NBA: ბენეტი "ტორონტოს" მოუნდა

AutoSharing Option
"დენვერ ნაგეტსმა" გააუქმა კონტრაქტი ბერძენ მსუბუქ ფორვარდთან კოსტას პაპანიკოლაუსთან. ეს იქამდე მოხდა, სანამ ხელშეკრულება გარანტირებული გახდებოდა, - იტყობინება ESPN. მოთამაშემ შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. "დენვერმა" კი ბერძენის გაშვებით სახელფასო ბიუჯეტში 4.8 მილიონი დოლარი გამოანთავისუფლა.

25 წლის პაპანიკოლაუ "ჰიუსტონიდან" "დენვერში" ამ ზაფხულს გადავიდა, როცა ტაი ლოუსონის გაცვლა განხორციელდა. ფორვარდმა ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის ნაკრების რიგებში 2015 წლის ევრობასკეტზე ითამაშა.

* * *
მძიმე ფორვარდი ენტონი ბენეტი უახლოეს დღეებში გააფორმებს კონტრაქტს "ტორონტო რეპტორზთან". ხელშეკრულება ერთწლიანი იქნება და ახალგაზრდა მოთამაშე 947
ათას დოლარს გამოიმუშავებს, - წერს ESPN. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "მინესოტამ" კანადელის კონტრაქტი გამოისყიდა და ბენეტმა "მგლებისგან" კომპენსაციის სახით 3.65 მილიონი დოლარი მიიღო.

22 წლის ბენეტი "კლივლენდმა" 2013 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია. გასულ სეზონში "კავალიერზმა" ფორვარდი "მინესოტაში" გაცვალა. შარშან, ბენეტმა 57 მატჩი ჩაატარა და საშუალო 16 წუთში 5.2 ქულა და 3.8 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული