"გოლდენ სტეიტი" "მგლებს" უფაჩულიოდაც გაუმკლავდა
ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი გამოტოვა. ამის მიზეზი მაჯის ტრავმაა. ექიმები კი ამბობენ, სერიოზული არაფერიაო, მაგრამ როგორც ჩანს, ხელს დასვენება სჭირდება.ზაზას არყოფნაში "გოლდენ სტეიტმა" "მინესოტა ტიმბერვულვზი" სტუმრად 116:108 დაამარცხა.
სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ოკლენდელებს ზედიზედ 111 მატჩი აქვთ მოგებული ისეთი, ორ დღეში ორი შეხვედრა რომ გამართეს და მეორეში გაიმარჯვეს. ეს NBA-ს რეკორდია.
ციფრების მოყვარულებს ისიც არ გამოპარვიათ, რომ "გოლდენ სტეიტმა" ყველა მატჩი მოიგო მაშინ, როდესაც გუნდის ბომბარდირი კლეი ტომპსონი გახდა. მან ამჯერად 30 ქულა ჩააგდო.
საინტერესოა, რომ "ბოსტონი" ის გუნდია, რომლის წინააღმდეგ სამმაგი დუბლი 226 მატჩია არ შეუსრულებიათ. ამ მაჩვენებლით "კელტები" ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველები არიან.
ფრეიზერი მეცხრეა
"ნიუ ორლეანის" გამთამაშებელი ტიმ ფრეიზერი მეცხრე კალათბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში სამმაგი დუბლი გაიფორმა. მან "ფინიქსთან" მატჩში 14 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი მოაგროვა. სამმაგდუბლოსნები არიან: რასელ ვესტბრუკი, ჯეიმს ჰარდენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ადეტოკუმბო, მარკ გასოლი, კრის პოლი, რეჟონ რონდო, ჯულიუს რენდლი და ზემოთ ნახსენები ტიმ ფრეიზერი.
ვაჟა სიმონიშვილი
დეტროიტი-ფილადელფია 79:97
12:32, 23:26, 29:22, 15:17
დ: მორისი (28), დრამონდი (14 + 14 მოხსნა + 6 ჩაჭრა), ჯექსონი (10)
ფ: კოვინგტონი (16 + 7 მოხსნა), ილიასოვა (15 + 8 მოხსნა), ოკაფორი (14 + 9 მოხსნა), მაკონელი (12 + 10 მოხსნა + 9 პასი)
ოკლაჰომა-ბოსტონი 99:96
21:24, 18:19, 28:28, 32:25
ო: ვესტბრუკი (37 + 12 მოხსნა + 6 პასი), ადამსი (16 + 8 მოხსნა), კანტერი (14)
ბ: ჰორფორდი (19 + 6 პასი), ბრედლი (18), კრაუდერი (18), სმარტი (11 + 9 პასი), ბრაუნი (10), ოლინიკი (8 + 8 მოხსნა)
მინესოტა-გოლდენ სტეიტი 108:116
27:30, 31:30, 30:18, 20:38
მ: ლავინი (25), უიგინსი (25), ტაუნსი (25 + 18 მოხსნა), ჯენგი (11), რუბიო (8 + 6 პასი)
გ: ტომპსონი (30), კარი (22 + 9 პასი), დურანტი (22 + 8 მოხსნა), გრინი (18)
ფინიქსი-ნიუ ორლეანი 119:120 ო.ტ.
31:25, 27:26, 24:25, 28:34, 9:10
ფ: ბლედსოუ (32 + 8 პასი), ბუკერი (16), ჩენდლერი (14 + 21 მოხსნა), ტაკერი (9 + 10 მოხსნა), ბარბოზა (18), დადლი (12)
ნ: ჰოლიდეი (23), დევისი (14 + 12 მოხსნა), უილიამსი (17), ფრეიზერი (14 + 11 მოხსნა + 11 პასი + 5 ჩაჭრა), ჰელოუეი (12)
ლეიკერსი-ნიუ იორკი 112:118
30:32, 26:25, 19:27, 37:34
ლ: დენგი (22), რენდლი (17 + 10 მოხსნა), იანგი (15), უილიამსი (24), კლარკსონი (14)
ნ: პორზინგისი (26 + 12 მოხსნა + 7 დაფარება), როუზი (25), ლი (16), ენტონი (13 + 8 მოხსნა + 7 პასი), ჯენინგსი (19), ერნანგომესი (6 + 12 მოხსნა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"