NBA: MVP სტივენ კარია

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2014-15 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა "გოლდენ სტეიტ უორიორზის" გამთამაშებელი სტივენ კარი.

გამოკითხვის შედეგად, რომელშიც აშშ-ისა და კანადის 129 ჟურნალისტი მონაწილეობდა, კარიმ 1198 ქულა დააგროვა. მას ასმა გამოკითხულმა მიანიჭა პირველი ადგილი. მეორე ადგილზე გავიდა "ჰიუსტონის" მცველი ჯეიმს ჰარდენი, 936 ქულით; მესამეზე - "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი - 552 ქულა.

რეგულარულ ჩემპიონატში კარი დაეხმარა "გოლდენ სტეიტს" საკლუბო რეკორდის დამყარებაში - 67 მოგება 82 მატჩში. 27 წლის გამთამაშებელი საშუალოდ მატჩში 23.8 ქულას (მეექვსე შედეგი ლიგაში),
7.7 შედეგიან გადაცემას (მეექვსე ლიგაში), 4.3 მოხსნასა და 2.04 ჩაჭრას (მეოთხე ლიგაში) აგროვებდა.

რეგულარულში კარიმ 286 სამქულიანი გამოიყენა და 14 ტყორცნით გააუმჯობესა ლიგის რეკორდი, რომელიც თავად ჰქონდა დამყარებული 2012-13 წლების სეზონში.

გამოკითხვის შედეგები
სტივენ კარი (გ. სტეიტი) 1 198
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) 936
ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) 552
რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა) 352
ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი) 203
კრის პოლი (კლიპერსი) 124
ლამარკუს ოლდრიჯი (პორტლენდი) 6
მარკ გასოლი (მემფისი) 3
ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი) 3
ტიმ დანკანი (სან ანტონიო) 1
კავაი ლეონარდი (სან ანტონიო) 1
კლეი ტომპსონი (გ. სტეიტი) 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული