NBA. პლეი ოფი: მეფე ნოკდაუნშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველი მატჩის პირწმინდად წაგების შემდეგ, "კლივლენდის" მთავარმა მწვრთნელმა ტაირონ ლიუმ სერიოზული ცვლილებები ვერ შეიტანა საკუთარი გუნდის თამაშში. "კავალიერზი" საკუთარ თავს მხოლოდ პირველ მეოთხედში ჰგავდა, როცა სწრაფი შეტევები გამოსდიოდა და ბურთსაც კარგად ათამაშებდა.

ამის შემდეგ, "მეომრები" სწრაფ ხუთეულზე გადავიდნენ და "კლივლენდმა" ბოლო ორ მეოთხედში 18 და 15 ქულა დააგროვა. ეს იმიტომ, რომ სტუმრების ლიდერები ისევ ცდილობდნენ შეტევების ინდივიდუალურად დასრულებას, მაგრამ, ისევე როგორც პირველ მატჩში, ამან შედეგი ვერ მოიტანა.


როგორც ფინალური სერია აჩვენებს, "კლივლენდს" სულაც არ ჰყოლია "დიდი ტრიო". კევინ ლავი და
კაირი ირვინგი საერთოდ არ ჰგვანან გუნდის მეორე და მესამე ლიდერებს და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რიჩარდ ჯეფერსონმა თითქმის იმდენი ქულა დააგროვა, რამდენიც ამ დუეტმა ერთად.

ირვინგმა შეხვედრა "-26" სარგებლიანობის კოეფიციენტით დაასრულა, ლავმა კი საერთოდ ვერ ჩაამთავრა მატჩი, რადგან ჰარისონ ბარნსთან შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო.

ასე რომ, ლებრონ ჯეიმსი ისევ მარტო დარჩა. და სათანადო მხარდაჭერის გარეშე, "მეფე" ვეღარ ბრწყინავს. მას არ აქვს დამაჯერებლობა სროლის დროს, მაშინაც კი, როცა არავინ იჭერს. ასეთ დროს, ის პარტნიორებს ეძებს, მაგრამ დასახმარებლად არავინ მოდის. სახასიათოა, რომ საუკეთესო მონაკვეთი "კლივლენდს" პირველ მეოთხედში ჰქონდა, რომელიც მის სასარგებლოდ დასრულდა - 21:19.

ლებრონს ამ 12 წუთში ქულა არ აუღია, სამაგიეროდ, ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა, სამჯერ მოხსნა ბურთი და სამი ჩაჭრაც დაუმატა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თუ "გოლდენ სტეიტის" დამარცხება გსურს, გუნდური კალათბურთი უნდა ითამაშო, რაც მომდევნო სამ მეოთხედში "კლივლენდს" არ ჰქონია.

* * *
მეორე მატჩის შემდეგ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ სრულად ჩაერთნენ ფინალურ სერიაში სტივენ კარი და კლეი ტომპსონი (წინა მატჩში ჯამში 20 ქულა დააგროვეს), რომლებმაც, შესაბამისად, 18 და 17 ქულა მიითვალეს. მაგრამ მათი წვლილი "გოლდენ სტეიტის" თამაშში მშრალი ციფრებით არ შემოიფარგლება.

ტომპსონი ბრწყინვალედ გამოიყურება დაცვაში და ირვინგის საშინელი თამაში, დიდ წილად, მისი დამსახურებაა. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი როლი "მეომრების" მიერ ბურთის მოძრაობაში. თუმცა, ამასთან, არც ერთს არ უჩვენებია ამ სერიაში თავისი მაქსიმუმი და არავინ იცის, როდის აფეთქდებიან ისინი. იმავე კარიმ, გუშინ, ჩვეულ სათამაშო დროზე 10 წუთით ნაკლები გაატარა მოედანზე, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მის გუნდს საფინალო სირენამდე დიდი ხნით ადრე გადაეწყვიტა მატჩის ბედი.

დღის MVP კი, ამჯერად, დრეიმონდ გრინი გახდა. ფორვარდმა შეხვედრა 28 ქულით, 7 მოხსნითა და 5 შედეგიანი პასით დაასრულა, თან ხუთი სამქულიანი ჩააგდო. საინტერესოა, რომ მას მთელი მატჩი ლებრონ ჯეიმსი მეურვეობდა. აი, სწორედ ასე უნდა მოქმედებდეს გუნდის მესამე ვარსკვლავი. სანამ "კავალიერზი" კონცენტრირებულია იმაზე, რომ კარი და ტომპსონი შეაჩეროს, გრინი თავის შანსებს მაქსიმალურად იყენებს.

გ. სტეიტი-კლივლენდი 110:77
19:21, 33:23, 30:18, 28:15
გ-ს: გრინი (28+7 მოხსნა+5 პასი), კარი (18+9 მოხსნა+4 პასი), ტომპსონი (17+5 პასი), ბარბოზა (10), იგუოდალა (7+5 მოხსნა+3 პასი), ლივინგსტონი (7+5 პასი), კლარკი (7), ეზელი (6), ბარნსი (5+5 მოხსნა), სპეიტსი (3), ბოგუტი (2+6 მოხსნა+5 დაფარება).
კ: ჯეიმსი (19+9 პასი+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯეფერსონი (12+5 მოხსნა), ირვინგი (10+3 ჩაჭრა), ტომპსონი (8+5 მოხსნა), დელავედოვა (7), ლავი (5), მოზგოვი (5), სმიტი (5), ჯონსი (3), შამპერტი (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (54.3/35.4), სამქულიანები (45.5/21.7), საჯარიმოები (70/66.7).
სერია: 2-0

დღის რიცხვები
- გუშინდელი მატჩის მოგების შემდეგ, "გოლდენ სტეიტმა" 2015-16 წლების სეზონში 87-ე გამარჯვება მოიპოვა (რეგულარული ჩემპიონატის მატჩების გათავლისწინებით), რაც 1995-96 წლების სეზონის "ჩიკაგოს" რეკორდის გამეორებაა.

- ლებრონ ჯეიმსმა ფინალური სერიის პირველი მატჩის წაგების შემდეგ, ზედიზედ ცხრაჯერ მოიგო მეორე შეხვედრა. გუშინ, ეს სერია შეწყდა.

- სტივენ კარიმ გუშინდელ მატჩში ოთხი სამქულიანი ჩააგდო. "გოლდენ სტეიტის" მცველმა გააგრძელა შთამბეჭდავი სერია - ის პლეი ოფში ზედიზედ 53 მატჩში აგდებს მინიმუმ ერთ შორეულ ტყორცნას.

- ლებრონ ჯეიმსმა შეწყვიტა NBA-ის ფინალურ სერიებში 16-მატჩიანი სერია, როცა მინიმუმ 20 ქულას აგროვებდა მატჩში. გუშინ, "კლივლენდის" ლიდერმა 19 ქულა დააგროვა.

- "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივენ კარიმ გაიმეორა ფილ ჯექსონის რეკორდი - პლეი ოფის პირველ 40 მატჩში 30-ჯერ მოიგო.

- "გოლდენ სტეიტმა" NBA-ის ფინალური სერიის რეკორდი დაამყარა: პირველი ორი მატჩი 48 ქულის სხვაობით მოიგო.

მატჩის სტენოგრამა
I მეოთხედი: 0:2, 0:4, 2:4, 2:6, 4:6, 4:8, 6:8, 6:10, 8:10, 11:10, 11:13, 13:13, 15:13, 17:13, 17:14, 17:15, 19:15, 19:17, 19:18, 19:19, 19:21

II მეოთხედი: 22:21, 22:24, 22:26, 22:28, 25:28, 27:28, 29:28, 31:28, 31:29, 31:30, 34:30, 37:30, 39:30, 41:30, 42:30, 42:33, 42:35, 45:35, 48:35, 48:36, 48:37, 50:37, 52:37, 52:39, 52:41, 52:43, 52:44

III მეოთხედი: 52:46, 55:46, 57:46, 57:47, 57:49, 60:49, 60:51, 62:51, 62:53, 65:53, 67:53, 69:53, 69:55, 70:55, 70:57, 71:57, 74:57, 74:59, 76:59, 78:59, 79:59, 79:62, 82:62

IV მეოთხედი: 85:62, 87:62, 89:62, 91:62, 91:64, 93:64, 95:64, 97:64, 97:66, 97:67, 97:68, 99:68, 100:68, 100:69, 100:70, 100:73, 100:75, 101:75, 102:75, 105:75, 108:75, 108:76, 110:76, 110:77

ლებრონ ჯეიმსი აგებს და ანტირეკორდებს ამყარებს

ლებრონ ჯეიმსი,დრეიმონდ გრინი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული