"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრიანტმა მკვეთრი ფორმით უპასუხა კრიტიკოსებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან 2011 წელს ჩემპიონის თამაშის დონითა და შედეგებით. თავისი პოზიცია "შავმა მამბამ" გუნდის ბოლო ვარჯიშის შემდეგ გამოხატა.
"სრულიად არ მაღელვებს ის, რასაც ჩვენზე ლაპარაკობენ. ადამიანებს, რომლებიც "ლეიკერსს" აკრიტიკებენ, შეუძლიათ უკანალზე მაკოცონ... ჩვენ უბრალოდ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, რათა ივნისში კრიტიკოსები საბოლოოდ გავაჩუმოთ", - ამბობს ბრაიანტი.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც "ლეიკერსის" მისამართით კრიტიკით გამოვიდა, კლუბის ყოფილი ვარსკვლავი მეჯიქ ჯონსონი გახლავთ.