როგორც იქნა დასრულდა კარმელო ენტონის სატრანსფერო ისტორია. გაირკვა, რომ NBA-ის ვარსკვლავი ამარე სტაუდმაიერს შეუერთდება და "ნიუ იორკ ნიქსში" გააგრძელებს კარიერას. ნიუიორკულმა კლუბმა სამგუნდიანი მასშტაბური ტრეიდი განახორციელა, რომელშიც "დენვერის" გარდა "მინესოტაც" იყო ჩართული.
მაშ ასე, "ნიუ იორკმა" "დენვერის" მიმართულებით გაუშვა უილსონ ჩენდლერი, რეიმონდ ფელტონი, დანილო გალინარი და ტიმოფეი მოზგოვი. გარდა ამისა, "ნაგეტსმა" ხელში ჩაიგდო 2014 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის უფლება, 2012 და 2013 წლების დრაფტების მეორე რაუნდის არჩევანი და აგრეთვე სამი მილიონი დოლარი.
კარმელო ენტონის "ნაგეტსიდან" "ნიუ იორკში" მიჰყვებიან ჩონსი
მიმდინარე სეზონში ენტონი საშუალოდ 25.2 ქულასა და 7.6 მოხსნას აგროვებს. თებერვალში მისი შედეგიანობა ხუთი ქულით გაიზარდა. კარმელოს ახალი გუნდი - "ნიუ იორკი" 54 მატჩში 28 მოგებით მეექვსეა აღმოსავლეთ კონფერენციაში. "დენვერს" 57 მატჩში 32 მოგებით მეშვიდე ადგილი უკავია დასავლეთში.
"მოხარული ვარ, რომ ეს ისტორია დასასრულს მიაუხლოვდა. გუნდის შექმნა თავიდან იწყება. რა თქმა უნდა, გარკვეული სინანული არსებობს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება", - განაცხადა "დენვერის" მთავარმა მწვრთნელმა ჯორჯ კარლმა.
ცნობილ სპეციალისტს ყველაზე მეტად ჩონსი ბილაპსის წასვლამ დაწყვიტა გული, რადგან ამ კალათბურთელს "დიად ჩემპიონად" მიიჩნევს.