რობერსონი (12).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"