NBA -ში სამქულიანების ყველა დროის რეკორდი დაემხო

AutoSharing Option

NBA-ს კლუბ "ბოსტონის" მოთამაშემ რეი ალენმა რეგულარულ ჩემპიონატში ზუსტი სამქულიანი ტყორცნების მიხედვით ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამხო. 11 თებერვლის ღამეს "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" საშინაო მატჩში ალენმა სამი ზუსტი სამქულიანი ტყორცნა შეასრულა და რეჯი მილერის მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც 2560 ზუსტ ტყორცნას შეადგენდა.


რეკორდული ალენის მეორე ზუსტი სამქულიანი ტყორცნა გახდა, რომელიც მან პირველი მეოთხედის ბოლოს შეასრულა. ამის შემდეგ ბოსტონის სტადიონის ტაბლოზე რიცხვი "2561" დაიწერა, მილერმა კი, რომელიც თამაშს ესწრებოდა ალენს მიულოცა.

ალენმა 2561 სამქულიანი 6430 ცდიდან ჩააგდო. ზუსტი ტყორცნების პროცენტმა 39.8 შეადინა.
მილერს 2560 სამქულიანის კალათში მოსათავსებლად 6486 ცდა დასჭირდა (ჩაგდების პროცენტი 39.5).

36 წლის ალენი

NBA-ში "მილუოკი ბაქსში" და "სიეტლ სუპერსონიქსში" თამაშობდა, 2007 წელს კი "ბოსტონში" გადავიდა. 2008 წელს ის NBA-ს ჩემპიონი გახდა. ლიგის ვარსკვლავთა მატჩში ალენმა ათჯერ ითამაშა. 2000 წელს აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში სიდნეის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული