გარდა ამისა, ამ შეხვედრაში "ბოსტონს" დაუბრუნდნენ დელონტე უესტი და სემიჰ ერდენი. მართალია, მათ ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრეს თავი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დოკ რივერსი ნელ-ნელა კრებს ოპტიმალურ შემადგენლობას. მალე გუნდს დაუბრუნდება მარკიზ დენიელსი და ერთ-ერთი ო'ნილი და
"საკრამენტო კინგზმა" სამი კვირით დაკარგა შარშანდელი სეზონის საუკეთესო დებიუტანტი ტაირიკ ევანსი, თუმცა მოედანზე რომც ყოფილიყო, რთული წარმოსადგენია, "მეფეებს" დიდი წინააღმდეგობა გაეწიათ "მაიამისთვის". ლებრონ ჯეიმსმა თავისი 31 ქულიდან 14 პირველ მეოთხედში დააგროვა და სწორედ ამ 12 წუთში გადაწყდა მატჩის ბედი - 35:16. ჯამში "მაიამის" "დიდმა ტრიომ" 76 ქულა მიითვალა, ფლორიდელებმა კი ბოლო 12 მატჩში მეთერთმეტედ მოიგეს.
"დენვერმა" პირველი შეხვედრა ჩაატარა კარმელო ენტონისა და ჩონსი ბილაპსის გარეშე, გარდა ამისა, ნიუიორკელ ახალწვეულებსაც არ უთამაშიათ, მიუხედავად ამისა, "ნაგეტსმა" რვა კაცის შემადგენლობით შინ "მემფისის" დამარცხება შეძლო. თავის გასამართლებლად" დათვებს" ის შეუძლიათ თქვან, რომ ტრავმირებული რუდი გეის გარეშე თამაშობდნენ.
თამაში მთლიანად "დენვერის" კარნახით მიდიოდა. ენტონისა და ბილაპსის არყოფნაში ლიდერობა იტვირთეს ჯეი არ სმიტმა, აარონ აფლალომ და ტაი ლოუსონმა. მათი მონდომებით ბოლო მეოთხედის წინ "დენვერის" უპირატესობა 26 ქულას შეადგენდა.
ტრიუმფალური არ ყოფილა მშობლიურ ოკლაჰომაში ბლეიკ გრიფინის დაბრუნება. ჩატენვების კონკურსის ახალმა გამარჯვებულმა "თანდერის" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და ორი შედეგიანი პასი დააკლდა სამმაგ-დუბლამდე: 28 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი. მაგრამ "კლიპერსში" არ აღმოჩნდა ისეთი კალათბურთელი, რომელიც დებიუტანტს მხარს აუბამდა. "ოკლაჰომამ" ძალების ყოველგვარი დაძაბვის გარეშე გაანაგურა კალიფორნიული კლუბი - 111:88. მეორე მეოთხედში 15:0 გაქცევის წყალობით მასპინძლები 16 ქულით გავიდნენ წინ და შემდეგ ახლოს არ გაიკარეს მეტოქე.
"იუტას" ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის შემდეგ პლეი ოფში მოხვედრის მცირე შანსი მიიღო "ჰიუსტონმა", თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ "რაკეტები" ყოველთვის სეზონის მეორე ნაწილში უმატებენ თამაშს. ასე რომ, ტექსასელები სანუკვარი მერვე ადგილისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. გუშინ რიკ ადელმანის გუნდმა სტუმრად დაამარცხა "დეტროიტ პისტონზი".
"როკეტსმა" პირველი მეოთხედი აშკარად ჩააგდო და მეტოქეს გაქცევის საშუალება მისცა, მაგრამ მეორე მეოთხედიდან მოყოლებული მთლიანად აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას. ბრწყინვალედ ითამაშეს იმ საღამოს სტუმრების სათადარიგო კალათბურთელებმა. განსაკუთოებით უნდა აღვნიშნოთ პატრიკ პატერსონი, ვინც 21 წუთი დაჰყო მოედანზე და 20 ქულია დაგროვება მოასწრო. გულხელდაკრეფილი არც "დეტროიტი" ყოფილა, რომელმაც მატჩის ბოლოს სტაკისა და ბინუმის დუეტის წყალობით გაქცევა მოახერხა და საფინალო სირენამდე დაახლოებით სამი წუთით ადრე მიჩიგანელები წინ გავიდნენ. მიუხედავად ამისა, ადელმანმა გადამწყვეტ მომენტში შეძლო თავისი შეგირდებისთვის საჭირო სიტყვების მონახვა და მატჩის დასკვნით წუთებში "რაკეტებს" თითქმის არ აუცილებიათ ბურთი. ასე რომ, "ჰიუსტონი" ჯერ ისევ თამაშშია...
ვაშინგტონი-ინდიანა 96:113
30:25, 19:33, 19:32, 28:23
ვ: ბლეტჩი (21+5 მოხსნა+5 პასი), იანგი (16+5 მოხსნა), უოლი (15+10 პასი+8 მოხსნა), ჰოვარდი (14+5 მოხსნა).
ი: გრეინჯერი (21+10 მოხსნა), ჰენსბრო (17+5 მოხსნა), ჰიბერტი (16+6 მოხსნა), ჯორჯი (11+9 მოხსნა), კოლისონი (11+6 პასი+5 მოხსნა).
შარლოტი-ტორონტო 114:101
33:27, 28:17, 28:25, 25:32
შ: ოგუსტინი (23+8 პასი), უოლასი (20+6 მოხსნა), დიაო (16+9 პასი), ჰენდერსონი (15+6 მოხსნა), ჯექსონი (13+5 პასი), მუჰამედი (8+14 მოხსნა).
ტ: უიმსი (19), ბარნიანი (18+8 მოხსნა), დეროზანი (14), ბეილესი (11+10 პასი+5 მოხსნა), აჯინკა (10).
დეტროიტი-ჰიუსტონი 100:108
28:20, 23:31, 24:27, 25:30
დ: ბინუმი (21+6 პასი), სტაკი (19), მონრო (12+12 მოხსნა), მაკგრეიდი (10+8 მოხსნა).
ჰ: პატერსონი (20+5 მოხსნა), მარტინი (16), ბადინგერი (10).
მაიამი-საკრამენტო 117:97
35:16, 28:28, 30:26, 24:27
მ: ჯეიმსი (31+8 მოხსნა), უეიდი (23+8 მოხსნა+7 პასი), ბოში (22+9 მოხსნა), ჩელმერსი (14), ჰაუსი (10).
ს: დალემბერი (18+13 მოხსნა), ტომპსონი (13+7 მოხსნა), ტეილორი (13), კასპი (10).
მილუოკი-მინესოტა 94:88
26:23, 18:21, 23:23, 27:21
მილ: ჯენინგსი (27+7 პასი), მაგეტი (20+6 მოხსნა), დელფინო (13+9 მოხსნა), სალმონსი (12+5 პასი), ბროკმანი (4+14 მოხსნა).
მინ: ბიზლი (21), ლავი (20+17 მოხსნა+6 პასი), ჯონსონი (14+8 მოხსნა), რიდნური (12).
ოკლაჰომა-კლიპერსი 111:88
23:23, 39:23, 16:21, 33:21
ო: გრინი (22), დურანტი (21+8 მოხსნა), ჰარდენი (19), უესტბრუკი (13+7 პასი), იბაკა (6+10 მოხსნა).
კ: გრიფინი (28+11 მოხსნა+8 პასი), ბლედსოუ (13), ფოიე (12), ამინუ (12).
დენვერი-მემფისი 120:107
32:23, 29:19, 41:34, 18:31
დ: სმიტი (26+8 მოხსნა+5 პასი), ლოუსონი (21+7 პასი+6 ჩაჭრა+5 მოხსნა), აფლალო (21+5 მოხსნა+5 პასი), ნენე (15+6 მოხსნა), ანდერსენი (15+5 მოხსნა), ფორბსი (10).
მ: ალენი (26+8 მოხსნა), მაიო (21), რენდოლფი (12+8 მოხსნა), იანგი (10+7 მოხსნა), გასოლი (10), კონლი (10).
გ. სტეიტი-ბოსტონი 93:115
30:31, 30:29, 18:28, 15:27
გ-ს: რაიტი (19+6 მოხსნა), კარი (18), ლი (17+5 მოხსნა), ელისი (15).
ბ: გარნეტი (24+12 მოხსნა+6 პასი), პირსი (23+5 პასი), რონდო (19+15 პასი+6 მოხსნა), ალენი (18+6 მოხსნა), დევისი (12+10 მოხსნა).
ლეიკერსი-ატლანტა 104:80
28:15, 26:18, 26:21, 24:26
ლ: ბრაიანტი (20+5 პასი), ბრაუნი (15), გასოლი (14+10 მოხსნა), არტესტი (11), ფიშერი (10), ბინუმი (5+15 მოხსნა).
ა: ჯონსონი (14), ჰორფორდი (13+6 მოხსნა), კროუფორდი (12).
ახალი ჭორები
როგორც მოსალოდნელი იყო, კარმელო ენტონის "ნიუ იორკში" გადასვლამ NBA-ის პრაქტიკულად ყველა გუნდს ხელფეხი გაუხსნა და მათ შემადგენლობის გაძლიერებაზე დაიწყეს ზრუნვა. ტრეიდების აკრძალვამდე მხოლოდ ორი დღე დარჩა და შესაბამისად, ამერიკელი ჟურნალისტები მოვლენათა განვითარების უამრავ ვარიანტს გვთავაზობენ.
როგორც ირკვევა, "საკრამენტომ" თითქმის გააფორმა გარიგება "ნიუ ორლეანთან", რომლის მიხედვითაც კარლ ლენდრი "ჰორნეტსის" შემადგენლობაში აღმოჩნდება, საპირისპირო მიმართულებით კი მარკუს ტორნტონი და დევიდ ანდერსენი გაემგზავრებიან.
თავის მხრივ, "ნიუ ჯერსის" ერთ-ერთი ლიდერის დევინ ჰარისის გაშვების დიდი იმედი სურვილი აქვს. EშPN-ის ინფორმაციით, მას ან "დალასში" გაცვლიან კერონ ბატლერზე ან "პორტლენდში" გაუშვებენ.
ენტონის ტრეიდის გარდა, კიდევ ერთი მსხვილი გარიგებაა მოსალოდნელი. "მემფისმა" ნიადაგი მოსინჯა და ახლა მზად არის "ორლანდოსთან" მოლაპარაკებებისთვის. "დათვებს" სურთ "მეჯიქს" მისცენ ზაკ რენდოლფი, სანაცვლოდ კი ბრენდონ ბასი და ჯეისონ რიჩარდსონი მიიღონ.
"მაიამი ჰიტი" ცდილობს რომელიმე კლუბს მაიკ მილერი შეაძლიოს. "ჰიტის" ხელმძღვანელობას მის სანაცვლოდ ცენტრის ან გამთამაშებლის აყვანა სურთ. სწორედ ეს ორი პოზიციაა პრობლემატური ფლორიდელთა რიგებში.
"გოლდენ სტეიტმა" თითქმის შეიძინა "ნიუ ჯერსიდან" ტროი მერფი. კალიფორნიული კლუბი "ნეტსს" დენ გაძურიჩსა და ახალგაზრდა ბრენდან რაიტს მისცემს. ამასთან, "მეომრები" არ აპირებენ მერფის შენარჩუნებას და ამ კალათბურთელის კონტრაქტს გამოისყიდიან, რის შემდეგაც 30 წლის ფორვარდი თავისუფალი აგენტი გახდება. მერფის პიროვნებით დაინტერესებულნი არიან "ორლანდო", "დალასი", "მაიამი" და "ბოსტონი".