"კლივლენდმა" მხოლოდ ირვინგისა და ლავის კარგი თამაშით უპასუხა მეტოქეს, რომლის რიგებშიც ექვსმა კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ 10 ქულის დაგროვება. მასპინძლების წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მათი ლიდერის ლებრონ ჯეიმსის სუსტი თამაში - "მეფემ" 18-დან მხოლოდ ხუთი ტყორცნა მოათავსა კალათში და ექვსი შეცდომა დაუშვა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში, ზედიზედ მესამე ურთულესი მატჩი ჩაატარა "ინდიანამ". თუ წინა ორ შემთხვევაში "პეისერსი" სამი ქულით ახერხებდა მოგებას, ამჯერად, ოვერტაიმში
"ტორონტოს" პროგნოზირებადი და იოლი გამარჯვება ჰქონდა. "მედისონ სკვერ გარდენის" დარბაზში ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო, რის შემდეგაც, კანადურმა გუნდმა მშვიდად მოიპოვა ინიციატივა და საქმე დიდი ანგარიშით მოგებამდე მიიყვანა.
ატლანტაში მოქმედი ჩემპიონის უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა. "გოლდენ სტეიტმა" პირველი მეოთხედი 15 ქულით მოიგო, პირველი ტაიმი - 19 ქულით. ამის შემდეგ, "ატლანტას" ფანტასტიკური გაქცევა ჰქონდა - 30:9, რითაც სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ბოლო 12-წუთეულში "გოლდენ სტეიტმა" მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.
იანის ანტენტოკუნმპოს კარიერაში პირველი სამმაგი დუბლით "მილუოკიმ" "ლეიკერსი" დაამარცხა. პირველი სამი მეოთხედის შემდეგ, "ბაქსის" უპირატესობა 25 ქულას შეადგენდა და ბოლო მეოთხედს ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
"მინესოტამ" კარლ-ენტონი თაუნსის ორმაგი დუბლისა (28 ქულა+13 მოხსნა) და სამქულიანების ბრწყინვალე რეალიზაციის (53.5 პროცენტი) წყალობით, მოულოდნელად დაამარცხა "ბოსტონი". "სელტიქსს" ჰქონდა გამარჯვების შანსი, მაგრამ სირენამდე ორი წამით ადრე, მარკუს სმარტის ნასროლი სამქულიანი მიზანს ასცდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, "კლიპერსმა" საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი. ლოსანჯელესელებმა არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგეს მატჩი 40 ქულის სხვაობით.
დღის რეკორდები
- "ატლანტასთან" გამარჯვება 50-ე იყო სეზონში "გოლდენ სტეიტისთვის". ამ შედეგის მისაღწევად ჩემპიონს 55 მატჩი დასჭირდა, რაც NBA-ის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი ეკუთვნოდა 1995-96 წლების "ჩიკაგოს", რომელმაც 56 მატჩში მიაღწია 50 მოგებას.- სტივენ კარი პირველი მოთამაშე გახდა ლიგის ისტორიაში, ვინც ზედიზედ 28 მატჩში შეძლო მინიმუმ ხუთი სამქულიანის ჩაგდება. სხვათა შორის, წინა რეკორდის მფლობელიც კარი გახლდათ - შარშანდელ სეზონში მან ზედიზედ 27 მატჩში გამოიყენა მინიმუმ 5 შორეული ტყორცნა.
გუშინ, NBA-ში
სამმხრივი გაცვლა "დეტროიტს", "ჰიუსტონსა" და "ფილადელფიას" შორის გაუქმდა. საქმე ისაა, რომ დონატას მოტეიუნასმა ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება "დეტროიტში". შესაბამისად, ის და მარკუს ტორნტონი "ჰიუსტონში" დააბრუნეს, "როკეტსმა" ვერ მიიღო "დეტროიტისგან" 2016 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება, "ფილადელფიამ" კი დაკარგა ჯოელ ენტონი და 2017 წლის დარფტის მეორე რაუნდში არჩევანი.გარდა ამისა, გუშინ, "მილუოკიმ" გააფორმა კონტრაქტი თავისუფალ აგენტთან სტივენ ნოვაკთან. ამისთვის, "ბაქსმა" შემადგენლობიდან დაითხოვა კრის კოუპლენდი.
"გოლდენ სტეიტმა" გაწყვიტა კონტრაქტი ჯეისონ ტომპსონთან, ხოლო "დენვერმა" გამოაცხადა მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ჯაკარ სემპსონთან.
კლივლენდი-დეტროიტი 88:96
28:33, 21:23, 19:19, 20:21
კ: ირვინგი (30), ლავი (24+7 მოხსნა), ჯეიმსი (12+8 მოხსნა).
დ: ჯექსონი (23), კოლდუელ-პოუპი (19), დრამონდი (16+15 მოხსნა), ჰარისი (14), მორისი (14), ჯონსონი (10).
მაიამი-ინდიანა 101:93 (ო)
15:25, 26:19, 29:25, 18:19, 13:5
მ: დრაგიჩი (24+8 მოხსნა), უაიტსაიდი (19+18 მოხსნა+6 დაფარება), უეიდი (16), უინსლოუ (15+7 მოხსნა), დენგი (13+16 მოხსნა), მაკრობერტსი (10).
ი: ჯორჯი (31+11 მოხსნა), ტერნერი (16), მაინმი (11), იანგი (10).
ნიუ იორკი-ტორონტო 95:122
28:26, 15:31, 25:29, 27:36
ნ-ი: ენტონი (23+11 მოხსნა), ლოპესი (21+13 მოხსნა), პორზინგისი (17).
ტ: ლოური (22+11 მოხსნა+11 პასი), დეროზანი (22), ვალანჩუნასი (20), ჯოზეფი (13+6 პასი), ჯონსონი (12), როსი (12), ბიიომბო (10+9 მოხსნა).
ატლანტა-გ. სტეიტი 92:102
15:30, 24:28, 36:18, 17:26
ა: ჰორფორდი (23+16 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება), შრიოდერი (18+6 პასი), ტიგი (16+6 პასი), მილსეპი (11+7 მოხსნა), ჰარდუეი (12), სკოტი (0+11 მოხსნა).
გ-ს: კარი (36+8 პასი), ტომპსონი (27), ბარნსი (14), გრინი (6+14 მოხსნა+9 პასი), ბოგუტი (3+11 მოხსნა+5 დაფარება).
მილუოკი-ლეიკერსი 108:101
29:19, 25:29, 36:17, 18:36
მ: ანტენტოკუნმპო (27+12 მოხსნა+10 პასი+4 დაფარება), მიდლტონი (18+6 პასი), პარკერი (15+9 მოხსნა), პლამლი (14), მაიო (12), მონრო (12+8 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (10).
ლ: იანგი (19), კლარკსონი (15), ბრაიანტი (15), უმოტჭსყ (14), კელი (11).
მინესოტა-ბოსტონი 124:122
31:23, 28:30, 34:31, 31:38
მ: თაუნსი (28+13 მოხსნა), უიგინსი (17), დიენგი (17+12 მოხსნა), ლავინი (16), რუბიო (15+8 მოხსნა+8 პასი), მუჰამადი (13).
ბ: კრაუდერი (27+9 მოხსნა), ბრედლი (22), ტომასი (18+9 პასი), სმარტი (17+7 პასი), სალინჯერი (12+7 მოხსნა).
კლიპერსი-ფინიქსი 124:84
36:17, 23:25, 31:19, 34:23
კ: რედიკი (22), ჯორდანი (17+11 მოხსნა+4 დაფარება), პოლი (16+14 პასი), პირსი (11).
ფ: ლენი (14+7 მოხსნა), პრაისი (12).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"