NBA-მ ''ყველა ვარსკვლავის'' მატჩის სასტარტო შემადგენლობები გამოაცხადა

AutoSharing Option
NBA-მ ''ყველა ვარსკვლავის'' მატჩისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების გუნდების სასტარტო შემადგენლობები გამოაცხადა. მატჩი 2011 წლის 20 თებერვალს ლოს ანჯელესში შედგება.

სასტარტო შემადგენლობები გულშემატკივართა ხმის მიცემით დგინდება. ყველაზე მეტი ხმა ( 2.38 მილიონი) "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა მიიღო, რომელიც ვარსკვლავთა მატჩში ზედიზედ 13-ედ მიიღებს მონაწილეობას. ბრაიანტის გარდა, დასავლეთ კონფერენციის ნაკრებში ითამაშებენ მცველი კრის პოლი "ნიუ ორლეან ჰორნეთსიდან", ასევე ფორვარდები კარმელო ენტონი "ენვერ ნაგეთსიდან" და კევინ დიურანტი "ოკლაჰომა სიტი ტანდერიდან".

დასავლეთ კონფერენციის ნაკრებში გულშემატკივრებმა ასევე აირჩიეს "ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრი იაო
მინი, მაგრამ ის ტრავმის გამო ვარსკვლავთა მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და მას სხვა მოთამაშე შეცვლის.

აღმოსავლეთის ნაკრებში 2.1 მილიონი ხმა მიიღო "ორლანდი მეჯიქის" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა. გუნდის შემადგენლობაში მოხვდა "მაიამი ჰიტის" ორი მოთამაშე - ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და მცველი დუეინ უეიდი. ამას გარდა, აღმოსავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ "ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი ამარ სტადემაირი და "ჩიკაგო ბულზის" მცველი დერიკ როუზი.

შვიდ-შვიდი სარეზერვო მოთამაშე თითოეული გუნდის შემადგენლობაში NBA-ს კლუბების მწვრთნელების ხმის მიცემით გაირკვევა. გუნდების შემადგენლობა მთლიანად 3 თებერვალს გახდება ცნობილი.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული