Sportall.ge-ს Facebook-პარტნიორი "Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე" წარმოგიდგენთ კიდევ ერთ საინტერესო ვლოგს NBA-ს ისტორიიდან.
აღნიშნულ მონაკვეთში განხილულია "სან ანტონიოსა" და "მაიამის" შორის გამართული 2013/14 წლების სეზონის სუპერფინალური სერიის ის მხარე, რომელზეც არავინ საუბრობს. საქმე ეხება იმას, რომ გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილები "მაიამის" ლიდერ ლებრონ ჯეიმსს "აკრძალული ხერხით" აჩერებდნენ.
გახსოვთ პოპოვიჩის აგრესიული განცხადება, როცა ზაზა ფაჩულიასთან ორთაბრძოლისას ტრავმა კავაი ლეონარდმა მიიღო. მაშინ "პოპი" ქართველი ცენტრის მიმართ დაუნდობელი იყო და მას "ბინძურ "კალათბურთელად მოიხსენიებდა.
ახლა კი შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ თამაშობდნენ მის მიერ
გაწვრთნილი მოთამაშეები ლებრონის წინააღმდეგ...