გუშინ ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მატჩში დალასში. "მავერიქსი" ბოლო დროს მომძლავრებულ "კლიპერსს" მასპინძლობდა. თუმცა კალიფორნიულ კლუბს, რომელმაც ბოლო 17 შეხვედრაში 12 მოიგო, თავისი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი - ერიკ გორდონი დააკლდა. სეზონის ბომბარდირთა სიაში მერვე ადგილზე მყოფმა 22 წლის მცველმა "გოლდენ სტეიტთან" მატჩში მაჯის ტრავმა მიიღო და სამი-ოთხი კვირით გამოაკლდა რეგულარულს.
საკადრო პრობლემების მიუხედავად, ვინი დელ ნეგროს შეგირდებმა კარგად დაიწყეს მატჩი, ინიციატივას დაეუფლნენ და პირველ მეოთხედში იგებდნენ - 13:4, 20:15 და 30:18... "დალასის" დამრიგებელი რიკ კარლაილი მიხვდა, რომ სასტარტოში
ბუნებრივია, "დალასი" კმაყოფილი ვერ იქნებოდა 24 წუთში 62 ქულის გაშვებით. ამიტომაც გასახდელიდან დაბრუნებულმა "კოვბოებმა" დაცვა გაამკაცრეს და ეს კარგად გამოუვიდათ. "კლიპერსმა" მესამე მეოთხედში მხოლოდ 16 ქულის აღება შეძლო, "მავერიქსმა" კი ტერის, ჩენდლერისა და სტივენსონის მონდომებით 19:6 გაქცევა მოაწყვეს და ექვსი ქულით გავიდნენ წინ. ყველაფერთან ერთად ბრენდან ჰეივუდმა უხეშად შეაჩერა ბლეიკ გრიფინი და "კლიპერსის" ახალგაზრდა ლიდერს იდაყვის ტრავმა მიაყენა. ამის გამო დებიუტანტმა მეოთხე მეოთხედის დასაწყისი გამოტოვა, შემდეგ კი არც ისე დამაჯერებლად დაბრუნდა და მასპინძლებმა გაილაღეს.
მატჩში ინტრიგა საფინალო სირენამდე 6 წუთითა და 30 წამით ადრე გაქრა, როცა ნოვიცკისა და კომპანიის მორიგი სპურტი დასრულდა - 14:0. ანგარიში 103:86 გახდა და თამაშს აზრი დაეკარგა.
კრიზისი დაეწყო "იუტა ჯაზს". ამ გუნდს საშინელი გასვლითი ტურნე გამოუვიდა - "ვაშინგტონთან", "ნიუ ჯერსისთან", "ბოსტონთან" და "ფილადელფიასთან" მარცხის შემდეგ, ჯერი სლოუნის გუნდი ლოს ანჯელესში აპირებდა ამ სერიის შეწყვეტას, მაგრამ პასუხად დამცირება მიიღო. "ჯაზმენები" მოქმედ ჩემპიონთან 29 ქულით დამარცხდნენ. უკვე პირველი მეოთხედის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ "იუტას" იმ დღეს შანსი არ ჰქონდა. "ლეიკერსი" მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე დომინირებდა და აბსოლუტურად ყველაფერი გამოსდიოდა. პირველი მეოთხედის შემდეგ მასპინძლები 37:22-ს იგებდნენ. მათ ამის შემდეგაც გააგრძელეს შეტევითი კალათბურთის ჩვენება და დიდი შესვენებისთვის ანგარიში 66:38 გახდა, მესამე მეოთხედის შუა ნაწილისთვის კი სხვაობამ 33 ქულა შეადგინა. თამაში დამთავრებული იყო.
11 იანვარს "ლეიკერსთან" 57:112 წაგების შემდეგ "კლივლენდის" ფორვარდმა ანტუან ჯეიმისონმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ფსკერზე დაეშვა. როგორც აღმოჩნდა, კიდევ უფრო ქვემოთ დაშვებაც შესაძლებელი ყოფილა. გუშინ "კავალერები" "ბოსტონთან" დამარცხდნენ. ეს მათი ზედიზედ მე-18 წაგება იყო, ბოლო 29 მატჩში კი 28-ე მარცხი - ასეთი მონაკვეთი "კლივლენდს" თავის ისტორიაში არ ჰქონია. თუ ასე გაგრძელდა, ბაირონ სკოტის გუნდი "ნიუ ჯერსისი" შარშანდელ რეკორდს მოხსნის.
ვაშინგტონი-დენვერი 109:120
26:33, 30:35, 23:28, 30:24
ვ: იანგი (26+5 მოხსნა), ბლეტჩი (25+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაკგი (11+7 მოხსნა), უოლი (10+13 პასი+5 მოხსნა), იანლიანი (10).
დ: ენტონი (23+7 მოხსნა), ნენე (21+9 მოხსნა), ჰარინგტონი (21+5 მოხსნა), აფლალო (18), ლოუსონი (17), ბილაპსი (15+6 პასი).
ბოსტონი-კლივლენდი 112:95
34:26, 33:19, 24:24, 21:26
ბ: პირსი (24), ალენი (18), დევისი (11+5 მოხსნა), რობინსონი (11), რონდო (11+5 მოხსნა+10 პასი+4 ჩაჭრა), გარნეტი (10+5 მოხსნა).
კ: აიენგა (15), სეშენსი (14+7 პასი), ჰარისი (14), ჰიქსონი (12+17 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), ჯეიმისონი (11+7 მოხსნა), სამუელსი (10).
დალასი-კლიპერსი 112:105
25:33, 29:29, 27:16, 31:27
დ: ტერი (28), ბარეა (25), ჩენდლერი (21), ნოვიცკი (20+5 მოხსნა), მერიონი (10+10 მოხსნა).
კ: გრიფინი (22+11 მოხსნა), დევისი (21+6 პასი), ფოიე (15), გომესი (14).
საკრამენტო-შარლოტი 89:94
19:21, 23:31, 25:24, 22:18
ს: ევანსი (19+8 მოხსნა+5 პასი), ლენდრი (19), ტომპსონი (14).
შ: ჯექსონი (21), უოლასი (19+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ოგუსტინი (16), ბრაუნი (13+18 მოხსნა).
ლეიკერსი-იუტა 120:91
37:22, 29:16, 27:27, 27:26
ლ: ბრაიანტი (21+6 პასი), გასოლი (20+7 მოხსნა+5 პასი), ბინუმი (19+11 მოხსნა+3 დაფარება), ოდომი (17+8 მოხსნა).
ი: უილიამსი (17+8 პასი), მაილზი (14+5 პასი+3 ჩაჭრა), მილსეპი (11+6 მოხსნა), ჯეფერსონი (10+9 მოხსნა), ევანსი (10).