გასული უქმეები რეგულარულ ჩემპიონატში რამდენიმე სენსაციით აღინიშნა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია კალიფორნიული დერბი, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი "ლეიკერსი" დასავლეთის უსუსტეს გუნდს - "საკრამენტო კინგზს" ხვდებოდა. კობი ბრაიანტის 38 ქულის მიუხედავად, ფილ ჯექსონის გუნდმა დაგეგმილი გამარჯვება გაუშვა ხელიდან. "საკრამენტო" მატჩის მსვლელობისას 20 ქულით იყო წინ, მაგრამ "ლეიკერსმა" შეძლო სპურტის მოწყობა და თითქმის დაეწია მეტოქეს, მაგრამ შეხვედრაში საბოლოო წერტილის დასმა ვერ მოახერხა.
საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 43 წამით ადრე პაუ გასოლმა სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანა და თითქოს, გამარჯვებამდე ბევრი აღარაფერი
"საკრამენტო" ამით არ დაკმაყოფილდა და მეორე დღეს მეორე სენსაცია გამოაცხო. ამჯერად, 10-მატჩიანი მოგებათა სერია შეაწყვეტინა "ნიუ ორლეანს". აღსანიშნავია, რომ "მეფეებმა" სეზონში პირველად მოიგეს ზედიზედ ორი მატჩი. ამ გამარჯვებებში ყველაზე დიდი წვლილი 2010 წლის დრაფტის მეხუთე ნომერმა დემარკუს კაზინსმა დაიდო - "ლეიკერსს" 27 ქულა ჩაუგდო, "ნიუ ორლეანს" - 25, რასაც 12 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი დაუმატა. გარდა ამისა, "საკრამენტომ" თამაშიდან 51.2 და 50 პროცენტის სიზუსტით ესროლა.
პირველი მატჩი წააგო დასავლურ ტურნეში "ბოსტონ სელტიქსმა". "პორტლენდთან" მოგების შემდეგ "კელტები" არიზონაში "ფინიქსის" წინააღმდეგ დაღლილები და ანერვიულებულები ჩანდნენ. პირველივე მეოთხედში ისინი 14 ქულით ჩამორჩნენ "სანზს" და შემდეგ ვეღარ შეძლეს მეტოქის დაწევა. მეორე მეოთხედში "ბოსტონის" დამრიგებელმა დოკ რივერსმა მსაჯების გადაწყვეტილების მიმართ ირონიული რეაქციის გამო ორი ტექნიკური მიიღო და გასახდელში მოუწია წასვლა. "ბოსტონი" ანერვიულდა, რითაც კარგად ისარგებლეს მასპინძლებმა, რომელთა რიგებში ფანტასტიკურად ითამაშა ცენტრმა მარცინ გორტატმა - პოლონელმა მისთვის სარეკორდო 19 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.
მეოთხე მეოთხედში "ბოსტონი" მაინც მიუახლოვდა სახიფათო მანძილზე მეტოქეს, მაგრამ აქ გუნდი კევინ გარნეტმა დააღალატა. მან უხეშად ითამაშა ჩენინგ ფრაის წინააღმდეგ, რასაც ჩხუბი მოჰყვა და გარნეტი მოედნიდან მიაბრძანეს. "სანზმა" მხოლოდ 71 ქულა ჩააგდებინა ფავორიტს და 88:71 გაიმარჯვა.
უჭირს "მაიამი ჰიტს", რომელსაც კვლავ თავისი ლიდერების გარეშე უწევს თამაში. კრის ბოშს დუეინ უეიდი დაემატა და "დეტროიტის" წინააღმდეგ "დიდი ტრიოდან" მხოლოდ ლებრონ ჯეიმსს მოუწია თამაში. "მეფემ" არ დააღალატა თავისი გუნდი და ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ფლორიდელთა გამარჯვებაში - 39 ქულა, ცხრა პასი და რვა მოხსნა.
"დეტროიტის" რიგებში საუკეთესო იყო ვეტერანი ტრეისი მაკგრეიდი, ვისაც ორი მოხსნა არ ეყო სამმაგ დუბლამდე - 14 ქულა, 10 პასი და რვა მოხსნა. თუმცა შეხვედრის გადამწყვეტმა მომენტებმა ლებრონისა და ტრეისის გარეშე ჩაიარა. "მაიამის" ერთქულიანი გამარჯვება ჰაუსმა და ჯეიმს ჯონსმა გაუნაღდეს. პირველმა 6.5 წამით ადრე ორი საჯარიმო გამოიყენა, მეორემ კი ეფექტური დაფარებით შეაჩერა "დეტროიტის" ბოლო შეტევა - ჯონსმა ოსტინ დეის დაუფარა და ლებრონს მატჩის გმირის სტატუსში შეეცილა.
28 იანვარი
ტორონტო-მილუოკი 110:116 (ო)
22:32, 35:23, 21:26, 26:23, 6:12
ტ: ჯონსონი (24+12 მოხსნა), ბარნიანი (23), კალდერონი (13+10 პასი), დეროზანი (11), უიმსი (10+6 პასი), აჯინკა (10).
მ: მაგეტი (29+11 მოხსნა), ილიასოვა (25+7 მოხსნა), ბოგუტი (24+7 მოხსნა), დელფინო (15+6 პასი), დაგლას-რობერტსი (11), დულინგი (10).
ინდიანა-ნიუ ჯერსი 124:92
32:27, 36:27, 36:24, 20:14
ი: დანლივი (30), ჰიბერტი (20), გრეინჯერი (18), ჯორჯი (15).
ნ-ჯ: ლოპესი (28), აუთლო (12).
ფილადელფია-მემფისი 94:99
18:21, 26:19, 29:17, 21:42
ფ: მიქსი (16), ჰოლიდეი (16), ბრენდი (15+9 მოხსნა), იგუოდალა (12+9 პასი+8 მოხსნა).
მ: რენდოლფი (22+12 მოხსნა), გეი (16), კონლი (13), გასოლი (12), იანგი (12).
მაიამი-დეტროიტი 88:87
19:22, 20:20, 25:26, 24:19
მ: ჯეიმსი (39+9 პასი+8 მოხსნა), ჰაუსი (15), მილერი (12+10 მოხსნა).
დ: გორდონი (21), დეი (19+9 მოხსნა), მაკგრეიდი (14+10 პასი+8 მოხსნა+4 დაფარება), უილკოქსი (10+10 მოხსნა).
კლივლენდი-დენვერი 103:117
24:31, 26:39, 33:23, 20:24
კ: ჰიქსონი (24+14 მოხსნა), ჯეიმისონი (20+12 მოხსნა+6 პასი), გიბსონი (15), სეშენსი (14+13 პასი), გრემი (14).
დ: ენტონი (33+7 მოხსნა), აფლალო (23+7 მოხსნა), ლოუსონი (15), ბილაპსი (11), სმიტი (10).
ატლანტა-ნიუ იორკი 111:102
30:21, 30:22, 31:33, 20:26
ა: ჯონსონი (34+8 მოხსნა+7 პასი), სმიტი (24+9 მოხსნა), ჰორფორდი (19+14 მოხსნა+6 პასი), უილიამსი (12), კროუფორდი (11).
ნ-ი: სტაუდმაიერი (27), ფელტონი (21+13 პასი), ფილდსი (15), უილიამსი (12+11 მოხსნა), გალინარი (12).
ოკლაჰომა-ვაშინგტონი 124:117 (ო)
21:29, 35:23, 19:28, 28:23, 7:7, 14:7
ო: დურანტი (40+7 მოხსნა), უესტბრუკი (35+13 პასი+13 მოხსნა), გრინი (13+12 მოხსნა).
ვ: იანგი (32), ლუისი (22+8 მოხსნა), ბუკერი (21+12 მოხსნა), უოლი (13+10 პასი), ბლეტჩი (13).
ჩიკაგო-ორლანდო 99:90
24:23, 22:28, 34:17, 19:22
ჩ: დენგი (26+8 მოხსნა), როუზი (22+12 პასი), ბუზერი (16+16 მოხსნა).
ო: ჰოვარდი (40+15 მოხსნა), არენასი (11).
იუტა-მინესოტა 108:100
32:25, 26:30, 27:22, 23:23
ი: მილსეპი (30+8 მოხსნა+6 ჩაჭრა), კირილენკო (27+7 პასი), მაილზი (22+7 მოხსნა), უოტსონი (10+13 პასი).
მ: ლავი (22+15 მოხსნა), ჯონსონი (19), ბიზლი (16+11 მოხსნა), მილიჩიჩი (11+9 მოხსნა).
ფინიქსი-ბოსტონი 88:71
30:16, 19:19, 26:23, 13:13
ფ: გორტატი (19+17 მოხსნა), კარტერი (17), ნეში (13+10 პასი), ლოპესი (11), პიეტრუსი (11).
ბ: გარნეტი (18+9 მოხსნა), პირსი (14).
გ. სტეიტი-შარლოტი 113:121 (ო)
28:22, 22:22, 26:27, 25:30, 12:20
გ-ს: კარი (27), რაიტი (21+6 პასი), ელისი (21+6 პასი+5 ჩაჭრა), ლი (12+11 მოხსნა), ბიედრინში (10+12 მოხსნა).
შ: ჯექსონი (31+7 მოხსნა), ოგუსტინი (27+12 პასი), მუჰამედი (13), დიაო (13), ბრაუნი (12).
ლეიკერსი-საკრამენტო 95:100
33:30, 22:29, 16:26, 24:15
ლ: ბრაიანტი (38+7 პასი), ბრაუნი (17), ბინუმი (12), გასოლი (9+11 მოხსნა).
ს: კაზინსი (27+10 მოხსნა), კასპი (20+8 მოხსნა), დალემბერი (18), ევანსი (13), ლენდრი (12+10 მოხსნა).
29 იანვარი
ჩიკაგო-ინდიანა 110:89
25:27, 30:24, 22:21, 33:17
ჩ: ბუზერი (24+10 მოხსნა), როუზი (20+7 პასი), დენგი (19+8 პასი), კრპვეპ (16)
ი: მაკრობერტსი (20+8 მოხსნა), გრეინჯერი (19), დანლივი (13), პრაისი (12), კოლისონი (11+8 პასი).
მემფისი-ვაშინგტონი 107:93
33:28, 26:22, 27:17, 21:26
მ: რენდოლფი (24+20 მოხსნა), არტერი (22), კონლი (15+12 პასი), ალენი (15), გასოლი (14+8 მოხსნა+5 დაფარება), იანგი (10).
ვ: უოლი (14+8 პასი), ბუკერი (12+12 მოხსნა), მარტინი (12), ტორნტონი (12), ბლეტჩი (10+9 მოხსნა), ლუისი (10).
მინესოტა-ტორონტო 103:87
21:20, 28:19, 31:20, 23:28
მ: ლავი (21+12 მოხსნა), უებსტერი (15), ჯონსონი (14), ფლინი (10+8 პასი).
ტ: დევისი (15+11 მოხსნა), ბარნიანი (15), ჯონსონი (11), კალდერონი (10+9 მოხსნა+6 პასი), ბეილესი (10).
დალასი-ატლანტა 102:91
28:24, 24:25, 25:29, 25:13
დ: ნოვიცკი (19), ტერი (18+11 პასი), კიდი (12+8 მოხსნა), ჩენდლერი (12), ჰეივუდი (10), მერიონი (10).
ა: ჯონსონი (27+8 მოხსნა+6 პასი), სმიტი (17+7 მოხსნა), კროუფორდი (11), ჰორფორდი (10+9 მოხსნა).
მილუოკი-ნიუ ჯერსი 91:81
22:25, 23:12, 23:24, 23:20
მ: დელფინო (21), ბოგუტი (17+18 მოხსნა+7 დაფარება), დულინგი (14+9 პასი), ილიასოვა (14+8 მოხსნა), მაგეტი (14).
ნ-ჯ: ლოპესი (26), მოროუ (16), ჰარისი (10+16 პასი), ჰემფრიზი (1+10 მოხსნა).
სან ანტონიო-ჰიუსტონი 108:95
25:26, 28:25, 23:20, 32:24
ს-ა: ჯინობილი (22), ჯეფერსონი (18), პარკერი (17), ბლეირი (14+12 მოხსნა), ჰილი (14), დანკანი (12+7 მოხსნა).
ჰ: სკოლა (23+10 მოხსნა), ლოური (15+7 პასი), ჰეიესი (10+7 მოხსნა), მარტინი (10).
საკრამენტო-ნიუ ორლეანი 102:96
24:22, 32:24, 20:21, 26:29
ს: კაზინსი (25+12 მოხსნა+7 პასი), ევანსი (18+6 პასი), დალემბერი (16), უდრიხი (14).
ნ-ო: უესტი (21+7 მოხსნა), პოლი (19+7 პასი), ტორნტონი (16), ოკაფორი (15), არიზა (12)
კლიპერსი-შარლოტი 103:88
24:23, 33:19, 26:18, 20:28
კ: გრიფინი (24+10 მოხსნა), ფოიე (21), გომესი (18), დევისი (12+11 პასი), დიოგუ (10).
შ: ჯექსონი (14), ჰენდერსონი (14), ოგუსტინი (13), ბრაუნი (7+12 მოხსნა).
.