კვლავ გამოეთიშა რეგულარულ ჩემპიონატს "იუტა ჯაზის" ცენტრი მეჰმეთ ოქური. თურქ კალათბურთელს სამკვირიანი სამკურნალო და სარეაბილიტაციო კურსი დაუნიშნეს.
ორი დღის წინ ოქურმა ზურგის არეში ქრონიკული ტკივილით ექიმს მიაკითხა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ოქური დაამშვიდეს - ოპერაცია საჭირო არ არის და ტრავმის მკურნალობას სპეციალური კურსიც უშველის. ლაპარაკია სამკვირიან ინტენსიურ თერაპიაზე, რომლის დროსაც კალათბურთელი ზურგის კუნთების გამყარებაზე იმუშავებს. გუნდთან ერთად ვარჯიში მეჰმეთს აკრძალული აქვს.
შეგახსენებთ, რომ "იუტას" ცენტრმა წლევადელი სეზონის სტარტი გამოტოვა - მაშინ ამის მიზეზი აქილევსის მყესთან დაკავშირებული პრობლემები იყო. რეგულარულში 13 შეხვედრის ჩატარების შემდეგ,
გუნდის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ მკურნალობა შედეგს მოიტანს და ოქური პლეი ოფამდე ჩადგება მწყობრში.
.