ნოამ დაბრუნება დაგეგმა

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" ცენტრი ჟოაკიმ ნოა მოედანზე დაბრუნებას 24 თებერვალს იმედოვნებს. ამ დღეს მისი გუნდი უშუალო კონკურენტ "მაიამი ჰიტს" შეხვდება.

ფრანგმა დეკემბრის შუაში ტრავმირებულ თითზე ოპერაცია გაიკეთა და დღემდე ვერ ეხმარება თავის გუნდს.

"აღდგენითი პროცესი ძალიან გრძელი და რთული იყო. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და სრული ძალით ვვარჯიშობ. თებერვლის ბოლოსთვის მზად ვიქნები და შევძლებ გუნდისთვის დახმარების გაწევას", - ამბობს ნოა.

ამ სეზონში ფრანგი ცენტრის საშუალო მაჩვენებლები 14 ქულას, 11.7 მოხსნასა და 2.7 შედეგიან გადაცემას ითვლის.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული