როგორც წესი, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" დამრიგებელი ფილ ჯექსონი ურთულეს მომენტებშიც ინარჩუნებს სიმშვიდესა და კარგ ხასიათს, მაგრამ გუშინ ლეგენდარულმა მწვრთნელმა მძიმედ გადაიტანა მისი გუნდის "შარლოტთან" განადგურება - 89:109.
"მრცხვენია ჩემი გუნდის თამაშის გამო. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა", - ასეთი კომენტარი გაუკეთა გუშინდელ მარცხს NBA-ის ყველა დროის ტიტულოვანმა მწვრთნელმა. "ორლანდოსთან" წაგების შემდეგ ჩემპიონები ჩრდილოეთ კაროლინას დაღლილები და გამოფიტულები ეწვივნენ, მათმა ლიდერმა კობი ბრაიანტმა კი ავადმყოფობის გამო ვარჯიში გამოტოვა. მიუხედავად ამისა, მოედანზე ის მაინც გავიდა და პარტნიორებთან ერთად შეირცხვინა თავი. კობის ძალა და სისწრაფე
ბრაიანტის მდგომარეობას ყველაზე კარგად საჯარიმოების რაოდენობა ასახავს. "ორლანდოსა" და "შარლოტის" წინააღმდეგ 68 წუთი გაატარა მოედანზე და მხოლოდ ოთხი თავისუფალი ტყორცნა შეასრულა, რაც "შავი მამბას" პასიურობაზე მიუთითებს. თუმცა "შარლოტიც" უნდა შევაქოთ - ამ გუნდმა ბოლო ათ მატჩში რვაჯერ მოუგო კალიფორნიულ გრანდს, მთელი ისტორიის განმავლობაში კი "ლეიკერსმა" 13 დუელიდან მხოლოდ ხუთი დაასრულა თავის სასარგებლოდ. "შარლოტის" გარდა "ლეიკერსთან" დადებითი ბალანსი მხოლოდ ერთ გუნდს - "ბოსტონს" აქვს.
აქვე ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემი - გუშინდელ დღემდე "ლეიკერსს" ზედიზედ 99 მატჩი არ წაეგო 20 ან მეტი ქულის სხვაობით.
ამასობაში, სატურნირო მდგომარეობას იმყარებს "სან ანტონიო". ამჯერად გრეგ პოპოვიჩის გუნდმა შანსი არ დაუტოვა "ნიუ ჯერსის". მასპინძლები მხოლოდ მეოთხედნახევარი ეწინააღმდეგებოდნენ ლიდერს, რის შემდეგაც ვეღარ გაუძლეს მეტოქის ზეწოლას. "სპურსის" ბრწყინვალე დაცვამ "ნიუ ჯერსის" არც ერთ კალათბურთელს არ დააგროვებინა 11-ზე მეტი ქულა.
დაცვაში კარგი თამაშის გარდა, უნდა აღვნიშნოთ "სან ანტონიოს" ბრწყინვალე გუნდური მოქმედება. "სპურსის" რიგებში ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა მოაგროვა 10 და მეტი ქულა. ჩვეულებრივ ყველაზე შედეგიანი მანუ ჯინობილი გახდა. სწორედ არგენტინელის სამქულიანებმა საბოლოოდ მოუღეს ბოლო აუთსაიდერს. ასე რომ, "სპურსი" კიდევ უფრო დაშორდა დასავლეთში კონკურენტებს და მორიგი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობის მოსაპოვებლად.
კვირის მოთამაშეები
"ორლანდო მეჯიქის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი და "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.
აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატმა ჰოვარდმა გასულ კვირას ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხივეში ორმაგი დუბლი შეასრულა. ამჟამად "სუპერმენს" ზედიზედ 14 დაბლ-დაბლი აქვს. ჰოვარდი საშუალოდ 16.8 ქულას აგროვებდა და თამაშიდან 66.7 პროცენტის სიზუსტით ისროდა. 8 თებერვალს "კლიპერსის" წინააღმდეგ დუაიტმა სეზონში მეხუთედ გადააჭარბა ერთდროულად 20-ქულიან და 20-მოხსნიან ზღვარს.
დასავლეთში საუკეთესო ოლდრიჯმა თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა და თითო შეხვედრაში მინიმუმ 36 ქულა დააგროვა. პორტლენდელმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ჩიკაგოსთან" მატჩში, რომელშიც 42 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა. ოლდრიჯი გასულ კვირას 63.1 პროცენტის სიზუსტით ისროდა.
ჰოვარდის კვირა
8 თებერვალი. ორლანდო-კლიპერსი 101:85. 22 ქულა, 20 მოხსნა.
9 თებერვალი. ფილადელფია-ორლანდო 95:99. 30 ქულა, 17 მოხსნა.
11 თებერვალი. ორლანდო-ნიუ ორლეანი 93:99. 20 ქულა, 17 მოხსნა, 3 დაფარება.
13 თებერვალი. ორლანდო-ლეიკერსი 89:75. 31 ქულა, 13 მოხსნა, 3 დაფარება.
ოლდრიჯის კვირა
7 თებერვალი. პორტლენდი-ჩიკაგო 109:103. 42 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა.
11 თებერვალი. პორტლენდი-ტორონტო 102:96. 37 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება.
13 თებერვალი. დეტროიტი-პორტლენდი 100:105. 36 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯერალდ უოლასი ("შარლოტი"), დერეკ როუზი ("ჩიკაგო"), დენი გრეინჯერი ("ინდიანა"), კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი"), სტივ ნეში ("ფინიქსი") და დეჟუან ბლეირი ("სან ანტონიო").
ნიუ ჯერსი-სან ანტონიო 85:102
23:27, 25:32, 18:21, 19:22
ნ-ჯ: ლოპესი (11+10 მოხსნა), აუთლო (11), ფარმარი (10+7 პასი), ჰარისი (10).
ს-ა: ჯინობილი (22), დანკანი (15+11 მოხსნა), პარკერი (13+7 პასი+6 მოხსნა), ჰილი (13), ნილი (11), ბლეირი (10+11 მოხსნა).
შარლოტი-ლეიკერსი 109:89
24:22, 25:21, 29:17, 31:29
შ: უოლასი (20+11 მოხსნა), ჰენდერსონი (18), დიაო (16), მოჰამედი (16).
ლ: ბრაიანტი (20+5 მოხსნა), გასოლი (17+10 მოხსნა+5 პასი), არტესტი (10+5 მოხსნა+5 პასი).
დეტროიტი-ატლანტა 79:94
27:20, 14:33, 17:21, 11:20
დ: მაკგრეიდი (14), ვილანუევა (13), სტაკი (12), დეი (11+5 მოხსნა), პრინსი (10).
ა: სმიტი (27+14 მოხსნა), ბიბი (17+7 პასი+6 მოხსნა), უილიამსი (15+8 მოხსნა), ჯონსონი (14+6 პასი), ჰორფორდი (10+5 პასი).
მილუოკი-კლიპერსი 102:78
22:17, 25:28, 24:20, 31:13
მ: დელფინო (26+9 მოხსნა), ჯენინგსი (20+5 მოხსნა), სალმონსი (16+12 პასი), მბა ა მუტე (13+10 მოხსნა), ბროკმანი (11), ბოგუტი (10).
კ: დევისი (22+6 პასი), გრიფინი (19+12 მოხსნა+6 პასი), ფოიე (16).
მინესოტა-პორტლენდი 81:95
14:29, 34:27, 13:21, 20:18
მ: უებსტერი (17+6 მოხსნა), რიდნური (16), მილიჩიჩი (15+5 მოხსნა), ელინგტონი (13+5 პასი), ლავი (12+11 მოხსნა).
პ: მეტიუზი (23+7 მოხსნა), ოლდრიჯი (21+6 მოხსნა+5 პასი), კანინგემი (18+13 მოხსნა), ფერნანდესი (18).
ჰიუსტონი-დენვერი 121:102
19:32, 39:22, 30:14, 33:34
ჰ: ლი (22+6 მოხსნა), ბრუქსი (18), ბატიე (17+5 პასი), ბადინგერი (15+6 მოხსნა), მარტინი (13), ჰილი (11+6 მოხსნა), სკოლა (10+8 მოხსნა).
დ: აფლალო (17), ენტონი (16), ბილაპსი (15), ნენე (12+9 მოხსნა), ჰარინგტონი (12), ანდერსონი (11+5 მოხსნა).
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ბოსტონი* 53 39 14 73.6
2. მაიამი* 54 39 15 72.2
3. ჩიკაგო* 52 36 16 69.2
4. ატლანტა 54 34 20 63.0
5. ორლანდო 56 35 21 62.5
6. ნიუ იორკი 53 27 26 50.9
7. ფილადელფია 54 26 28 48.1
8. ინდიანა 52 24 28 46.2
9. შარლოტი 55 24 31 43.6
10. მილუოკი 54 21 33 38.9
11. დეტროიტი 56 20 36 35.7
12. ნიუ ჯერსი 56 17 39 30.4
13. ვაშინგტონი 53 15 38 28.3
14. ტორონტო 55 15 40 27.3
15. კლივლენდი 55 9 46 16.4
დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო* 55 46 9 83.6
2. დალასი 54 38 16 70.4
3. ლეიკერსი* 56 38 18 67.9
4. ოკლაჰომა* 53 34 19 64.2
5. ნიუ ორლეანი 56 33 23 58.9
6. პორტლენდი 55 31 24 56.4
7. იუტა 55 31 24 56.4
8. დენვერი 56 31 25 55.4
9. მემფისი 56 30 26 53.6
10. ფინიქსი 52 26 26 50.0
11. ჰიუსტონი 56 26 30 46.4
12. გ. სტეიტი 53 24 29 45.3
13. კლიპერსი 55 20 35 36.4
14. საკრამენტო 51 13 38 25.5
15. მინესოტა 55 13 42 23.6
ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 29.1
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 26.2
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 26.1
კობი ბრაიანტი (ლეი) 25.3
მონტა ელისი (გ-სტ) 25.3
დუეინ უეიდი (მაი) 25.0
კარმელო ენტონი (დენ) 24.9
დერიკ როუზი (ჩიკ) 24.7
ერიკ გორდონი (კლიპ) 24.1
კევინ მარტინი (ჰიუ) 23.2
მოხსნა
კევინ ლავი (მინ) 15.4
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 13.9
ზაკ რენდოლფი (მემ) 13.3
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.7
პაუ გასოლი (ლეი) 10.3
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 10.1
ელ ჰორფორდი (ატლ) 9.8
ტაისონ ჩენდლერი (დალ) 9.4
კრის ჰემფრიზი (ნ-ჯერ) 9.4
ლამარ ოდომი (ლეი) 9.3
პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 12.3
სტივ ნეში (ფინ) 11.2
კრის პოლი (ნ-ორლ) 9.7
დერონ უილიამსი (იუტ) 9.7
ჯონ უოლი (ვაშ) 9.1
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 9.0
ხოსე კალდერონი (ტორ) 8.9
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.5
ჯეისონ კიდი (დალ) 8.2
დერიკ როუზი (ჩიკ) 8.1
ჩაჭრა
კრის პოლი (ნ-ორლ) 2.5
რაჟონ რონდო (ბოს) 2.4
მონტა ელისი (გ-სტ) 2.2
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.8
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორ) 1.8
ტონი ალენი (მემ) 1.7
მაიკ კონლი (მემ) 1.7
რუდი გეი (მემ) 1.7
ჯეისონ კიდი (დალ) 1.7
ტაირეკ ევანსი (საკ) 1.7
დაფარება
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.8
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.4
დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.3
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.2
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.1
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.1
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.0
მარკუს კემბი (პორ) 1.9
ელ ჯეფერსონი (იუტ) 1.9.
.