გასულ უქმეებზე რეგულარულ ჩემპიონატში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და მათ მიმოხილვას თანმიმდევრობით შევუდგებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ "კლივლენდ კავალიერზის" მოგება. როგორც იცით, ბაირონ სკოტის გუნდს ზედიზედ 26 მარცხი და ბოლო 37 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა - 18 დეკემბერს "ნიუ იორკის" წინააღმდეგ. და აი, "კავალერებმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" უაღრესად დაძაბულ მატჩში შეწყვიტეს ჩრდილოამერიკული პროფესიული სპორტის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო სერია.
რეგულარული ჩემპიონატის ყველაზე უარესი გუნდის ტრიუმფი გამთამაშებლის, მო უილიამსის გამოჯანმრთელებას
"კლიპერსთან" მატჩი ორმაგად სასიამოვნო იყო "კლივლენდის" ერთ-ერთი ლიდერისთვის, ანტუან ჯეიმისონისთვის. გარდა იმისა, რომ "კავალიერზმა" 26-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, მძიმე ფორვარდმა კარიერაში 18 000 ქულა დააგროვა.
სხვათა შორის, 34 წლის ჯეიმისონი მესამე კალათბურთელი გახდა NBA-ის ისტორიაში, ვინც ერთდროულად 18 ათასი ქულით, 7 ათასი მოხსნითა და 900 სამქულიანით იწონებს თავს. ასეთი შედეგით მხოლოდ ლეგენდარული სკოტი პიპენი და "დალას მავერიქსის" ლიდერი დირკ ნოვიცკი დაიკვეხნიან.
პირველი მატჩი ჩაატარა "იუტა ჯაზმა" ლეგენდარული მწვრთნელის, ჯერი სლოუნის გარეშე. ტაირონ კორბინის დებიუტი "ფინიქსთან" საშინაო წაგებით აღინიშნა. "ჯაზმენებმა" მეორე ტაიმში გაანიავეს 12-ქულიანი უპირატესობა. "სანზმა" სტივ ნეშის მეთაურობით (კანადელმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 18 ქულა, 10 გადაცემა) ბოლო ორი მეოთხედი 51:27 მოიგო, მთლიანად მატჩი - 95:83.
აშკარა ფავორიტის რანგში ჩავიდა "სან ანტონიო" ფილადელფიაში სათამაშოდ. გრეგ პოპოვიჩის გუნდი წელს უმაღლესი დონის კალათბურთს აჩვენებს და შემთხვევით არ ლიდერობს ჩემპიონატს. მაგრამ ამჯერად "სპურსის" კალათბურთელებს თამაში არ წაუვიდათ და "სიქსერზის" წინააღმდეგ თავი შეირცხვინეს - 71:77. სტუმრებს აბსოლუტურად არაფერი გამოსდიოდათ შეტევაში. მათ მეორე ტაიმში მხოლოდ 25 ქულა დააგროვეს, მთლიანად მატჩში - 71, რაც სეზონში საკლუბო ანტირეკორდი გახლავთ. "სან ანტონიომ" თამაშიდან 33.3 პროცენტის სიზუსტით ესროლა და სამქულიანების 17.6 პროცენტი გამოიყენა. "სპურსის" სასტარტო ხუთეულიდან მხოლოდ ტიმ დანკანმა გადალახა ათქულიანი ზღვარი.
ლიდერმა მომდევნო დღეს შეძლო შელახული პრესტიჟის აღდგენა. "სან ანტონიომ" "ვაშინგტონს" 118 ქულა ჩაუგდო. ამჯერად სტუმრების თამაშიდან ზუსტი ტყორცნების პროცენტი 58.4-ს უდრიდა, სამქულიანების - 52.0 პროცენტს.
ისევ გვაკვირვებს "ინდიანას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ფრენკ ვოგელი. ახალბედა სპეციალისტი ენდობა ახალგაზრდა კალათბურთელებს და ისინიც ამართლებენ ამ ნდობას. "ინდიანა" ბოლო მეოთხედის წინ შვიდი ქულით აგებდა "მინესოტას" წინააღმდეგ. სწორედ ამ დროს თავის გამოჩენის შანსი დანტეი ჯონსმა მიიღო. მცველმა, რომელიც დაცვაში კარგი თამაშით არის გამორჩეული, ბოლო 12 წუთში 19 ქულა დააგროვა, რისი წყალობითად "ინდიანას" შვიდქულიანი ჩამორჩენა 11-ქულიან უპირატესობად გადაიქცა. ჯონსმა შვიდიდან ექვსი ბურთი ჩააგდო, მათ შორის - ორი სამქულიანი, არადა აქამდე მთელი სეზონის განმავლობაში სულ რაღაც ორი შორეული ტყორცნა ჰქონდა გამოყენებული. "პეისერსმა" ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ გაიმარჯვა.
11 თებერვალი
ინდიანა-მინესოტა 116:105
31:31, 25:27, 27:32, 33:15
ი: გრეინჯერი (19), ჯონსი (19), დანლივი (15), ჰენსბრო (14), მაკრობერტსი (12), ჯორჯი (11).
მ: ლავი (22+15 მოხსნა), პეკოვიჩი (15), ელინგტონი (14), ჰეივორდი (14), ბრიუერი (12).
ორლანდო-ნიუ ორლეანი 93:99
24:28, 28:33, 28:19, 13:19
ო: ჰოვარდი (20+17 მოხსნა), თურქოგლუ (16+6 პასი), რედიკი (14), კლარკი (14), არენასი (11).
ნ-ო: გრინი (24), უესტი (17+17 მოხსნა), პოლი (15+7 პასი), ჯეკი (13), არიზა (10), ანდერსენი (10).
ფილადელფია-სან ანტონიო 77:71
27:22, 19:24, 14:12, 17:13
ფ: ჰოლიდეი (27), ჰაუსი (13+8 მოხსნა), ბრენდი (8+17 მოხსნა).
ს-ა: დანკანი (16+13 მოხსნა), მაკდაესი (11+11 მოხსნა), ნილი (11), ბლეირი (8+14 მოხსნა).
ტორონტო-პორტლენდი 96:102
19:23, 28:32, 23:17, 26:30
ტ: ოლდრიჯი (29), ბეილესი (18), დეროზანი (17), უიმსი (10), დევისი (6+13 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (37+10 მოხსნა), ფერნანდესი (23), მილერი (13+8 პასი).
შარლოტი-ნიუ ჯერსი 89:94
21:24, 16:28, 23:20, 29:22
შ: ჯექსონი (21), უოლასი (20+9 მოხსნა), დიაო (12), ჰენდერსონი (11), ლივინგსტონი (10).
ნ-ჯ: ლოპესი (31+11 მოხსნა), ჰარისი (16+8 პასი), ჰემფრიზი (15+14 მოხსნა), ვუიაჩიჩი (10).
კლივლენდი-კლიპერსი 126:119 (ო)
29:33, 23:20, 31:28, 27:29, 16:9
კლივ: ჯეიმისონი (35+9 მოხსნა), ჰიქსონი (27+14 მოხსნა), უილიამსი (17+14 პასი), გიბსონი (17), სეშენსი (12+5 პასი).
კლიპ: გრიფინი (32+13 მოხსნა), დევისი (26+7 პასი), ფოიე (23), ბლედსოუ (13), გომესი (10+7 მოხსნა).
დეტროიტი-მაიამი 92:106
21:25, 22:39, 22:22, 27:20
დ: დეი (18), გორდონი (16+7 მოხსნა), პრინსი (11).
მ: უეიდი (24+8 მოხსნა+7 პასი), ბოში (17+10 მოხსნა), ჯეიმსი (16+10 მოხსნა+8 პასი), მილერი (16), ილგაუსკასი (10), ჩელმერსი (10).
ნიუ იორკი-ლეიკერსი 96:113
28:30, 20:32, 20:23, 28:28
ნ-ი: სტაუდმაიერი (24+10 მოხსნა), ფელტონი (20+7 პასი), გალინარი (14), ჩენდლერი (13), მოზგოვი (7+11 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (33+10 მოხსნა), პ. გასოლი (20), ოდომი (14), ბინუმი (12+9 მოხსნა), ბრაუნი (12).
მემფისი-მილუოკი 89:86
20:17, 25:23, 18:28, 26:18
მემ: კონლი (23+8 პასი), იანგი (19+8 მოხსნა), გეი (14+10 მოხსნა), არტური (12+8 მოხსნა), ალენი (10).
მილ: მაგეტი (22), სელმონსი (18+6 პასი), ჯენინგსი (16), ბოგუტი (5+14 მოხსნა).
იუტა-ფინიქსი 83:95
31:19, 25:25, 13:27, 14:24
ი: უილიამსი (19+14 პასი+8 მოხსნა), მაილზი (19), მილსეპი (16), ჰეივორდი (14), ჯეფერსონი (4+12 მოხსნა).
ფ: ნეში (18+10 პასი), უორიკი (16), ლოპესი (14), გორტატი (12+10 მოხსნა).
12 თებერვალი
ატლანტა-შარლოტი 86:88
27:27, 25:12, 20:29, 14:20
ა: სმიტი (28), ჰორფორდი (16+10 მოხსნა), ბიბი (11+6 პასი), ჯონსონი (11).
შ: ჯექსონმა (32), ლივინგსტონი (22), უოლასი (16+13 მოხსნა+7 პასი).
ნიუ ჯერსი-ნიუ იორკი 95:105
21:27, 33:32, 14:13, 27:33
ნ-ჯ: ჰარისი (22), ლოპესი (19), ვუიაჩიჩი (15), ფარმარი (12), ფეივორსი (9+14 მოხსნა), ჰემფრიზი (8+11 მოხსნა).
ნ-ი: ჩენლერი (21+8 მოხსნა+5 დაფარება), დაგლასი (19), ფილდსი (14), ფელტონი (13+11 პასი), უოკერი (11).
ნიუ ორლეანი-ჩიკაგო 88:97
22:24, 31:18, 21:30, 14:25
ნ-ო: ტორნტონი (24), უესტი (17), პოლი (15+6 პასი), ჯეკი (10).
ჩ: როუზი (23+6 პასი), ბუზერი (17+8 მოხსნა), დენგი (14), ბოგანსი (11), ტომასი (4+11 მოხსნა).
მინესოტა-ფილადელფია 87:107
32:28, 18:26, 24:31, 13:22
მ: ლავი (16+13 მოხსნა), ბრიუერი (15), რიდნური (13), ფლინი (12), ტოლივერი (9+10 მოხსნა).
ფ: იანგი (18), მიქსი (16), იგუოდალა (15+7 პასი), უილიამსი (13), ბრენდი (12+9 მოხსნა), ჰოუესი (12), ჰოლიდეი (10).
ვაშინგტონი-სან ანტონიო 94:118
18:37, 27:35, 20:29, 29:17
ვ: ბლეტჩი (16+9 მოხსნა), მარტინი (16), მაკგი (14).
ს-ა: პარკერი (18+8 პასი), ჰილი (18), ნილი (16), ჯეფერსონი (14), ბლეირი (13+12 მოხსნა), ბონერი (12).
ჰიუსტონი-დალასი 102:106
25:23, 19:34, 23:26, 35:23
ჰ: ლოური (26+8 პასი), მარტინი (17), ბატიე (14+7 მოხსნა), ჰილი (10+9 მოხსნა), ჰეიესი (10+7 მოხსნა).
დ: ნოვიცკი (22), სტოიაკოვიჩი (22), მერიონი (14+9 მოხსნა), ჩენდლერი (12+7 მოხსნა), ბარეა (11), კიდი (11).
მილუოკი-ინდიანა 97:103
29:32, 20:19, 23:24, 25:28
მ: დელფინო (21), დულინგი (13), ბოიკინსი (11), ილიასოვა (10), ჯენინგსი (10), ბოგუტი (9+12 მოხსნა).
ი: გრეინჯერი (30), კოლისონი (22), ჰიბერტი (13+8 მოხსნა+6 პასი), ჯორჯი (11+7 მოხსნა).
საკრამენტო-ოკლაჰომა 97:99
24:27, 21:27, 27:21, 25:24
ს: ევანსი (30+9 მოხსნა), კაზინსი (14+12 მოხსნა), კასპი (14+9 მოხსნა), უდრიხი (13+7 პასი), დალემბერი (10), ლენდრი (10).
ო: დურანტი (35), უესტბრუკი (22+7 პასი), ჰარდენი (11+5 ჩაჭრა).
.