NBA-ჰოლივუდის უკონფლიქტო გაყრა

AutoSharing Option

"სან ანტონიო სპურსის" გამთამაშებელმა ტონი პარკერმა და ჰოლივუდის მსახიობმა ევა ლონგორიამ გაყრის პროცესი დაასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ლონგორიას ადვოკატმა განქორწინებაზე დოკუმენტები ლოს ანჯელესის სასამართლოში შეიტანა, გაყრის პროცედურა ტექსასის შტატში დასრულდა.


ტონიმ და ევამ გადაწყვიტეს, რომ განქორწინებისთვის საუკეთესო ადგილი ტექსასი იქნებოდა, რადგან საქოწინო კონტრაქტზე ხელისმოწერაც ამ შტატში მოხდა. გაყრამ ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე ჩაიარა.


კალათბურთელმა და მსახიობმა 2007 წლის ივლისში მოაწერეს ხელი, ჯვრისწერა კი პარიზის კათოლიკურ ეკლესიაში ჰქონდათ.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული