"მინესოტა ტიმბერვულზის" ლიდერმა და რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მომხსნელმა კევინ ლავმა საკლუბო რეკორდის დაამყარა. გუშინ 22 წლის მძიმე ფორვარდმა "ჰიუსტონთან" მატჩში ზედიზედ 38-ე ორმაგი დუბლი შეასრულა და გააუმჯობესა კევინ გარნეტის რეკორდი, რომელიც 37 დაბლ-დაბლს უდრიდა.
"ჰიუსტონთან" გასვლით მატჩში ლავის მონაგარი 20 ქულა და 14 მოხსნა იყო, მისმა გუნდმა კი 112:108 გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ ლავმა აღიარა, რომ იცოდა სავარაუდო რეკორდის შესახებ, მაგრამ ამის გამო განსაკუთრებით არ ღელავდა.
ლავმა არამარტო გააუმჯობესა კლუბის ლეგენდის შედეგი, არამედ ზედიზედ შესრულებული ორმაგი დუბლებით ლიგის ისტორიაში მეორე ადგილზე
ლავი "მინესოტაში" მესამე სეზონია თამაშობს, გარნეტი კი "მგლების" ღირსებას 1995-2007 წლებში იცავდა, რის შემდეგაც "ბოსტონ სელტიქსში" გადავიდა.