NBA-ის "ყველა ვარსკვლავის უქმეების" ორგანიზატორები გრანდიოზულ შოუს გვპირდებიან. გასართობი პროგრამის მთავარი მოვლენა იქნება Grammy-ის მფლობელების - რიანასა და ლენი კრავიცის გამოსვლა. ისინი მაყურებელს საკუთარ ჰიტებს შესთავაზებენ.
კრავიცი გუნდების სასტარტო შემადგენლობების წარდგენისას შეასრულებს კომპოზიციას - Come on Get it. ამას მოჰყვება ამერიკის ეროვნული ჰიმნი ჯოშ გრობანის შესრულებით.
რიანა კი პუბლიკას უქმეების მთავარი მატჩის შესვენებაზე გაართობს. ის ორ სიმღერას (Only Girl In the World და What’s My Name) შეასრულებს.