ეროვნული საკალაბურთო ასოციაციის ლეგენდარული მოთამაშე კლაიდ დრექსლერი დარწმუნებულია, რომ სულ მალე მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგა გაცდება ჩრდილოეთ ამერიკის საზღვრებს.
ყოფილი ვარსკვლავი ამჟამად ლონდონში იმყოფება, სადაც გამალებით ემზადებიან NBA-ის რეგულარული მატჩების სამასპინძლოდ.
"ევროპაში NBA-ის ექსპანსია გარდაუვალია. ვფიქრობ, ეს უახლოესი ათი წლის საკითხია. კალათბურთი - სპორტის გლობალური სახეობაა და მისმა პოპულარობამ არნახულ საზღვრებს მიაღწია. ამიტომაც ისმის სულ უფრო ხშირად რამდენიმე ჩემპიონატის გაერთიანების იდეა.
ვერ ვხედათ პრობლემას ქალაქებს შორის მანძილში. ნიუ იორკიდან ორეგონამდე უფრო დიდი ხანი მიფრინავ, ვიდრე ლონდონამდე. ამასთან, ყველა გუნდს საკუთარი
საბოლოოდ, ევროპისა და აზიის რამდენიმე კლუბი გახდება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წევრი. აი, ასეთია გლობალური გეგმა", - განაცხადა დრექსლერმა.