"მაიამი ჰიტი" კვლავინდებურად აგრძელებს არასტაბილურ თამაშს - შთამბეჭდავი მოგებათა სერიის შემდეგ ფლორიდულმა კლუბმა ისევ დაამუხრუჭა და გუშინ კინაღამ დათმო შეხვედრა "ინდიანა პეისერსთან". "დიდ ტრიოს" პრობლემები არ ჰქონია - ჯეიმსმა, უეიდმა და ბოშმა ერთად 90 ქულა დააგროვეს, მაგრამ სათადარიგო მოთამაშეებმა (ერიკ დამპიეს გამოკლებით) ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს და მათ მოედანზე ყოფნას არანაირი აზრი არ ჰქონდა.
ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა დუეინ უეიდს. სტარტზე მან პირველი რვა ტყორცნა ასპროცენტიანი სიზუსტით გამოიყენა
მესამე მეოთხედის დასაწყისში კი "პეისერსმა" წინ გასვლაც მოახერხა - ეს ჯოშ მაკრობერტსის ტყორცნის შემდეგ მოხდა, ცოტა ხანში კი მასპინძელთა უპირატესობა 5 ქულამდე გაიზარდა.
მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოვიდნენ გონს ფავორიტები. "მაიამიმ" აამუშავა თავისი საფირმო დაცვა და მეტოქეს უკანასკნელ 12 წუთში 23-დან მხოლოდ 6 ტყორცნა ჩააგდებინა, ჯეიმსისა და ბოშის 19 ქულის წყალობით კი შვიდქულიანი უპირატესობა მოიპოვა და ის საფინალო სირენამდე შეინარჩუნა.
* * *
"იუტა ჯაზმა" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯერი სლოუნის წასვლის შემდეგ მეორე მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მეორედ წააგო, თანაც ისევ "ფინიქსთან". სასტარტო მეოთხედი ჩენინგ ფრაის ბენეფისად იქცა. ცენტრმა თამაშიდან შვიდივე ტყორცნა (მათ შორის - 5 სამქულიანი) ჩააგდო და 19 ქულა დააგროვა. მაგრამ, ისევე როგორც "ინდიანასა" და "მაიამის" შემთხვევაში, აქაც ჩამორჩენილმა გუნდმა მოახერხა მატჩისთვის ინტრიგის შენარჩუნება - 53:50.
საფინალო სირენამდე 7 წუთითა და 12 წამით ადრე 16:5 გაქცევის წყალობით "ჯაზმენებმა" მატჩში მაქსიმალურ უპირატესობას (8 ქულა) მიაღწიეს. მაგრამ შემდეგ "ფინიქსმა" ზედიზედ 11 ქულა დააგროვა და თამაში დაძაბული ფინალით დასრულდა. ბოლო წუთზე დერონ უილიამსმა მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა. იქვე ფრაიმ ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო და 31 ქულით შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. ამის შემდეგ მილსეპმა დაკარგა ბურთი, ხოლო ნეშმა ორი ზუსტი საჯარიმოთი წერტილი დაუსვა შეხვედრას.
"მემფისი" აგრძელებს წარმატებულ ბრძოლას პლეი ოფის საგზურისთვის. დასავლეთი კონფერენციის მეცხრე გუნდი საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა აღმოსავლეთის მერვეადგილოსან "ფილადელფიას" და 102:91 გაიმარჯვა. "გრიზლისმა" პირველი მეოთხედი 26:10-ს მოიგო, მეორეში კი მისი უპირატესობა 18 ქულამდე გაიზარდა. მასპინძლებს არც დიდი შესვენების შემდეგ ჰქონიათ პრობლემები. მატჩის მეორე ნახევარში გაიბრწყინა გამთამაშებელმა მაიკ კონლიმ, რომელმაც პირველ ტაიმში ვერცერთი ბურთი ვერ ჩააგდო. მესამე და მეოთხე მეოთხედებში 14-დან 9 ტყორცნა მოათავსა კალათში, მათ შორის - ხუთიდან ოთხი სამქულიანი და 22 ქულა მიითვალა. მისმა ბრწყინვალე კალათბურთმა "დათვებს" ზედიზედ მეოთხედ და ბოლო 16 მატჩში მეცამეტედ მოაგებინა.
"საკრამენტოს" დისკვალიფიკაციამოხდილი დემარკუს კაზინსი დაუბრუნდა, მაგრამ მისი ორმაგი დუბლის მიუხედავად, მაინც წააგო "ოკლაჰომასთან", რომელმაც იმ დღეს ფანტასტიკური კალათბურთი აჩვენა. "თანდერმა" მიმდინარე სეზონის ორი საკლუბო რეკორდი დაამყარა - პირველ ტაიმში 68 ქულა დააგროვა, მთლიანად მატჩში - 126. არადა, "ოკლაჰომას" ლიდერ კევინ დურანტს იმ საღამოს ტყორცნა არ წაუვიდა - თამაშიდან 18-ჯერ ისროლა და მხოლოდ ხუთჯერ იყო ზუსტი. სამაგიეროდ, სხვა კალათბურთელებმა გამოიჩინეს თავი - მასპინძელთა შვიდმა მოთამაშემ შეძლო მინიმუმ ათი ქულის დაგროვება.
* * *
გუშინდელი სათამაშო დღეს ორი კალათბურთელისთვის იყო გამორჩეული. გარდა იმისა, რომ "ფინიქსის" გამთამაშებელმა სტივ ნეშმა "იუტას" წინააღმდეგ 20 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, მან NBA-ის ყველა დროის საუკეთესო ასისტენტთა სიაში გერი პეიტონი ჩამოიტოვა უკან. ახლა კანადელი ამ სიაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება - მამ 8972 შედეგიანი პასი აქვს, პეიტონს - 8966. გარდა ამისა, ნეშმა სამი სამქულიანი ჩააგდო და ყველა დროის სნაიპერთა დავაში მეათე ადგილზე მყოფ ედი ჯონსს გაუთანაბრდა- ორივეს 1546 სამქულიანი აქვთ ჩაგდებული. მეცხრე ადგილზე მყოფ გლენ რაისამდე "კაპიტან კანადას" სულ რაღაც 13 სამქულიანი დარჩა.
"ჩიკაგომ" შინ ლეგენდარული მაიკლ ჯორდანისა და სკოტი პიპენის თანდასწრებით მოუგო "შარლოტს" - 106:94. ლუოლ დენგი 24 ქულით ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო, "ხარების" ვეტერანმა კურტ ტომასმა კი კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა. 38 წლის ფორვარდი 96-ე კალათბურთელია ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
ინდიანა-მაიამი 103:110
19:41, 35:17, 29:24, 20:28
ი: ჰიბერტი (18+7 მოხსნა), ჰენსბრო (16+5 მოხსნა), გრეინჯერი (14+9 მოხსნა), ჯორჯი (14+5 მოხსნა).
მ: უეიდი (41+12 მოხსნა), ჯეიმსი (27+6 მოხსნა+5 პასი), ბოში (22+8 მოხსნა).
ჩიკაგო-შარლოტი 106:94
29:23, 23:22, 26:28, 28:21
ჩ: დენგი (24), როუზი (18+13 პასი), ბუზერი (16+9 მოხსნა), კორვერი (15), გიბსონი (11).
შ: ჰენდერსონი (22+5 მოხსნა), ჯექსონი (20+6 პასი), დიაო (18), ლივინგსტონი (13).
ოკლაჰომა-საკრამენტო 126:96
37:24, 31:26, 32:25, 26:21
ო: კუკი (20+5 მოხსნა), დურანტი (17+7 მოხსნა), კრსტიჩი (16), გრინი (16), იბაკა (15+9 მოხსნა), ჰარდენი (12), უესტბრუკი (10+11 პასი).
ს: კაზინსი (21+13 მოხსნა), კასპი (14), ჯეტერი (13+7 პასი), გრინი (10+7 მოხსნა), ტომპსონი (10+6 მოხსნა).
მემფისი-ფილადელფია 102:91
26:10, 29:34, 22:31, 25:16
მ: კონლი (22+5 ჩაჭრა), რენდოლფი (21+10 მოხსნა+7 პასი), იანგი (12+5 მოხსნა), გეი (11), ალენი (10).
ფ: იანგი (23+5 მოხსნა), უილიამსი (18+5 მოხსნა), ბრენდი (13+8 მოხსნა), ჰოლიდეი (10+5 პასი).
ფინიქსი-იუტა 102:101
29:27, 21:26, 26:20, 26:28
ფ: ფრაი (31+11 მოხსნა), ნეში (20+14 პასი), გორტატი (11+7 მოხსნა), პიეტრუსი (11), კარტერი (10), ჰილი (10).
ი: ჯეფერსონი (32+10 მოხსნა), მაილზი (19), მილსეპი (13+5 მოხსნა), უილიამსი (11+11 პასი+6 მოხსნა), უოტსონი (11).
გ. სტეიტი-ნიუ ორლეანი 102:89
22:32, 36:21, 25:18, 19:18
გ-ს: ელისი (21), რაიტი (16+5 მოხსნა+5 პასი), ლი (16), კარი (14+8 პასი), რადმანოვიჩი (13).
ნ-ო: უესტი (15+7 მოხსნა), ბელინელი (15), გრინი (12), პოლი (11+10 პასი), არიზა (11+6 მოხსნა).