ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაასახელა იმ მწვრთნელთა ვინაობა, რომლებიც 20 თებერვალს "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილე გუნდებს ჩაუდგებიან სათავეში. აღმოსავლეთის თავკაცი "ბოსტონის" დამრიგებელი დოკ რივერსი იქნება, დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელი კი ჯერ კიდევ გასულ კვირას გახდა "სპურსის" თავკაცი გრეგ პოპოვიჩი.
როგორც ცნობილია, "ოლ სტარში" მონაწილე გუნდების მწვრთნელებად იმ სპეციალისტებს ნიშნავენ, რომელთა გაწვრთნილი გუნდები იმ მომენტისთვის ლიდერები არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის კონფერენციებში. "ბოსტონი" 37 მოგებითა და 11 წაგებით უდგას სათავეში აღმოსავლეთის ცხრილს, "სან ანტონიოს" კი 40 მოგება და 8 წაგება აქვს და პირველ
გარდა ამისა, გუშინ დასახელდა დებიუტანტთა და ე. წ. "მეორეწლიანთა" მატჩის შემადგენლობები. ტრადიციულად, სწორედ ამ შეხვედრით იხსნება "ყველა ვარსკვლავის უქმეები". ეს მატჩი 18 თებერვლისთვის არის დანიშნული.
დებიუტანტები: ერიკ ბლედსოუ ("კლიპერსი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო"), დერიკ ფეივორსი ("ნიუ ჯერსი"), ლენდრი ფილდსი ("ნიუ იორკი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), უესლი ჯონსონი ("მინესოტა"), გრეგ მონრო ("დეტროიტი"), გარი ნილი ("სან ანტონიო"), ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").
მეორეწლიანები: დეჟუან ბლეირი ("სან ანტონიო"), დემარ დეროზანი ("ტორონტო"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ტაირიკ ევანსი ("საკრამენტო"), ტაჯ გიბსონი ("ჩიკაგო"), ჯრუ ჰოლიდეი ("ფილადელფია"), სერჟ იბაკა ("ოკლაჰომა"), ბრენდონ ჯენინგსი ("მილუოკი"), უესლი მეტიუზი ("პორტლენდი").
ეს მატჩი 2000 წლიდან ტარდება და 11 შეხვედრაში დებიუტანტებმა მხოლოდ სამჯერ გაიმარჯვეს, მათ შორის, შარშანდელ "ოლ სტარზე".
.