სასტარტოები ცნობილია

AutoSharing Option

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაკრებთა სასტარტო ხუთეულები დაასახელა. ტრადიციულად, ამ კალათბურთელებს ფანები გამოკითხვის შედეგად ირჩევენ, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარეობს. წელს "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 20 თებერვალს ლოს ანჯელესში გაიმართება.
გუნდების შემადგენლობები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი
დერიკ როუზი (მც, "ჩიკაგო")
დუეინ უეიდი (მც, "მაიამი")
ლებრონ ჯეიმსი (ფ, "მაიამი")
ამარე სტაუდმაიერი (ფ, "ნიუ იორკი")
დუაიტ ჰოვარდი (ც, "ორლანდო")

დასავლეთი
რიკ პოლი (მც, "ნიუ ორლეანი")
კობი ბრაიანტი (მც, "ლეიკერსი")
კევინ დურანტი (ფ, "ოკლაჰომა")
კარმელო ენტონი (ფ, "დენვერი")
იაო მინი (ც,

"ჰიუსტონი")

გამოკითხვის ლიდერი გახდა კობი ბრაიანტი, რომელმაც ყველაზე მეტი - 2.38 მილიონი ხმა მიიღო. "ლეიკერსის" ლიდერი მეცამეტედ ითამაშებს "ოლ სტარზე", რაც სასტარტო ხუთეულის წევრებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. აღმოსავლეთში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა - 2.1 მილიონი დუაიტ ჰოვარდს ჰქონდა.

დასავლეთის ცენტრი იაო მინი "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ტრავმის გამო ვერ ითამაშებს და მის შემცვლელს პირადად დაასახელებს NBA-ის კომისარი დევიდ სტერნი. და კიდევ, თუ კარმელო ენტონი "ოლ სტარამდე" გადავა აღმოსავლეთის რომელიმე გუნდში, მაშინ მას აღმოსავლეთის ნაკრებში მოუწევს თამაში.

გუნდების სარეზერვო 7-7 მოთამაშეს მწვრთნელები დაასახელებენ. "ოლ სტარის" სრული შემადგენლობები 3 თებერვალს იქნება ცნობილი.

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული