ჯორჯ კარლმა "მეფეები" ჩაიბარა

AutoSharing Option
გუშინ, ოფიციალურად გამოცხადდა იმის შესახებ, რომ "საკრამენტო კინგზმა" მთავარ მწვრთნელად ჯორჯ კარლი დანიშნა, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ექვს საუკეთესო მწვრთნელს შორისაა მოგებების რაოდენობით.

სპეციალისტმა მაიკლ მელოუნის ადგილი დაიკავა, რომელიც დეკემბრის შუაში გაანთავისუფლეს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. ამის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასისტენტი ტაი კორბინი ასრულებდა.

კარლი "საკრამენტოს" ისტორიაში 27-ე მწვრთნელია. მას კარიერაში 1131 გამარჯვება აქვს 1887 მატჩში, რაც მეექვსე შედეგია ისტორიაში.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ისევ მომეცა NBA-ში მწვრთნელად მუშაობის საშუალება. ამისთვის "საკრამენტოს" მადლობას ვუხდი. მოუთმენლად ველოდები ამ გამოწვევას -
დავუბრუნო კლუბს ძველი დიდება, - განაცხადა ჯორჯ კარლმა. - "კინგზს" ჩემი კარიერის მნიშვნელოვან მომენტებში ვუპირისპირებოდი და ყოველთვის გაოცებული ვიყავი მისი ენერგიით".

25-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კარლი სათავეში ედგა ხუთ გუნდს: "კლივლენდს" (1984-86), "გოლდენ სტეიტს" (1986-88), "სიეტლს" (1991-98), "მილუოკის" (1998-2003) და "დენვერს" (2004-13). "ნაგეტსში" მუშაობისას, კარლი 2012-13 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული