შემადგენლობებს თუ გადავხედავთ, გასაკვირი იყო შარშანდელი დრაფტის მეორე ნომრის ევან ტერნერის არყოფნა. მისი ადგილი "ადგილობრივმა" ერიკ ბლედსოუმ დაიკავა. რაც შეეხებათ "მეორეწლიანებს", შარშანდელი ანალოგიური მატჩის MVP ტაირიკ ევანსი
მთელი შეხვედრის განმავლობაში პრაქტიკულად იგნორირებული იყო დაცვა. უფრო გამოცდილმა "მეორეწლიანებმა" მეტოქეზე დამაჯერებლად დაიწყეს. პირველი წუთებიდან ბოლომდე ამ გუნდის მთავარი მოქმედი პირი დეჟუან ბლეირი გახდა, მაგრამ დებიუტანტებმა სწრაფად აუღეს ალღო მეტოქის თამაშს და გაათანაბრეს ანგარიში.
ბუნებრივია, ადგილობრივი პუბლიკა ბლეიკ გრიფინის შოუს ელოდა. თუმცა "კლიპერსის" ლიდერი არ ჩქარობდა თავის გამოჩენას. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოასწრო თავისი საფირმო ჩატენვების შესრულება და ამით თავისი არსებობის შესახებ შეგვახსენა. დებიუტანტებში დემარკუს კაზინსს მიჰყავდა თამაში. "საკრამენტოს" ცენტრი სამართლიანად იღებდა საკუთარ თავზე თამაშს და ბომბარდირებს შორის ლიდერი გახდა.
შესვენების შემდეგ დებიუტანტთა მცირე უპირატესობა გამოიკვეთა. მართალია, სხვაობა მიზერული იყო, მაგრამ ახალბედები მეტოქეს წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მეორე ტაიმში ჯონ უოლის ჯერი დადგა. წლევანდელი დრაფტის პირველი ნომერი ცოტას უტევდა, სამაგიეროდ შედეგიან გადაცემებს უხვად არიგებდა. ასევე შეიცვალა ლიდერი "მეორეადგილოსნებს" შორის - ჯეიმს ჰარდენი გააქტიურდა, რომელმაც ეფექტური ჩატენვებითა და ოთხი სამქულიანით (ყველაზე მეტი მატჩი) დებიუტანტებს გაქცევის საშუალება არ მისცა.
საფინალო სირენამდე დაახლოებით რვა წუთით ადრე გაჩნდა დაცვაში თამაშის მცდელობა. მსაჯებმა პერსონალურების დარიგება დაიწყეს, კალათბურთელებს კი აღარ ეზარებოდათ მეტოქის სროლისას ხელების მაღლა აწევა. ბოლო წუთების გმირი გახდა "სან ანტონიოს" სნაიპერი გარი ნილი. ტყორცნების დროს მისმა შესაშურმა სიზუსტემ განაპირობა მატჩის ბედი.
გასარკვევი იყო MVP-ის ვინაობა. არჩევანი კაზინსსა და უოლს შორის უნდა გაკეთებულიყო. ცენტრი მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა (თამაში 33 ქულითა და 14 მოხსნით), მაგრამ ეს ორმაგი დუბლი უოლის 22-მა შედეგიანმა პასმა გადაწონა. ამ მაჩვენებლით ის ამ შეხვედრის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.
დებიუტანტები-მეორეწლიანები 148:140
71:69, 77:71
დ: კაზინსი (33+14 მოხსნა), ჯონსონი (25), ნილი (20), ფილდსი (15+6 მოხსნა), მონრო (14+8 მოხსნა), გრიფინი (14), უოლი (12+22 მოხსნა), ფეივორსი (9), ბლედსოუ (6+7 მოხსნა+5 პასი).
მ: ჰარდენი (30), ბლეირი (28+15 მოხსნა), მეტიუზი (15+6 პასი), იბაკა (14+5 მოხსნა), დეროზანი (14), კარი (13+8 პასი+6 მოხსნა), ჰოლიდეი (10), ჯენინგსი (8+7 პასი), გიბსონი (8).
* * *
ვარსკვლავური უქმეების მეორე დღე ტრადიციულ კონკურსებს დაეთმო. ასეთი ოთხი იყო: შჰოოტინგ შტარს (სხვადასხვა პოზიციებიდან ტყორცნების სიზუსტის კონკურსი), შკილლს ჩჰალლენგე (კონკურსი დრიბლინგზე, ტყორცნასა და სროლაზე), 3-Pტ ჩონტესტ (სამქულიანების კონკურსი), შლამ Dუნკ (ჩატენვების კონკურსი).
პირველ კონკურსში, რომელიც მეათედ ტარდებოდა, მონაწილეობას იღებდნენ ატლანტას, ლოს ანჯელესის, ჩიკაგოსა და შარშანდელი ჩემპიონის ტექსასის გუნდები. მონაწილეები ექვსი სხვადასხვა პოზიციიდან ესროდნენ და გამარჯვებული ვლინდებოდა ყველა ტყორცნისთვის დახარჯული დროისა და სიზუსტის მიხედვით. პირველი რაუნდი დირკ ნოვიცკის ტექსასმა მოიგო. მაგრამ ფინალში ამ გუნდმა ელ ჰორფორდის, სტივ სმიტისა და კოკო მილერის ატლანტასთან წააგო.
შემდეგ იყო კონკურსი - შკილლს ჩჰალლენგე. პირველ რაუნდში მოულოდნელად ჩავარდა კრის პოლი. "ნიუ ორლეანის" გამთამაშებელმა ყველაზე უარესი დრო აჩვენა - დისტანცია 42 წამში დაფარა. ასევე ფინალის მიღმა დარჩნენ ჯონ უოლი და დერიკ როუზი. ასე რომ, პრიზი სტივ კარიმ და რასელ უესტბრუკმა გაითამაშეს. აქ ინტრიგა არ ყოფილა. "გოლდენ სტეიტის" მცველმა იდეალურად გაიარა მთელი დისტანცია და დიდი უპირატესობით აჯობა უესტბრუკს.
სამქულიანების კონკურსში შარშანდელ ტიტულს იცავდა პოლ პირსი. მისი კონკურენტები იყვნენ გიბსონი, დურანტი, დორელ რაიტი, ჯეიმს ჯონსი და რეი ალენი. პირველი ორი ძალიან სუსტად გამოვიდა - დურანტმა მხოლოდ ექვსი ქულა დააგროვა, გიბსონმა - შვიდი. პირველ რაუნდში საუკეთესო შედეგი ალენსა და ჯონსს ჰქონდათ - შესაბამისად 20 და 15 ქულა. პირსმა კი ბოლო მომენტში გააღწია ფინალში. მას შემდეგ, რაც რაიტმა 11 ქულა დააგროვა, "ბოსტონის" ლიდერი დიდი ხანი ვერ მიუახლოვდა ამ მაჩვენებელს და მხოლოდ ბოლო ბონუსის ტყორცნით დააგროვა 12 ქულა.
თუმცა ფინალში "მაიამის" სნაიპერმა შანსი არ დაუტოვა ბოსტონურ დუეტს. ჯეიმსი 20 ქულით აღინიშნა, იმ დროს, როცა რეიმ და პოლმა 15 და 18 ქულა დააგროვეს.
მაყურებელს დესერტად ჩატენვების კონკურსი ელოდა. ბევრი შიშობდა, რომ ამ კონკურსმა დრო მოჭამა და მის მონაწილეებს შოუს დასადგმელად ფანტაზია აღარ ჰყოფნით. მაგრამ მათი პესისმიზმი არ გამართლდა. უკვე პირველმა რაუნდმა აჩვენა, რომ ფანტაზიის მხრივ კალათბურთელებს ყველაფერი წესრიგში აქვთ. მაგალითად, სერჟ იბაკამ მოედანზე გაიყვანა გოგონები ტრანპარანტით - NBA-Aფრიცა და მათ ფონზე ჯულიუს ირვინგისა და მაიკლ ჯორდანის სტილში საჯარიმოს ხაზიდან იფრინა. მანვე ერთ-ერთი ჩატენვისას ბურთი კალათაში მოათავსა და თან კბილებით ჩამოგლიჯა კალათზე დამაგრებული სათამაშო დათვი.
მთელი კონკურსის განმავლობაში საუკეთესო იდეა მაინც ვაშინგტონელ ჯავალ მაკგისა და მის მწვრთნელ კრის უებერს ჰქონდათ. მოედანზე მეორე ფარი გამოიტანეს და ის ძირითადის დონეზე დააყენეს. "ვაშინგტონის" ცენტრმა პირველ ცდაზე არა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩატენა ერთდროულად ორი ბურთი. ფანტასტიკური ჩანაფიქრი! რაც შეეხება ბლეიკ გრიფინს, მისმა 360-გრადუსიანმა ბრუნმა ასევე მოახდინა შთაბეჭდილება პუბლიკასა და მსაჯებზე.
საბოლოოდ, ფინალში მაკგი და გრიფინი გავიდნენ. აქ უფრო მეტი ფანტაზია "კლიპერსის" ფორვარდმა გვიჩვენა. "სტეიპლს ცენტრის" მოედანზე "ტოიოტა" გამოიყვანეს, მოედნის მეორე ბოლოში კენი სმიტმა მომღერლების გუნდი დააყენა, რომელიც არ ქელის ცნობილ ჰიტს (I Bელიევე I ჩან Fლყ) ასრულებდა. მუსიკის ფონზე "კლიპერსის" გამთამაშებელმა ბაირონ დევისმა მანქანის ლუქიდან გრიფინს ბურთი აუგდო, დებიუტანტი კაპოტს გადააფრინდა და ისე ჩატენა. ამან მსაჯების გული საბოლოოდ მოიგო და გრიფინი ყველაზე სანახაობრივი კონკურსის გამარჯვებული გახდა.