გუშინ, რეგულარულ ჩემპიონატში ყველაზე მოულოდნელი შედეგი "ვაშინგტონისა" და "ბოსტონის" შეხვედრაში დაფიქსირდა. 16-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, დედაქალაქურმა კლუბმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და სეზონის ფავორიტი დაამარცხა.
გარნეტისა და მისი პარტნიორების შედეგიანობამ, თითქოს დიდ შესვენებამდე დაასამარა ამ მატჩში ინტრიგა - დღევანდელი "სელტიქსი" არ არის გუნდი, რომელიც აუთსაიდერს წაგებული მატჩის გადარჩენის საშუალებას მისცემს.
მიუხედავად ამისა, მასპინძლებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. თამაში თავის თავზე აიღეს ჯონ უოლმა და რაშარდ ლუისმა. განსაკურებით გაგვაოცა ლუისმა, რომელიც ჯერ კიდევ "ორლანდოში" გამოსვლისას "კელტების" წინააღმდეგ ყოველთვის სუსტად თამაშობდა.
მესამე მეოთხედში ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირების შემდეგ
არანაკლებ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა ვიხილეთ ოკლაჰომაში", სადაც ადგილობრივ "თანდერს" სტუმრად "ნიუ იორკი" ეწვია. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო და თავიდან უფრო კომფორტულად თავს "ნიუ იორკი" გრძნობდა. მართალია, თამაში არ წაუვიდა "ნიქსის" ძირითად გამთამაშებელ რეიმონდ ფელტონს, მაგრამ მისი წარუმატებლობის კომპენსირებას დანილო გალინარი ზუსტი თამაშით ახერხებდა. ასე რომ, მთელი მატჩის განმავლობაში, ფინალურ სირენამდე ნიუიორკელები მუდმივად წინ იყვნენ.
როგორც ყოველთვის, მდგომარეობის გამოსწორება რასელ უესტბრუკმა და კევინ დურანტმა ითავეს. თუმცა, ამ უკანასკნელს ბოლომდე კარგად არ გამოსდიოდა თამაში. ორმაგი დუბლისა და 30 ქულის მიუხედავად, "ოკლაჰომას" ვარსკვლავმა 25-დან მხოლოდ 10 ტყორცნა ჩააგდო. მაგრამ სწორედ მისი მეათე ტყორცნა აღმოჩნდა გადამწყვეტი ამ შეხვედრაში. 98:98-ზე ბოლო შეტევის უფლება მასპინძლებმა მიიღეს. ბუნებრივია, ბოლო ტყორცნა დურანტს მიანდეს, რომელმაც ცოტა ხანი ატარა ბურთი და უკანსკნელ წამზე გალინარის აქტიური მეურვეობის მიუხედავად, ფანტასტიკური სამქულიანი ჩააგდო.
მოულოდნელად ძალიან იოლად გაუსწორდა რეგულარული ჩემპიონატის ლიდერ "სან ანტონიოს" "ნიუ ორლეანი", რომელიც ბრწყინვალე ფორმაში შევიდა და გუშინ ზედიზედ მერვე გამარჯვება იზეიმა. ვინ იფიქრებდა, რომ თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში თამაში ცალ ფარში წარიმართებოდა. პირველ ორ მეოთხედში რთული იყო რომელიმე გუნდისთვის უპირატესობის მინიჭება, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. ტექსასელებმა უბრალოდ დაანებეს თამაშს თავი და ამის გამო მესამე მეოთხედში მეტოქის 21:0 გაქცევა მიიღეს. ასეთი დარტყმისგან გონს მოსვლა რთული საქმეა, მით უმეტეს, რომ "სპურსის" რიგებში თამაშში არც ერთ კალაბურთელს არ წაუვიდა სროლა და მხოლოდ ორმა მოთამაშემ - ტიაგო სპლიტერმა და ტონი პარკერმა გადალახეს 10-ქულიანი ზღვარი. გამარჯვებულთა რიგებში მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა დევიდ უესტისა და მარკუს ტორნტონის დუეტი. ასევე უნდა გამოვყოთ კრის პოლის კარგი თამაში.
ძალიან იოლად შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია "მაიამი ჰიტმა". თანაც ეს "დიდი ტრიოს" ორი წევრის - დუეინ უეიდისა და კრის ბოშის გარეშე გააკეთა. ამ კალათბურთელებმა უკვე რამდენიმე ვარჯიში გამოტოვეს. ბოშს ფეხის ტრავმა აწუხებს, უეიდი კი ავადმყოფობს და თან მუხლის ძველ ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს.
ამ დუეტის არყოფნაში ლებრონ ჯეიმსმა 38 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და სამმაგ დუბლამდე ოთხი პასი არ ეყო. "მეფეს" მხარში მილერი ამოუდგა, რომელმაც ასევე ორმაგი დუბლი გააკეთა. მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა ფლორიდელთა უპირატესობამ 26 ქულა შეადგინა.
21 იანვარი
ნიუ ჯერსი-დეტროიტი 89:74
21:18, 25:23, 21:19, 22:14
ნ-ჯ: ლოპესი (15), ჰარისი (12+9 პასი), ჰემფრიზი (11+12 მოხსნა), მოროუ (10).
დ: პრინსი (16), მაკგრეიდი (10+6 პასი), სტაკი (14), მონრო (5+10 მოხსნა).
ორლანდო-ტორონტო 112:72
26:18, 21:23, 26:16, 39:15
ო: ჰოვარდი (31+19 მოხსნა), ანდერსონი (21+10 მოხსნა), რედიკი (12), ბასი (10+9 მოხსნა).
ტ: დეროზანი (16), ბარნიანი (11), რაიტი (6+10 მოხსნა), ჯონსონი (11).
ატლანტა-ნიუ ორლეანი 59:100
17:19, 17:30, 11:21, 14:30
ა: კროუფორდი (14), სმიტი (13+8 მოხსნა).
ნ-ო: პოლი (16+8 პასი), ბელინელი (15), უესტი (15+8 მოხსნა), ტორნტონი (11+7 მოხსნა).
ბოსტონი-იუტა 110:86
30:19, 29:22, 26:22, 25:23
ბ: გარნეტი (21), პირსი (20), დევისი (15), ერდენი (14+7 მოხსნა), რონდო (4+12 პასი).
ი: უოტსონი (12), ჰეივორდი (11), კირილენკო (11+7 მოხსნა), მილსეპი (11).
კლივლენდი-მილუოკი 88:103
25:27, 16:26, 29:26, 18:23
კ: სეშენსი (22), ჯეიმისონი (22), გიბსონი (15+8 პასი).
მ: ბოგუტი (23+6 მოხსნა), მაგეტი (20), დულინგი (12+11 მოხსნა), მბა ა მუტე (6+9 მოხსნა).
ვაშინგტონი-ფინიქსი 91:109
33:22, 20:30, 18:31, 20:26
ვ: იანგი (25+8 მოხსნა), ლუისი (16+12 მოხსნა), ბლეტჩი (14+5 პასი), უოლი (11+14 პასი).
ფ: ფრაი (25+8 მოხსნა), ნეში (17+14 პასი), გორტატი (13+14 მოხსნა), ჰილი (12), დრაგიჩი (11+5 პასი).
მემფისი-ჰიუსტონი 115:110
32:37, 26:30, 29:21, 28:22
მ: რენდოლფი (29+19 მოხსნა), გეი (22+5 პასი), კონლი (17+5 პასი), მაიო (13).
ჰ: მარტინი (32), სკოლა (19), ბატიე (15+8 მოხსნა), ლოური (5+8 პასი).
სან ანტონიო-ნიუ იორკი 101:92
29:27, 32:23, 16:21, 24:21
ს-ა: პარკერი (21+13 პასი), დანკანი (21+16 მოხსნა+8 პასი), ბლეირი (18+13 მოხსნა), ჯინობილი (16+6 პასი).
ნ-ი: ფელტონი (23+7 პასი), სტაუდმაიერი (18+15 მოხსნა), ტურიაფი (10+10 მოხსნა), გალინარი (16).
დენვერი-ლეიკერსი 97:107
25:22, 27:27, 20:33, 25:25
დ: ენტონი (23+6 მოხსნა+5 პასი), აფლალო (22), ბილაპსი (16), ლოუსონი (15).
ლ: არტესტი (19), გასოლი (19+13 მოხსნა), ბინუმი (17), ბრაიანტი (18+6 მოხსნა+7 პასი), ოდომი (18+10 მოხსნა).
გ. სტეიტი-საკრამენტო 119:112 (ო)
27:28, 24:23, 31:23, 22:30, 15:8
გ-ს: კარი (34+4 ჩაჭრა), ელისი (28+9 პასი), ლი (22+10 მოხსნა), რაიტი (13+12 მოხსნა).
ს: ევანსი (35+5 პასი), კაზინსი (21+8 მოხსნა+5 პასი), ტომპსონი (12+12 მოხსნა), კასპი (14+9 მოხსნა).
22 იანვარი
ნიუ ჯერსი-დალასი 86:87
26:22, 19:26, 23:20, 18:19
ნ-ჯ: ლოპესი (24+6 მოხსნა), ჰარისი (15+11 პასი).
დ: ნოვიცკი (23+7 მოხსნა), ჩენდლერი (19+8 მოხსნა), ტერი (11), მერიონი (6+11 მოხსნა).
ვაშინგტონი-ბოსტონი 85:83
20:35, 26:21, 24:16, 15:11
ვ: ლუისი (18+11 მოხსნა), მაკგი (16+6 მოხსნა), უოლი (16+6 მოხსნა), ბლეტჩი (11).
ბ: გარნეტი (17), ალენი (16), რონდო (13+9 პასი), პირსი (12+8 მოხსნა), ერდენი (6+11 მოხსნა).
შარლოტი-ატლანტა 87:103
29:24, 20:20, 18:32, 20:27
შ: ოგუსტინი (20+7 პასი), დიაო (12+7 მოხსნა), მუჰამედი (10+7 მოხსნა), ჯექსონი (10).
ა: ჯონსონი (32+5 პასი), სმიტი (16+7 მოხსნა), ბიბი (14+8 მოხსნა), კროუფორდი (14).
დეტროიტი-ფინიქსი 75:74
21:17, 15:21, 11:23, 28:13
დ: პრინსი (17+13 მოხსნა+5 პასი), ბინუმი (12), სტაკი (11), დეი (11).
ფ: ნეში (14+8 პასი), დადლი (13), გორტატი (11+13 მოხსნა).
მაიამი-ტორონტო 120:103
32:17, 34:23, 26:37, 28:26
მ: ჯეიმსი (38+11 მოხსნა+6 პასი), მილერი (32+10 მოხსნა), ჯონსი (15), ჰაუსი (13), ჩელმერსი (10+9 პასი).
ტ: დეროზანი (30), ბარნიანი (28), კალდერონი (14+13 პასი), ჯონსონი (14+6 მოხსნა), დევისი (6+10 მოხსნა).
ფილადელფია-იუტა 96:85
26:22, 21:19, 23:22, 26:22
ფ: იგუოდალა (22+5 პასი), უილიამსი (20), ბრენდი (19+8 მოხსნა), ჰაუსი (8+11 მოხსნა).
ი: უილიამსი (20+14 პასი+6 მოხსნა), ჯეფერსონი (19+13 მოხსნა), მილსეპი (18+12 მოხსნა), კირილენკო (12).
ნიუ ორლეანი-სან ანტონიო 96:72
13:12, 28:26, 31:10, 24:24
ნ-ო: უესტი (18+10 მოხსნა), ტორნტონი (18), არიზა (15+8 მოხსნა), პოლი (11+6 პასი+6 მოხსნა), ოკაფორი (9+12 მოხსნა+5 დაფარება).
ს-ა: სპლიტერი (11+6 მოხსნა), პარკერი (10).
ჩიკაგო-კლივლენდი 92:79
22:17, 26:21, 24:24, 20:17
ჩ: როუზი (24+8 პასი), დენგი (20+12 მოხსნა), ბუზერი (20+10 მოხსნა), კორვერი (11).
კ: ჯეიმისონი (31+11 მოხსნა+5 პასი), ჰიქსონი (13+20 მოხსნა), გიბსონი (10+5 პასი).
ოკლაჰომა-ნიუ იორკი 101:98
31:30, 22:30, 22:17, 26:21
ო: დურანტი (30+12 მოხსნა), უესტბრუკი (28+5 პასი), კრსტიჩი (12+6 მოხსნა), იბაკა (11+15 მოხსნა).
ნ-ი: გალინარი (23), სტაუდმაიერი (18+12 მოხსნა), უოკერი (12), ფილდსი (11), ფელტონი (10+7 პასი), დაგლასი (10+6 მოხსნა).
ჰიუსტონი-ორლანდო 104:118
26:34, 25:34, 25:32, 28:18
ჰ: ბადინგერი (19), მარტინი (18), სკოლა (15+9 მოხსნა), ლი (13), ლაური (12), ჰეისი (10+7 მოხსნა).
ო: ჰოვარდი (22+14 მოხსნა), თურქოგლუ (21+5 პასი), ბასი (18+7 მოხსნა), რიჩარდსონი (18), რედიკი (13), ანდერსონი (12+6 მოხსნა), ნელსონი (10+9 პასი).
მილუოკი-მემფისი 81:94
19:21, 21:22, 19:29, 22:22
მილ: ბოიკინსი (23), ბოგუტი (14+9 მოხსნა), მაგეტი (12+8 მოხსნა+5 პასი), სანდერსი (12+6 მოხსნა).
მემ: გასოლი (24+16 მოხსნა), რენდოლფი (16+11 მოხსნა), არტური (14), გეი (11+7 მოხსნა), მაიო (11).
პორტლენდი-ინდიანა 97:92
19:28, 27:25, 21:17, 30:22
პ: ოლდრიჯი (25+12 მოხსნა), ბატუმი (23+6 მოხსნა), მეტიუზი (19+9 პასი), ფერნანდესი (11+8 პასი+6 მოხსნა), კანინგემი (10).
ი: გრეინჯერი (24), კოლისონი (14+7 პასი), დანლივი (14), ჰიბერტი (11+10 მოხსნა).
კლიპერსი-გ. სტეიტი 113:109
34:22, 31:34, 21:26, 27:27
კ: გრიფინი (30+18 მოხსნა+8 პასი), გორდონი (23), გომესი (15+8 მოხსნა), ფოიე (10).
გ-ს: კარი (32+8 პასი+6 მოხსნა), ელისი (17), ლი (16+15 მოხსნა), უილიამსი (16), რაიტი (14+7 მოხსნა).
.