12:02 26-11-2016
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე გატარებულ 20:41 წუთში კი 2 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება და 4 პასი მიითვალა. ზაზა 3-ჯერ დაჯარიმდა, კალათისკენ კი 5-ჯერ სტყორცნა და მხოლოდ ერთხელ ჩააგდო.
"უორიორზში" ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები კვლავაც კევინ დურანტი და სტივენ კარი იყვნენ. პირველმა 29 ქულა მიითვალა, მეორემ კი - 24.
შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტმა" ორიოდე დღის წინაც მოუგო "ლეიკერსს". მაშინ ფაჩულიას გუნდმა საკუთარ მოედანზე უფრო დიდი სხვაობით - 149:106 გაიმარჯვა.
მთლიანობაში, ოკლენდურმა გუნდმა უკვე ზედიზედ მე-10 შეხვედრა მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა, რადგან სტუმრად დეტროიტში "პისტონსთან" ანგარიშით 97:108 წააგო "ლოს ანჯელეს კლიპერსმა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


