NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უხმაურო დედლაინი

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ტრეიდების ბოლო დღემ ხმაურიანი გარიგებების გარეშე ჩაიარა, თუმცა რამდენიმე საინტერესო გაცვლა მაინც განხორციელდა...

- "დეტროიტმა" "ჰიუსტონს" დაუთმო ჯოელ ენტონი და 2016 წლის დრაფტზე პირველი რაუნდის TOP8-ში არჩევანის უფლება, სანაცვლოდ კი მიიღო დონატას მოტეიუნასი და მარკუს ტორნტონი.

- "კლიპერსმა" "მემფისს" ლენ სტივენსონი ჯეფ გრინში გაუცვალა. "გრიზლისმა" ასევე მიიღო 2019 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევის უფლება.

- "ჩიკაგომ" მიიღო მეორე რაუნდის არჩევანი, ხოლო კირკ ჰაინრიხი "ატლანტაში" დააბრუნა.

- "ფინიქსმა" "ვაშინგტონში" გაუშვა მარკიფ მორისი და სანაცვლოდ მიიღო კრის ჰემფრიზი, დეჟუან
ბლეირი და 2016 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება.

- "მაიამიმ" თავიდან მოიშორა ბრაიან რობერტსი და მეორე რაუნდის არჩევანი. "ჰიტის" კალათბურთელი "პორტლენდში" გადავიდა.

- "ოკლაჰომა-სიტიმ" "დენვერში" გაამგზავრა დი ჯეი ოგასტინი და სტივ ნოვაკი, ამას აუმატა მეორე რაუნდში ორი არჩევანის უფლება, სანაცვლოდ კი მიიღო რენდი ფოიე.

- "ატლანტადან" "იუტაში" გადავიდა შელვინ მაკი. "ჰოქსმა" გამთამაშებელში მეორე რაუნდის არჩევანი მიიღო.

- "ორლანდომ", "კლივლენდმა" და "პორტლენდმა" სამმხრივი გაცვლა მოაწყვეს: ჩენინგ ფრაი გადადის "კავალიერზში", ანდერსონ ვარეჟაო "პორტლენდში", ხოლო "ორლანდომ" მიიღო მეორე რაუნდის არჩევანი და ჯარედ კანინგემი.

"მაიამიმ" ჯარნელ სტოუკსი "ნიუ ორლეანში" გაუშვა.

* * *
მძიმე ფორვარდი დევიდ ლი კარიერას "დალასში" გააგრძელებს. ვეტერანი "მავერიქსთან" 2.1 მილიონი დოლარის ღირებულ კონტრაქტს გააფორმებს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც იურიდიულად გაფორმდება ლისა და "ბოსტონ სელტიქსს" შორის ხელშეკრულების გაწყვეტა.

ლი "კელტებში" გასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ ვერ შეძლო შემადგენლობაში დამკვიდრება. საბოლოოდ, "ბოსტონმა" კალათბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტა.

ატლანტა-მილუოკი 109:117 (ო)
29:31, 21:23, 18:21, 26:19, 15:23
ა: მილსეპი (27+11 მოხსნა+6 პასი), შრიოდერი (25+8 მოხსნა+10 პასი), ჰორფორდი (17+9 მოხსნა), კორვერი (12).
მ: პარკერი (28+13 მოხსნა), მონრო (24+12 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (19+12 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (17+9 მოხსნა), მიდლტონი (12).

მაიამი-ვაშინგტონი 114:94
30:19, 29:25, 23:24, 32:26
მ: დენგი (27+10 მოხსნა), უაიტსაიდი (25+23 მოხსნა), დრაგიჩი (24+7 მოხსნა+8 პასი), უინსლოუ (14).
ვ: ბილი (19), დადლი (16), გორტატი (14+13 მოხსნა), უოლი (12).

მინესოტა-ნიუ იორკი 95:103
16:31, 32:28, 13:22, 34:22
მ: უიგინსი (24), თაუნსი (24+8 მოხსნა), მუჰამადი (20), ლავინი (14), რუბიო (9+16 პასი).
ნ-ი: ენტონი (30+11 მოხსნა), ლოპესი (26+16 მოხსნა), აფლალო (11), ტომასი (11).

კლიპერსი-გ. სტეიტი 112:115
20:33, 33:30, 31:30, 28:22
კ: კროუფორდი (25), პოლი (24+7 მოხსნა+6 პასი), რედიკი (16), ჯორდანი (16+21 მოხსნა).
გ-ს: ტომპსონი (32+7 მოხსნა), კარი (23+9 პასი), ბარნსი (18), გრინი (18+11 მოხსნა+10 პასი), იგუოდალა (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული