ნეტსმა კარმელოზე უარი თქვა

AutoSharing Option

გუშინ, "ნიუ ჯერსი ნეტსის" მფლობელმა, რუსმა მილიარდერმა მიხაილ პროხოროვმა სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ მისი კლუბი აღარ აპირებს "დენვერ ნაგეტსიდან" ფორვარდ კარმელო ენტონის გადაბირებას. შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ცნობა სამმხრივი გაცვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც "ნიუ ჯერსი" სასტარტო ხუთეულის სამ მოთამაშეს (დევინ ჰარისი, დერიკ ფეივორსი, სტივენ გრემი) და დრაფტის პირველი რაუნდის რამდენიმე არჩევანს თმობდა კარმელო ენტონის სანაცვლოდ. მაგრამ 26 წლის კალათბურთელის განცხადებებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ კარმელოს "ნიუ იორკში" გადასვლა უნდა და "ნიუ ჯერსისთან" მოლაპარაკებები არ აინტერესებს.

"უკმაყოფილო ვარ ბოლო დროს

განვითარებული მოვლენებით, - განაცხადა პროხოროვმა. - პროცესი დროში ძალიან გაიწელა. ის ყველას თვალწინ მიმდინარეობდა და დარწმუნებული ვარ, ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა ჩვენს კალათბურთელებზე. ვფიქრობ, სწორედ ასეთმა მდგომარეობამ წაგვაგებინა რამდენიმე მატჩი. კლუბის ხელმძღვანელობამ კარგი სამუშაო ჩაატარა, მაგრამ დადგა დრო, როცა რაღაცაზე ფასი უბრალოდ ძალიან გაიზარდა. ამიტომაც ვუბრძანე "ნეტსის" მენეჯერებს უარი ეთქვათ გარიგებაზე. ასე რომ, გაუქმდა დენვერში ჩვენს წარმომადგენლებსა და ენტონის შორის შეხვედრა, რომელიც დღეისთვის იყო დანიშნული".

შეიძლება იმის თქმა, რომ პროხოროვის გადაწყვეტილებით ყველა დაინტერესებული მხარე დაზარალდა. "ნიუ ჯერსიმ" მაინც ვერ მოახერხა სასურველი სუპერვარსკვლავის შეძენა. თავის მხრივ, "დენვერმა" შეიძლება გაიმეოროს "კლივლენდის" სავალალო მაგალითი, რომელმაც NBA-ის საუკეთესო ფორვარდი დაკარგა და სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო. ასეთ სარფიან წინადადებას, როგორსაც "ნეტსი" სთავაზობდა, "ნაგეტსს" აღარ ექნება. შეგახსენებთ, რომ კარმელოსთვის "ნიუ ჯერსი" თმობდა ახალგაზრდა და ნიჭიერ დერიკ ფეივორსს, დრაფტის რამდენიმე არჩევანსა და მილიონ დოლარს.

ერთადერთი, ვინც მოგებული დარჩა - "ნიუ იორკ ნიქსია". ამ გუნდს არასოდეს დაუმალავს კარმელოს გაფორმების სურვილი, მაგრამ ამის გაკეთების შანსი მხოლოდ 2011 წლის ზაფხულში ჰქონდა, როცა ენტონი თავისუფალი აგენტი გახდება. ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება.





.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული