NBA. ფინალური სერია: მატჩის ციფრები

AutoSharing Option
- შვიდი სამქულიანის გამოყენებით, სტივენ კარიმ პლეი ოფში 55-მდე აიყვანა მატჩების სერია, რომლის დროსაც მინიმუმ ერთ სამქულიანს აგდებდა შეხვედრაში.

- "გოლდენ სტეიტმა" მე-15 მატჩი მოიგო პლეი ოფში და 88-ე სეზონში (რეგულარული ჩემპიონატის მატჩების ჩათვლით). ეს NBA-ის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი (87 მოგება) "ჩიკაგო ბულზს" ჰქონდა 1995-96 წლების სეზონში.

- სერიის მეოთხე მატჩში 17 სამქულიანის გამოყენებით, "გოლდენ სტეიტმა" ფინალური სერიებისთვის ახალი რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდის მფლობელი (16 სამქულიანი) იყო "სან ანტონიო სპურსი".

- სტივენ კარი 38 ქულით მერვე მოთამაშე გახდა 1984
წლის შემდეგ, ვისაც ფინალურ სერიაში ასეთი მონაგარი ჰქონდა.

- კარის ფინალურ სერიებში 42 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდა, რითაც გაუთანარდა მეექვსე ადგილზე მყოფ მანუ ჯინობილისა და მაიკლ ჯორდანს დაეწია.

კლივლენდი-გ. სტეიტი 97:108
28:29, 27:21, 22:29, 20:29
კ: ირვინგი (34+4 პასი+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (25+13 მოხსნა+9 პასი+3 დაფარება), ლავი (11+5 მოხსნა), ტომპსონი (10+7 მოხსნა), სმიტი (10), ჯეფერსონი (3+6 მოხსნა), დელავედოვა (2), შამპერტი (2).
გ-ს: კარი (38+6 პასი+5 მოხსნა), ტომპსონი (25), ბარნსი (14+8 მოხსნა), იგუოდალა (10+7 პასი+6 მოხსნა), გრინი (9+12 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება), ლივინგსტონი (8), ვარეჟაო (2), მაკადუ (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.9/40.7), სამქულიანები (24/47.2), საჯარიმო (57.7/80.6).
სერია: 1-3

კარის ლანძღვა ისჯება
"კლივლენდის" გულშემატკივარი მო ვადანი სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც შეურაცხმყოფელი შეტყობინება გაუგზავნა "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებლის სტივენ კარის დას.

ვადანის "ტვიტში" შეურაცხმყოფელი სიტყვები იყო კალათბურთერის ოჯახის წევრთა მისამართით, მათ შორის, მოხსენიებული იყო კარის ქალიშვილი რაილი.

მოგვიანებით, ვადანის დამქირავებელმა კარის ოჯახს ბოდიში მოუხადა და შეატყობინა თავისი თანამშრომლის გათავისუფლებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხალხო ნუ გამაგიჟეთ სტეფანი სტივენად როგორ იკითხება
dd
13 ივნისი 2016 13:09
0
სტეფ თუ სტივენის შემოკლებაა, სტივი რისი შემოკლებაა გოგონებო?
:–)
13 ივნისი 2016 12:50
0
არაფერი არ შეშლიათ,კარის სრული სახელია Stephen რაც იკითხება როგორც სტივენ,ხოლო სტეფი არის შემოკლებული ვარიანტი
ასდასდ
13 ივნისი 2016 12:08
0
ზუსტად წერია სტატიაში,კარის სრული სახელია Stephen რაც იკითხება როგორც სტივენ,ხოლო შემოკლებით ამბობენ Steph რაც გამოითქმის როგორც სტეფ
fsaafd
13 ივნისი 2016 12:04
0
ეხლა იტყვიან მექანიკურად შეგვეშალაო :D:D:D
ლოლზ
+_)*_s
13 ივნისი 2016 11:49
0
ცოტა უხერხულია; კარის სტივენი კი არა, სტეფი ჰქვია. სტივენ კერი იმავე გუნდის მწვრთნელია
+_)*
13 ივნისი 2016 07:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული