პირიქით, ჩვეულებრივი "მუშა" იყო და დღესაც ასეთად რჩება. მას, როგორც პლასტილინს, ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია. ლიგის ზოგიერთმა მოთამაშემ შეძლო სათადარიგოთა სკამიდან სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა. ზოგიერთები მართლაც ხარისხიანი მოთამაშეები გახდნენ. მაგრამ ასევე არსებობენ დიადი კალათბურთელები, რომლებიც მწვერვალზე იმყოფებიან, მაგრამ მაინც პოულობენ ძალას წინსვლისთვის. სწორედ ასეთია სტივენ კარი.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს, ტრავმების სერიამ საფრთხე შეუქმნა მის
ჟურნალ GQ-თვის მიცემულ ინტერვიუში თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო დრიბლიორმა თავისი პროგრესისა და სეზონისთვის მზადების საიდუმლო გაამჟღავნა.
- ბოლო სეზონებში, თქვენი თამაში არანორმალური ტემპით ვითარდება. კონკრეტულად, რა გეხმარებათ ახალ დონეზე გადასვლაში?
- საკუთარ თავზე ყოველდღიური მუშაობა - ჩვეულება გახდა. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი ორი წელი, როგორც წესი, ადაპტაციას, საწვრთნელი პროცესისა და შიდა სამზარეულოს გაცნობას სჭირდება.
ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. შემდეგ ტრავმები წამოვიდა. ყოველ წელს - ოპერაცია, რასაც მოჰყვებოდა აღდგენის რთული პროცესი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ერთ კომპონენტზე კონცენტრირება - დრიბლინგი. მზადების პროცესში ვიყენებდი სრულიად განსხვავებულ ვარჯიშებსა და მეთოდიკებს, ხოლო თუ თანმედროვე ტექნოლოგიებზე ვილაპარაკებთ, მივმართავდი ამ სფეროში "გოლდენ სტეიტის" სპეციალისტთა ტექნიკურ სიახლეებს.
- როგორ მიხვედით ამ აზრამდე? რატომ მაინც და მაინც დრიბლინგი?
- მეტად უჩვეულო ისტორიაა. 2012 წელს, მეორე ოპერაციის შემდეგ, აღდგენით კურსს გავდიოდი ჩრდილოეთ კაროლინას სარეაბილიტაციო ცენტრში. მისაღებში ვიჯექი, როცა ჩემთან მოვიდა ბიჭი, სახელად ბრენდონ პეინი და მითხრა: "ეი, სტეფ, სანამ ფეხისთვის დატვირთვის მიცემა არ შეიძლება, დროს უქმად ნუ დაკარგავ - მოდი ჩემთან დარბაზში, ბურთის ტარებაზე ვიმუშაოთ.
მხოლოდ სარგებლობას ნახავ, თან იოლად გადაიტან იძულებით პაუზას". არასოდეს დამავიწყდება მასთან პირველი მისვლა. მთელი საათის განმავლობაში ვიჯექი სკამზე და ვასრულებდი ყველანაირ ვარჯიშს დრიბლინგზე საკალათბურთო და საჩოგბურთო ბურთებით.
- დამჯდარი?
- დიახ. ის ვარჯიში მთელი ცხოვრება მემახსოვრება, რადგან იქამდე მსგავსი არაფერი გამეკეთებინა. იმდენად შემიყვარდა, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგაც ვაგრძელებდი ბრენდონთან ვარჯიშს.
ის მუშაობს კლუბში Accelerate Basketball. დღემდე დამოუკიდებელი ვარჯიშებისას, მის რჩევებს ვიყენებ. რაც ყველაზე მთავარია, ასეთი ვარჯიშები ხელს უწყობს შენი საკალათბურთო IQ-ს სწრაფ ზრდას. თუმცა არავის გაუუქმებია მატჩების ჩანაწერების შესწავლა. ის კარგ გავლენას ახდენს გუნდურ შეთამაშებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ გამოცდილებამ უფრო ძლიერად მაქცია ბევრ ასპექტში, პირველ რიგში, სისწრაფესა და რეაქციის სიჩქარეში.
- ანუ წარმატების გასაღები - ბედნიერი შემთხვევითობაა? რადგან მზადების პროცესისადმი ახალი მიდგომა დაგეხმარათ, მზად ხართ შემდეგ ჯერზეც გარისკოთ?
- დამიჯერეთ, ყოველთვის ღია ვარ ახალი იდეებისთვის. მოწყენილობა და ერთფეროვნება - ეს ის არის, რაც არ მინდა ვიგრძნო ყოველდღიური ვარჯიშებისას. საბედნიეროდ, ჩვენთან "გოლდენ სტეიტში" ყოველი წინასასეზონო მზადება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს.
მწვრთნელებს მუდმივად შემოაქვთ რაღაც სიახლე. ეს არის საკუთარი თავის გამოწვევის ხერხი, სხეულის "შოკირება", ამ სიტყვის კარგი გაგებით. ყოველ წელს მზადება იცვლება. მაგრამ არსებობს მუდმივი ელემენტები, რომელსაც ვერ გაექცევი, მაგალითად, ტყორცნების დამუშავება. საინტერესო ვარჯიშია:
შეასრულო ზუსტი პასი შენსკენ მოშვერილი ანთებული ლამფებით. საერთოდ, სათამაშო მომენტების დამუშავება საბრძოლოსთან მიახლოებულ პირობებში - ძალიან მნიშვნელოვანია. "ბრმა" გადაცემის შესრულება ან წონასწორობის შენარჩუნება ყველაზე მოულოდნელ პოზაში - სწორედ ეს გეხმარება შეიყვარო ვარჯიშები და ყოველთვის სიამოვნებით დაბრუნდე დარბაზში.
- რა იყო ახალი ამ ზაფხულს თქვენს ვარჯიშებში. რა სიახლე აღმოაჩინეთ?
- რთული ასახსნელია. საქმე სპეციალურ მანქანაშია, რომელსაც მე ვიყენებ. სახელწოდებას არ ვიტყვი, რადგან რეკლამირების უფლება არ მაქვს. მისი დახმარებით, ვამუშავებ სასტარტო აჩქარებასა და ამტანობას.
ისევ და ისევ, უბრალოდ, ვიმეორებ ერთი და იგივე მოძრაობას, რომელსაც შემდეგ მატჩებში ვიყენებ. ხანდახან, რაღაც ახლის მოფიქრებაც ხერხდება. ეს აპარატი უზრუნველყოფს წინააღმდეგობას. გეხმარება იგრძნო სხეულის მასა, დაიჭირო ბალანსი...
- ანუ, თქვენ ქამრები გიჭერენ?
- დიდი რაოდენობით ქამარი. სპეციალური პლატფორმა უზრუნველყოფს ყველა საჭირო კომპონენტს მოძრაობის შესასრულებლად. არ ვცდილობ კუნთის მასის დაგროვებას. ეჭვი მაქვს - ეს არ მჭირდება. ვარჯიშები, როგორც გითხარით, მიმართულია სასტარტო სიჩქარის ამაღლებისკენ, რაც საშუალებას გაძლევს, უფრო სწრაფად შეასრულო მატჩების დროს ფინტები. ყველაფერი ექვემდებარება მოძრაობის მიმართულების შეცვლის სისწრაფეს და ტრენაჟორი შესანიშნავად ასრულებს ამ დავალებას.
- და მთელი ეს მონდომება ერთი მორიგი "კროსოვერის" გამო?
- სწორედ ასეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მაშინ რატომ არის Steven Gerrard ან Steven Spielberg და არა Stephen Gerrard და Stephen Spielberg? მე ვიცი რომ Steven და Stephen სხვადასხვა სახელებია...
Stephen სტივენად იკითხება ინგლისურად. როდესაც სახელი სრულად წერია, სტივენი უნდა იყოს. როდესაც შემოკლებული მეტსახელი "Steph" გამოიყენება, მაშინ სტეფ კარია. სტეფანი ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია და ინგლისურ წაკითხვასთან არანაირ კავშირში არ არის. :)