გუშინდელი სათამაშო დღის მიმოხილვა ლიგის ყველაზე წყალწაღებულ გუნდზე საუბრით უნდა დავიწყოთ. ბაირონ სკოტის "კლივლენდმა" ზედიზედ მე-17 მატჩი წააგო (ეს არის კლუბის ყველაზე უარესი სერია 1981-82 წლების სეზონის შემდეგ, როცა ზედიზედ 19 შეხვედრაში დამარცხდა), გარდა ამისა, მიჯრით 21-ე შეხვედრა დათმო გასვლაზე (ეს არის "კავალიერზის" საკლუბო ანტირეკორდი, რომელიც 2003 წელსაა დამყარებული).
არადა, გუშინდელი მარცხი მართლაც დასანანი იყო. "ნიუ ჯერსისთან" "კავალერები" 12 ქულით იყვნენ წინ და ბოლო მომენტამდე ჰქონდათ წარმატების იმედი. საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე ჯოი გრემმა სამქულიანით გაათანაბრა ანგარიში. სტუმრებს მხოლოდ
სენსაციად უნდა მოინათლოს "ორლანდოს" გუშინდელი საშინაო მარცხი. არადა, ამ გუნდმა კარგი ფორმა აკრიფა და 3 თებერვლამდე (ამ დღეს "მეჯიქს" სტუმრად "დიდი ტრიო" ეწვევა) არ გეგმავდა წაგებას. მაგრამ "მეჯიქის" მწვრთნელთა და კალათბურთელთა გეგმები "დეტროიტმა" არია. რაც ყველაზე საინტერესოა, მასპინძლებმა მთელი მატჩის განმავლობაში ვერაფრით მოახერხეს წინ გაჭრილი მეტოქის დაწევა. ამის გაკეთებას ყველაზე მეტად გუშინდელი ღრმა რეზერვისტი რაიან ანდერსონი (21 ქულა, 5 მოხსნა, 3 დაფარება) ცდილობდა, მაგრამ მასაც არაფერი გამოუვიდა - მხოლოდ ერთხელ მიუახლოვდა "ორლანდო" "პისტონზს" ოთხი ქულის მანძილზე, მაგრამ ბოლო 280 წამში მეტოქის მხრიდან ოსტინ დაიეს ორმა სამქულიანმა და ჯარიმების თითქმის უშეცდომო შესრულებამ (11-დან 10) მასპინძლებს გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ "პისტონზმა" ამ მატჩში მხოლოდ 6 შეცდომა დაუშვა, "მეჯიქს" კი 16 შეცდომა დაუგროვდა, რისი წყალობითაც მეტოქემ 26 ქულა მიითვალა. დადასტურდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ "ორლანდოს" შორიდან ტყორცნა არ მისდის, ეს გუნდი წასაგებად არის განწირული. იმ საღამოს ანდერსონმა უფრო მეტი სამქულიანი (4) ჩააგდო, ვიდრე მისმა ყველა პარტნიორმა ერთად.
კინაღამ ტრაგედიით დასრულდა "გოლდენ სტეიტისა" და "სან ანტონიოს" მატჩის მეორე მეოთხედი. "სპურსის" ცენტრმა ტიმ დანკანმა შეტევისას ფეხი გადაიბრუნა და მოედანზე დაეცა. "სან ანტონიოს" კალათბურთელები უბედურების მოლოდინში დადუმდნენ. ბუნებრივია, დანკანის სერიოზული ტრავმა რეგულარულის ლიდერთა საჩემპიონო შანსებს მკვეთრად შეამცირებდა. მაგრამ ვეტერანმა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გასახდელში გარკვეული ხანი გაატარა, დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და ვითომც არაფერი, თამაში გააგრძელა. ლიდერის ასეთმა თავდადებამ "სპურსის" კალათბურთელებს დამაჯერებლობა შემატა და გრეგ პოპოვიჩის გუნდმა 113:102 გაიმარჯვა. "სან ანტონიოს" რიგებში შესანიშნავად ითამაშა დანკანის, ტონი პარკერისა და მანუ ჯინობილის ტრიომ - 54 ქულა და 21 შედეგიანი პასი.
კვირის მოთამაშეები
"ორლანდო მეჯიქის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი და "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ჰოვარდი გასულ კვირას საშუალოდ 26.0 ქულას, 13.3 მოხსნასა და 1.3 დაფარებას აგროვებდა. "ორლანდოს" ლიდერმა ოთხიდან სამ მატჩში დააგროვა მინიმუმ 20 ქულა და 10 მოხსნა. წელს მას რეგულარულში ასეთი 23 მატჩი დაუგროვდა.
დასავლეთში საუკეთესო ოლდრიჯის ანგარიშზე საშუალოდ 28.3 ქულა, 10.3 მოხსნა და 2.3 შედეგიანი პასი მოდის. 27 იანვარს პორტლენდელმა "მინესოტას" წინააღმდეგ კარიერის რეკორდი დაამყარა - 37 ქულა დააგროვა და ამას 12 მოხსნა დაუმატა. ოლდრიჯი "ბლეიზერსის" პირველი მოთამაშეა, ვინც ზედიზედ ხუთ მატჩში აგროვებდა მინიმუმ 25 ქულას და 10 მოხსნას.
ჰოვარდის კვირა
17 იანვარი. ბოსტონი-ორლანდო 109:106. 33 ქულა, 13 მოხსნა.
19 იანვარი. ორლანდო-ფილადელფია 99:98. 18 ქულა, 7 მოხსნა.
21 იანვარი. ორლანდო-ტორონტო 112:72. 31 ქულა, 19 მოხსნა.
22 იანვარი. ჰიუსტონი-ორლანდო 104:118. 22 ქულა, 14 მოხსნა.
ოლდრიჯის კვირა
17 იანვარი. პორტლენდი-მინესოტა 113:102. 37 ქულა, 12 მოხსნა.
19 იანვარი. საკრამენტო-პორტლენდი 90:94. 23 ქულა, 9 მოხსნა.
20 იანვარი. პორტლენდი-კლიპერსი 108:93. 28 ქულა, 8 მოხსნა.
22 იანვარი. პორტლენდი-ინდიანა 97:92. 25 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯო ჯონსონი ("ატლანტა"), დი ჯეი ოგუსტინი ("შარლოტი"), კარმელო ენტონი ("დენვერი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), დევიდ უესტი ("ნიუ ორლეანი").
ნიუ ჯერსი-კლივლენდი 103:101
26:29, 22:25, 25:23, 30:24
ნ-ჯ: ლოპესი (28+7 მოხსნა), მოროუ (16), ჰარისი (14+10 პასი), ჰემფრიზი (11+11 მოხსნა), ფარმარი (11).
კ: ჯეიმისონი (26+8 მოხსნა), გიბსონი (19+5 პასი), სეშენსი (16+6 პასი), გრემი (14), ჰიქსონი (12+8 მოხსნა).
ორლანდო-დეტროიტი 96:103
26:27, 20:29, 19:19, 31:28
ო: ანდერსონი (21+5 მოხსნა), ჰოვარდი (20+16 მოხსნა), ნელსონი (14), ბასი (12+8 მოხსნა).
დ: მაკგრეიდი (20+7 მოხსნა+5 პასი), დეი (20+7 მოხსნა), პრინსი (20+6 პასი), სტაკი (16), გორდონი (16).
ფილადელფია-ფინიქსი 105:95
26:25, 35:22, 26:23, 18:25
ფილ: იანგი (24+7 მოხსნა+5 პასი), ბრენდი (22+9 მოხსნა), ტერნერი (14+8 მოხსნა+5 პასი), უილიამსი (14+6 პასი).
ფინ: დადლი (23+7 მოხსნა), ნეში (17+9 პასი), ჰილი (13+5 პასი), დრაგიჩი (12),ფრაი (10+5 მოხსნა).
ტორონტო-მემფისი 98:100
24:25, 25:26, 25:29, 24:20
ტ: ბარნიანი (29+5 მოხსნა), დეროზანი (25+9 მოხსნა), ბეილესი (15+11 პასი+8 მოხსნა), რაიტი (11+9 მოხსნა).
მ: გეი (21+7 მოხსნა), რენდოლფი (17+12 მოხსნა), გასოლი (17+8 მოხსნა), მაიო (15+5 მოხსნა), კონლი (13+7 მოხსნა).
ნიუ იორკი-ვაშინგტონი 115:106
33:26, 29:36, 31:29, 22:15
ნ-ი: სტაუდმაიერი (30+9 მოხსნა+5 პასი), ჩენდლერი (25+7 მოხსნა), ფელტონი (17+15 პასი), გალინარი (17).
ვ: იანგი (22), ლუისი (20+5 მოხსნა), უოლი (18+9 პასი+7 მოხსნა), მაკგი (15+10 მოხსნა), ტორნტონი (10+5 მოხსნა).
ნიუ ორლეანი-ოკლაჰომა 91:89
19:33, 31:12, 21:26, 20:18
ნ-ო: პოლი (24+9 პასი), უესტი (20), ოკაფორი (11+9 მოხსნა), ტორნტონი (10)
ო: დურანტი (22+8 მოხსნა), გრინი (19+7 მოხსნა), უესტბრუკი (18+10 პასი).
ჩიკაგო-მილუოკი 92:83
19:18, 29:14, 20:26, 24:25
ჩ: ტომასი (22+9 მოხსნა+5 პასი), როუზი (21+10 პასი), ბუზერი (14+9 მოხსნა).
მ: დაგლას-რობერტსი (30), ილიასოვა (17), დულინგი (13+10 პასი), ბოგუტი (8+18 მოხსნა).
მინესოტა-ჰიუსტონი 125:129
31:39, 32:26, 25:35, 37:29
მ: ლავი (24+17 მოხსნა+7 პასი), ჯონსონი (19), ბიზლი (16), მილიჩიჩი (15+6 მოხსნა).
ჰ: მარტინი (34), სკოლა (20+12 მოხსნა), ბატიე (19), ბრუქსი (15), ლოური (14+6 მოხსნა+5 პასი), ბადინგერი (12).
პორტლენდი-საკრამენტო 81:96
20:25, 23:20, 22:25, 16:26
პ: მეტიუზი (21), მილერი (18+5 მოხსნა+5 პასი), ბატუმი (16+9 მოხსნა).
ს: ევანსი (26+6 მოხსნა+6 პასი), ლენდრი (16+8 მოხსნა), კაზინსი (14+8 მოხსნა), უდრიხი (14), კასპი (12+7 მოხსნა).
გ. სტეიტი-სან ანტონიო 102:113
34:34, 21:28, 23:28, 24:23
გ-ს: ლი (31+12 მოხსნა), ელისი (25), რაიტი (18+9 პასი+7 მოხსნა), კარი (14+6 მოხსნა+5 პასი).
ს-ა: ჯინობილი (20+7 პასი), პარკერი (18+11 პასი), დანკანი (16+7 მოხსნა), მაკდაესი (14+10 მოხსნა), ჰილი (14), ნეში (11).
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ბოსტონი* 43 33 10 76.7
2. მაიამი* 44 31 13 70.5
3. ჩიკაგო* 45 31 14 68.9
4. ატლანტა 45 29 16 64.4
5. ორლანდო 45 29 16 64.4
6. ნიუ იორკი 44 23 21 52.3
7. ფილადელფია 44 19 25 43.2
8. შარლოტი 42 17 25 40.5
9. ინდიანა 41 16 25 39.0
10. მილუოკი 42 16 26 38.1
11. დეტროიტი 45 17 28 37.8
12. ვაშინგტონი 43 13 30 30.2
13. ტორონტო 45 13 32 28.9
14. ნიუ ჯერსი 45 13 32 28.9
15. კლივლენდი 44 8 36 18.2
დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო* 45 38 7 84.4
2. ლეიკერსი* 45 32 13 71.1
3. ნიუ ორლეანი 46 30 16 65.2
4. ოკლაჰომა* 44 28 16 63.6
5. დალასი 43 28 15 65.1
6. იუტა 44 27 17 61.4
7. დენვერი 43 25 18 58.1
8. პორტლენდი 46 25 21 54.3
9. მემფისი 45 22 23 48.9
10. ფინიქსი 43 20 23 46.5
11. ჰიუსტონი 46 21 25 45.7
12. გ. სტეიტი 44 19 25 43.2
13. კლიპერსი 43 17 26 39.5
15. საკრამენტო 42 10 32 23.8
14. მინესოტა 44 10 34 22.7
ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 28.1
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 26.1
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 25.9
მონტა ელისი (გ-სტ) 25.8
დუეინ უეიდი (მაი) 25.1
კობი ბრაიანტი (ლეი) 25.0
დერიკ როუზი (ჩიკ) 24.6
ერიკ გორდონი (კლიპ) 24.1
კარმელო ენტონი (დენ) 23.8
კევინ მარტინი (ჰიუ) 23.6
მოხსნა
კევინ ლავი (მინ) 15.6
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 13.4
ზაკ რენდოლფი (მემ) 13.1
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.9
პაუ გასოლი (ლეი) 10.6
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 10.4
ელ ჰორფორდი (ატლ) 9.7
ლამარ ოდომი (ლეი) 9.6
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 9.5
კრის ჰემფრიზი (ნ-ჯერ) 9.4
პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 13.0
სტივ ნეში (ფინ) 10.9
კრის პოლი (ნ-ორლ) 9.6
დერონ უილიამსი (იუტ) 9.5
ჯონ უოლი (ვაშ) 9.2
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 8.9
ხოსე კალდერონი (ტორ) 8.5
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.4
ჯეისონ კიდი (დალ) 8.4
დერიკ როუზი (ჩიკ) 8.1
ჩაჭრა
კრის პოლი (ნ-ორლ) 2.7
მონტა ელისი (გ-სტ) 2.3
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორ) 1.9
ტაირეკ ევანსი (საკ) 1.9
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.9
მანუ ჯინობილი (ს-ანტ) 1.8
კორი ბრიუერი (მინ) 1.8
დაფარება
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.7
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.6
დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.4
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.3
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.2
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.1
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.0
პაუ გასოლი (ლეი) 1.9
მარკუს კემბი (პორ) 1.9
ელ ჯეფერსონი (იუტ) 1.9
.