NBA: "ნეტსმა" მწვრთნელი დაითხოვა

AutoSharing Option
"ბრუკლინ ნეტსის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლაიონელ ჰოლინზი და გენერალური მენეჯერი ბილი კინგი თანამდებობებიდან გადააყენეს.

დროებით, მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი ტონი ბრაუნი შეასრულებს.

კინგი "ბრუკლინში" 2010 წლიდან მუშაობდა, ჰოლინზი - 2014 წლიდან, თუმცა ამ სეზონში გუნდმა მხოლოდ 10 გამარჯვება მოიპოვა რეგულარულ სეზონში და ბოლოსწინა ადგილზეა როგორც აღმოსავლეთ კონფერენციაში, ასევე მთლიანად ჩემპიონატში.

ჰოლინზს თავის ხანმოკლე კარიერაში 48 მოგება და 71 წაგება აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული