გრიფინის 47 და როუზის პირველი

AutoSharing Option

გუშინდელი სათამაშო დღე რეგულარულ ჩემპიონატში ძალიან დატვირთული იყო, პროგრამას კი ნიუიორკული დაპირისპირება ხსნიდა, რომელშიც ადგილობრივი "ნიქსი" "ფინიქსს" მასპინძლობდა. ეს გუნდები არც ისე დიდი ხნის წინ არიზონაში შეხვდნენ ერთმანეთს და "ნიუ იორკმა" დიდი ანგარიშით დაამარცხა "მზეები", მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

"სანზმა" პირველივე წუთებიდან შეუტია, მით უმეტეს, რომ მასპინძლების დაცვა იმ დღეს საშინლად გამოიყურებოდა. სწორედ ამის წყალობით "ფინიქსმა" სტარტზე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მასპინძლებმა სიტუაციის გათანაბრება ჯერ კიდევ დიდ შესვენებამდე მოასწრეს, ამარე სტაუდმაიერის ბრწყინვალე თამაშის წყალობით კი ცოტა ხანი წინ გასვლაც

შეძლეს. მაგრამ მეორე ტაიმში ელვინ ჯენტრის შეგირდებმა კიდევ ერთი გაქცევა მოაწყვეს და უპირატესობა საფინალო სირენამდე ხელიდან აღარ გაუშვეს. "სანზის" გამარჯვება ვინს კარტერისა და სტივ ნეშის შესანიშნავმა მოქმედებამ განაპირობა. კარტერის მიღწევა ცალკე აღნიშვნის ღირსია - "ეირ კანადამ" კარიერაში 20 ათას ქულას მოუყარა თავი, გარდა ამისა, თითქმის ერთწლიანი (!) პაუზის შემდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა.

 

ცენტრალური მატჩი მასაჩუსეტსში გაიმართა, სადაც ურთიერთობას არკვევდნენ ძველი მეტოქეები - "ბოსტონი" და "ორლანდო". მატჩმა გაამართლა მაყურებლის მოლოდინი. თითქმის მთელი თამაში ქულა ქულაში მიდიოდა და ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა გაქცევას. სტუმართა რიგებში მთავარი მოქმედი პირი დუაიტ ჰოვარდი აღმოჩნდა. ამ გუნდებს შორის საშობაო შეხვედრაში ნაჩვენები წარუმატებელი თამაშის შემდეგ "სუპერმენმა" ამჯერად წალეკა "ბოსტონის" წინა ხაზი და 33 ქულით დაასრულა მატჩი.

"სელტიქსმა" გუნდური კალათბურთით სცადა ფონს გასვლა, თუმცა მის რიგებში ერთი კალათბურთელი მაინც გამორჩეული იყო - ვეტერანმა რეი ალენმა 26 ქულა დააგროვა.

 

მატჩის ბედი კი პოლ პირსმა და ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა კევინ გარნეტმა გადაწყვიტეს. ჯერ თანაბარი ანგარიშისას პირსმა ჩააგდო ორქულიანი ჯარიმასთან ერთად, მეტოქის საპასუხო შეტევაში კი გარნეტმა უმნიშვნელოვანესი ჩაჭრა გააკეთა.

გუშინ "ლეიკერსმაც" მოიგო. თანაქალაქელ "კლიპერსთან" შერცხვენის შემდეგ ჩემპიონმა "ოკლაჰომასთან" რთულ შეხვედრაში დაამტკიცა თავისი კლასი. რასელ უესტბრუკმა და კევინ დურანტმა ისევ იყოჩაღეს, მაგრამ მათი მონდომება მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. პრინციპში ეს შეუძლებელიც იყო, რადგან "ოკლაჰომამ" მთელი მატჩის განმავლობაში 20 შეცდომა დაუშვა და მხოლოდ ორი სამქულიანი ჩააგდო.

სტუმრებს მესამე მეოთხედში "ლეიკერსის" 11:0 გაქცევა გამოეპარათ, რითაც კალიფორნიელებმა მცირე ჰანდიკაპი მიიღეს, რომელიც საფინალო სირენამდე შეინარჩუნეს.

 

როგორც ჩანს, "კლიპერსისგან" მიღებულ გაკვეთილს უსარგებლოდ არ ჩაუვლია. ჩემპიონს წინ აქვს შეხვედრები "დალასთან" და "დენვერთან", რითაც დასრულდება ურთულესი სერია - 15 მატჩი 25 დღეში.

 

დღის გმირი გახდა "კლიპერსის" ახალბედა ბლეიკ გრიფინი. "ინდიანასთან" მატჩში მისი სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: 47 ქულა (თამაშიდან - 19/24, საჯარიმო - 9/11), 14 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და ერთი დაფარება. 21 წლის ფორვარდმა შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (თანაც მიმდინარე სეზონში ამდენი ქულა არც ერთ კალათბურთელს არ ჩაუგდია) და 27-ე ორმაგი დუბლი შეასრულა. გრიფინი ალენ აივერსონის შემდეგ პირველი ახალბედა გახდა, ვინც სეზონში ორჯერ მოახერხა ერთ მატჩში 40 ქულის დაგროვება. და მხოლოდ მაიკლ ჯორდანმა და რიკ ბერიმ მოახერხეს 21 წლის ასაკში ერთ შეხვედრაში მინიმუმ 47 ქულისა და 14 მოხსნის მოპოვება.

 

ასევე კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტი ჰქონდა "ჩიკაგო ბულზის" ლიდერ დერიკ როუზს. მან "მემფისის" წინააღმდეგ სამმაგი დუბლი შეასრულა, რაც პირველად მოხდა მისი NBA-ში თამაშის პერიოდში. როუზის ანგარიშზე 22 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა მოდის.


"ჩიკაგომ" ბოლო დროს კარგი ტემპი აკრიფა, მაგრამ ამ მატჩში სულაც მიიჩნეოდა ფავორიტად, რადგან გუნდის ძირითად მეოთხე "ნომერს" კარლოს ბუზერს ფეხის ტრავმა აწუხებდა. იმის გათვალისწინებით, რომ "ბულზის" მთავარი მომხსნელი ჟოაკიმ ნოა დიდი ხანია ტრავმირებულია, ბუზერის არყოფნა "ჩიკაგოსთვის" კატასტროფული უნდა ყოფილიყო. მაგრამ რეალურად ყველაფერი გაცილებით მარტივი აღმოჩნდა. მასპინძლების "მაღლებმა" ჩააგდეს თამაში (პირველ რიგში ეს ეხება რუდი გეისა და ზაკ რენდოლფს, რომლებმაც თამაშიდან 30-ჯერ ისროლეს და მხოლოდ რვაჯერ ზუსტად). გარდა ამისა, ვერ შეაჩერეს როუზი და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც.

ნიუ იორკი-ფინიქსი 121:129
30:39, 34:22, 27:36, 30:32
ნ-ი: სტაუდმაიერი (41+6 მოხსნა), ჩენდლერი (23+5 მოხსნა), გალინარი (17), ფილდსი (11+9 მოხსნა), ფელტონი (7+13 პასი).
ფ: კარტერი (29+12 მოხსნა), ჰილი (25+6 მოხსნა), ფრაი (18), ნეში (15+11 პასი+8 მოხსნა), ლოპესი (12).


ვაშინგტონი-იუტა 108:101
21:18, 21:21, 36:29, 30:33
ვ: იანგი (25), ბლეტჩი (21+11 მოხსნა), უოლი (19+15 პასი+5 მოხსნა), ლუისი (13+8 მოხსნა), იანლიანი (10), მაკგი (7+11 მოხსნა).
ი: უილიამსი (28+11 მოხსნა), ჯეფერსონი (25+10 მოხსნა), მილსეპი (11+6 მოხსნა).


მემფისი-ჩიკაგო 84:96
17:26, 25:27, 18:26, 24:17
მ: რენდოლფი (21+13 მოხსნა), მაიო (15), გასოლი (12).
ჩ: დენგი (28+5 მოხსნა), როუზი (22+12 პასი+10 მოხსნა), კორვერი (22), გიბსონი (10+7 მოხსნა).

 

ფილადელფია-შარლოტი 96:92 (ო)
22:23, 18:16, 25:20, 21:27, 10:6
ფ: უილიამსი (23), იგუოდალა (16+10 მოხსნა+6 პასი), ბრენდი (13+13 მოხსნა+5 დაფარება), ჰოლიდეი (10+6 პასი), სპეიტსი (10+6 მოხსნა).
შ: დიაო (25+11 მოხსნა+11 პასი), ბრაუნი (15+16 მოხსნა), ჯექსონი (15+7 მოხსნა), უოლასი (11+6 მოხსნა).

 

ნიუ ორლეანი-ტორონტო 85:81
20:16, 17:28, 25:21, 23:16
ნ-ო: უესტი (23+10 მოხსნა), ოკაფორი (17+16 მოხსნა), ჯეკი (17), პოლი (6+11 პასი).
ტ: დეროზანი (23), ჯონსონი (17+8 მოხსნა), დევისი (11+12 მოხსნა), რაიტი (11+6 მოხსნა), ბარნიანი (11).

 

ჰიუსტონი-მილუოკი 93:84
18:15, 21:24, 35:27, 19:18
ჰ: მარტინი (36), სკოლა (19+14 მოხსნა), ჰილი (10+10 მოხსნა).

მ: მაგეტი (25), გუდენი (14+11 მოხსნა), დულინგი (12), ბოგუტი (10+10 მოხსნა).

 

დეტროიტი-დალასი 103:89
21:18, 20:19, 34:25, 28:27
დეტ: სტაკი (20+6 პასი), პრინსი (19+5 მოხსნა+5 პასი), მონრო (16+9 მოხსნა), ვილანუევა (15), გორდონი (11).
დალ: ნოვიცკი (32+5 მოხსნა+5 პასი), ტერი (18).

 

კლიპერსი-ინდიანა 114:107
26:31, 29:27, 26:22, 33:27
კ: გრიფინი (47+14 მოხსნა), გორდონი (23+7 პასი), დევისი (14+12 პასი).
ი: გრეინჯერი (32+5 პასი), კოლისონი (30+8 პასი), რაში (10+7 მოხსნა), პოუსი (10).

 

ატლანტა-საკრამენტო 100:98
27:32, 26:30, 20:20, 27:16
ა: ჯონსონი (36+6 პასი+5 მოხსნა), ჰორფორდი (23+9 მოხსნა+6 პასი+7 დაფარება), სმიტი (19+10 მოხსნა), ბიბი (11).
ს: კაზინსი (20+8 მოხსნა), უდრიხი (17), ტომპსონი (16+8 მოხსნა), ევანსი (16+5 მოხსნა).

 

გ. სტეიტი-ნიუ ჯერსი 109:100
28:28, 26:18, 25:27, 30:27
გ-ს: ელისი (26+9 პასი+5 მოხსნა), ლი (24+10 მოხსნა), კარი (13+6 პასი), უილიამსი (12), რაიტი (10).
ნ-ჯ: ლოპესი (20+7 მოხსნა), ჰარისი (19+8 პასი), ვუიაჩიჩი (16), ჰემფრიზი (11+10 მოხსნა).

 

ბოსტონი-ორლანდო 109:106
27:22, 28:32, 26:27, 28:25
ბ: ალენი (26+5 მოხსნა), გარნეტი (19+8 მოხსნა), დევისი (15), პირსი (14+5 მოხსნა), ო'ნილი (12), რონდო (10+13 პასი).
ო: ჰოვარდი (33+13 მოხსნა), ანდერსონი (16+8 მოხსნა), რიჩარდსონი (14), ბასი (13), თურქოგლუ (11+7 პასი).

 

პორტლენდი-მინესოტა 113:102
30:29, 20:17, 38:27, 25:29
პ: ოლდრიჯი (37+12 მოხსნა), მეტიუზი (23), მილერი (15+10 პასი), ფერნანდესი (13).
მ: ლავი (22+17 მოხსნა), მილიჩიჩი (22+8 მოხსნა), ბიზლი (12), ბრიუერი (10).

 

ლეიკერსი-ოკლაჰომა 101:94
28:28, 30:27, 23:20, 20:19
ლ: ბრაიანტი (21+7 პასი+5 მოხსნა), გასოლი (21+7 მოხსნა), ოდომი (16+7 მოხსნა), ფიშერი (15), ბინუმი (10+10 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (32+12 პასი+5 მოხსნა), დურანტი (24+8 მოხსნა), იბაკა (11+10 მოხსნა).

 

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ბოსტონი* 40 31 9 77.5
2. მაიამი* 42 30 12 71.4
3. ჩიკაგო* 41 28 13 68.3
4. ატლანტა 42 27 15 64.3
5. ორლანდო 41 26 15 63.4
6. ნიუ იორკი 40 22 18 55.0
7. ფილადელფია 40 17 23 42.5
8. ინდიანა 38 16 22 42.1
9. შარლოტი 39 15 24 38.5
10. მილუოკი 38 14 24 36.8
11. დეტროიტი 41 15 26 36.6
12. ტორონტო 41 13 28 31.7
13. ვაშინგტონი 39 12 27 30.8
14. ნიუ ჯერსი 41 10 31 24.4
15. კლივლენდი 40 8 32 20.0

 

დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო* 41 35 6 85.4
2. ლეიკერსი* 43 31 12 72.1
3. ოკლაჰომა* 41 27 14 65.9
4. იუტა 41 27 14 65.9
5. დალასი 40 26 14 65.0
6. ნიუ ორლეანი 42 26 16 61.9
7. დენვერი 40 23 17 57.5
8. პორტლენდი 42 22 20 52.4
9. მემფისი 41 19 22 46.3
10. ფინიქსი 39 18 21 46.2
11. ჰიუსტონი 42 19 23 45.2
12. გ. სტეიტი 39 17 23 42.5
13. კლიპერსი 40 15 25 37.5
14. მინესოტა 42 10 32 23.8
15. საკრამენტო 39 9 30 23.1

 

ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 28.5
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 26.0
მონტა ელისი (გ-სტ) 25.7
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 25.4
კობი ბრაიანტი (ლეი) 25.3
დუეინ უეიდი (მაი) 25.1
დერიკ როუზი (ჩიკ) 24.5
ერიკ გორდონი (კლიპ) 23.9
დირკ ნოვიცკი (დალ) 23.6
კარმელო ენტონი (დენ) 23.1

 

მოხსნა
კევინ ლავი (მინ) 15.7
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 13.3
ზაკ რენდოლფი (მემ) 13.1
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.7
მარკუს კემბი (პორ) 11.6
პაუ გასოლი (ლეი) 10.8
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 10.2
ელ ჰორფორდი (ატლ) 9.7
ლამარ ოდომი (ლეი) 9.6
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 9.5

 

პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 13.4
სტივ ნეში (ფინ) 10.9
კრის პოლი (ნ-ორლ) 9.6
დერონ უილიამსი (იუტ) 9.4
ჯონ უოლი (ვაშ) 9.1
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 8.9
ჯეისონ კიდი (დალ) 8.5
ხოსე კალდერონი (ტორ) 8.4
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.4
დერიკ როუზი (ჩიკ) 8.1

 

ჩაჭრა
კრის პოლი (ნ-ორლ) 2.7
მონტა ელისი (გ-სტ) 2.3
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორ) 1.9
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.9
კაილ ლოური (ჰიუ) 1.8
ჯეისონ კიდი (დალ) 1.8
რუდი გეი (მემ) 1.8
მანუ ჯინობილი (ს-ანტ) 1.8
ტაირეკ ევანსი (საკ) 1.8
კორი ბრიუერი (მინ) 1.8
მაიკ კონლი (მემ) 1.8

 

დაფარება
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.8
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.6
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.4
დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.4
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.2
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.1
პაუ გასოლი (ლეი) 2.0
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.0

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული