თითქმის გადაწყვეტილია "დეტროიტ პისტონზის" ერთ-ერთი ლიდერის - რიჩარდ ჰემილტონის სხვა გუნდში გადასვლა. ჯერჯერობით გაურკვეველია, სად გააგრძელეს კარიერას ეს მცველი, თუმცა ჰემილტონი დარწმუნებულია, რომ უკვე ჩაატარა თავისი ბოლო მატჩი "პისტონზის" რიგებში.
"ვგრძნობ, რომ აქ ბოლო მატჩი ვითამაშე და "დეტროიტში" ჩემი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა.
ჩემზე არაფერია დამოკიდებული, ეს კლუბის გადაწყვეტილებაა. ვარჯიშებს ვაგრძელებ, რადგან ფორმის შენარჩუნება მიანდა", - ამბობს ჰემილტონი.
თავად კლუბის ხელმძღვანელობა ჰემილტონის ძირითადში არყოფნის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს. მათი თქმით, ეს "კლუბის შიდა გადაწყვეტილებაა".
ამ განცხადებების მიუხედავად, გუშინ მცველი დაბრუნდა "პისტონზის"
* * *
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემადგენლობებში ერთი დაგეგმილი ცვლილება მოხდა. დასავლეთის რიგებში ძირითად ცენტრად არჩეული იაო მინი ამ სეზონში ტრავმის გამო ვერ თამაშობს, ამიტომაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა ჩინელის შემცვლელად "მინესოტა ტიმბერვულვზის" ცენტრი კევინ ლავი დაასახელა, რომელიც მიმდინარე რეგულარულის ლიდერია მოხსნების რაოდენობით.
* * *
"ბოსტონ სელტიქსის" ცენტრმა ჯერმენი ო'ნილმა ტრავმირებული მუხლზე ართროსკოპიული ოპერაცია გადაიტანა. ამის გამო ვეტერანი კალათბურთელი ორი თვე დაისვენებს.
მუხლთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ო'ნილს უკვე 32 მატჩი გამოატოვებინა. ექიმებს იმედი ჰქონდა, რომ ჯერმეინი ოპერაციას გადაურჩებოდა, მაგრამ მკურნალობის ალტერნატიულმა მეთოდმა არ გაამართლა. თავად ო'ნილის თქმით, ის რეგულარულის ბოლოს და პლეი ოფის მატჩებში აპირებს "სელტიქსის" დახმარებას.