ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ "ყველა ვარსკვლავის მატჩის" სათადარიგო მოთამაშეთა გვარები დაასახელა, რის შემდეგაც "ოლ სტარში" მონაწილე გუნდების სრულმა შემადგენლობებმა ასეთი სახე მიიღო:
აღმოსავლეთი
სასტარტო
დერიკ როუზი (ჩიკაგო)
დუეინ უეიდი (მაიამი)
ლებრონ ჯეიმსი (მაიამი)
ამარე სტაუდმაიერი (ნიუ იორკი)
დუაიტ ჰოვარდი ( ორლანდო)
რეზერვი
რაჟონ რონდო (ბოსტონი)
პოლ პირსი (ბოსტონი)
კევინ გარნეტი (ბოსტონი)
რეი ალენი (ბოსტონი)
კრის ბოში (მაიამი)
ჯო ჯონსონი (ატლანტა)
ელ ჰორფორდი (ატლანტა)
დასავლეთი
სასტარტო
კრის პოლი (ნიუ ორლეანი)
კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)
კევინ დურანტი (ოკლაჰომა)
კარმელო ენტონი (დენვერი)
იაო მინი (ჰიუსტონი)
რეზერვი
ბლეიკ
რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა)
ტიმ დანკანი (სან ანტონიო)
მანუ ჯინობილი (სან ანტონიო)
დირკ ნოვიცკი (დალასი(
პაუ გასოლი (ლეიკრესი)
დერონ უილიამსი (იუტა)
კევინ გარნეტი ზედიზედ მეთოთხმეტედ ითამაშებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში". ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა შაკილ ო'ნილსა და კარლ მელოუნს. ამასთან, მეორედ ისტორიაში "ოლ სტარზე" ერთი გუნდიდან ოთხი კალათბურთელია წარმოდგენილი. "ბოსტონამდე" ასეთი პატივი 2006 წელს "დეტროიტ პისტონზს" ხვდა წილად.
ბლეიკ გრიფინი 2003 წლის შემდეგ პირველი დებიუტანტია, ვინც მოედანზე გასვლის უფლება მიიღო. ახლა ვარსკვლავურ უქმეებზე მხოლოდ ერთი ვაკანსიაა დარჩენილი. დასავლეთის ძირითადი ცენტრი იაო მინი ტრავმირებულია და მის შემცვლელს NBA კომისარი დევიდ სტერნი რამდენიმე დღეში დაასახელებს.
.